თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2019, 19:12
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1316,
კომენტარები: 12
"ჩვენ მათზე არანაკლებ საშიშები ვართ"
მაიკლ ქერიკი "ტოტენჰემთან" მატჩის წინ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" ძალიან კარგ ფორმაში არიან. აქედან გამომდინარე, მაიკლ ქერიკი დარწმუნებულია, რომ კვირას გულშემატკივარს საოცარი სანახაობა ელის.

ნორვეგიელმა პირველი ხუთი თამაშიდან ხუთივე გამარჯვებით დაასრულა. აქედან გამომდინარე, "იუნაიტედის" ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა და რწმენა შეემატა.

"ტოტენჰემიც" საოცარ ფორმაშია. მათ ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი გამარჯვებით დაასრულეს.

"იუნაიტედი" "პრემიერ ლიგაში" მეექვსე ადგილს იკავებს. "ტოტენჰემის" დამარცხება კი ოთხეულთან საგრძნობლად დაახლოვებს. "წითლებს" რთული მატჩი ელით წინ. ქერიკი ამ სირთულეს თავიდან ბოლომდე აანალიზებს, თუმცა მაინც სწამს, რომ "იუნაიტედს" "უემბლიდან" სამი ქულის წამოღება შეუძლია.

"ყოველთვის სასიამოვნოა მათთან თამაში. ამ მომენტისთვის, ეს მატჩი ჩვენთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს. ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან, ისევე როგორც ჩვენ. ასე რომ გულშემატკივრებს კარგი სანახაობა ელით. ამ მომენტში ჩვენ ქულები ძალიან გვჭირდება და მხოლოდ ამაზე ვახდენ ფოკუსირებას. სამი ქულა ოთხეულში მოსახვედრად აუცილებელია."

"ეს ძალიან რთული იქნება და ვიცით, თუ რას უნდა ველოდოთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან. "ტოტენჰემი" ჩვენთვის საშიშია. ბევრი გოლის გატანა შეუძლიათ. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით და მზად ვიქნებით. არც ჩვენ ვართ ნაკლებად საშიშები და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებთ."

"გუნდს ის აქვს, რაც აკლდა - რწმენა და თავდაჯერებულობა. რამდენიმე გამარჯვებამ ძალიამ შეგვცვალა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. აუცილებელია, რომ ეს ასე განვაგრძოთ. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, უშრომელად ვერაფერს მივიღებთ. ბევრი რამ გველის წინ და სწორედ ამისთვის ვიბრძვი."


მაიკლ ქერიკმა ოლე გუნარის შესახებაც ისაუბრა. მისი აზრით, ნორვეგიელის მოსვლამ კლუბში შემართება გაზარდა.

"ოლეს გადამდები ხასიათი აქვს. საოცრად პოზიტიურია და ყოველთვის ჩვენ გამხიარულებას ცდილობს."

"ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის ყველასთან ინდივიდუალურად მუშაობს. ამას კი, საბოლოოდ, საუკეთესო შედეგებამდე მივყავართ."

კლუბის ლეგენდამ კიერანზეც ისაუბრა:

"აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ის ძალიან დაგვეხმარა. კიერანი გამოცდილი მწრთვნელია და მე პირადად ძალიან დამეხმარა."

"ჩემთვის ეს ყველაფერი სიახლეა და მის მაგალითზე ბევრ რამეს ვსწავლობ. ის, უბრალოდ, ფანტასტიკურია. ის ბრწყინვალეა და ჩემამდე უკვე ბევრი რამ მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე ახალგაზრდაა, ბევრად უფრო ახალგაზრდაა, ასე რომ ბევრი რამის სწავლა შეიძლება მისგან."


ManUtd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
12 იანვარი 2019 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7462
Martla magari tamashi gvelodeba da aucileblad unda movigot aucileblad mitumetes Ro momaval turshi arsenali chelsia da kide Ufro Miaxloveba sheidzleba otxeultan
0
№2
ავტორი: რეალისტი
12 იანვარი 2019 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ერთი თხოვნა მაქვს ყველა მომხმარებლის მიმართ,ვინც აქ ვართ და მადლობელი ვიქნები თუ არ დამზარდებით. ვწეროთ ქართულად ჩვენ ენაზე, ჩენ გვაქვს ულამაზესი ანბანი. უფრო ლამაზიცაა და უფრო უჩნდება კაცს მისი წაკითხვის სურვილი. ეს ერთი პატარა თხოვნა მაქვს საიტთან! გენაცვალეთ სუყველას!

პს.სვანო საქმე მაქ ძმისგულ, და რო შემოხვალ შემეხმიანე.
6
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№3
ავტორი: LASHQARA
12 იანვარი 2019 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1538
ოთხეულში აუცილებლად შევალთ და სოლცკიაერი დარჩება მთავარი მენეჯერის პოზიციაზე love am
1
№4
ავტორი: Svani
12 იანვარი 2019 20:35
  • სიახლეები: 1258
  • კომენტარები: 2570
ხვალე ყველას უნდა შევუსრულოთ. ყველას ვისაც პირზე აკერია: მერე რაა იუნაიტედმა სუსტ გუნდებს მოუგოო. ეს შური და ბოღმა ერთ ადგილზე უნდა გავუკეთოთ.

პ.ს სიახლეებით სავარაუდოდ ზეგ დავბრუნდები.
0
№5
ავტორი: nika1983
12 იანვარი 2019 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
მოვიგებთ ხვალაც და მერეც .
0
№6
ავტორი: devidi
12 იანვარი 2019 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
ტოტენჰემს თუ მოუგეთ მერე ადვილი თამაშები გვაქვს თან შემდეგ ტურში ჩელსი არსენალი და დიდი შანსი გვიჩნდება ოთხეულში შესვლის და ისეთ უდრზე იქნებიან პ.ს.ჟ საც მოუგებენ smile
0
№7
ავტორი: 100%Red
12 იანვარი 2019 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 219
გაიტანა ჩელსიმ((((
0
№8
ავტორი: kobinio
12 იანვარი 2019 21:59
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1687
ციტატა: რეალისტი
ერთი თხოვნა მაქვს ყველა მომხმარებლის მიმართ,ვინც აქ ვართ და მადლობელი ვიქნები თუ არ დამზარდებით. ვწეროთ ქართულად ჩვენ ენაზე, ჩენ გვაქვს ულამაზესი ანბანი. უფრო ლამაზიცაა და უფრო უჩნდება კაცს მისი წაკითხვის სურვილი. ეს ერთი პატარა თხოვნა მაქვს საიტთან! გენაცვალეთ სუყველას!

პს.სვანო საქმე მაქ ძმისგულ, და რო შემოხვალ შემეხმიანე.

არსენალმა მორიგი მატჩი წააგო და იმედია კიდე უფრო დაუახლოვდებით ოთხეულს.
0
№9
ავტორი: The Special One
12 იანვარი 2019 22:01
  • სიახლეები: 29
  • კომენტარები: 573
დღეს არსენალმაც წააგო და მოგების შემთხვევაში გავუთანაბრდებით,ფრეც კი წაგების ტოლფასია,მითუმეტეს შემდეგ ტურებში ოთხეულის გუნდები ეთამაშებიან ერთმანეთს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№10
ავტორი: რეალისტი
12 იანვარი 2019 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ციტატა: kobinio
ციტატა: რეალისტი
ერთი თხოვნა მაქვს ყველა მომხმარებლის მიმართ,ვინც აქ ვართ და მადლობელი ვიქნები თუ არ დამზარდებით. ვწეროთ ქართულად ჩვენ ენაზე, ჩენ გვაქვს ულამაზესი ანბანი. უფრო ლამაზიცაა და უფრო უჩნდება კაცს მისი წაკითხვის სურვილი. ეს ერთი პატარა თხოვნა მაქვს საიტთან! გენაცვალეთ სუყველას!

პს.სვანო საქმე მაქ ძმისგულ, და რო შემოხვალ შემეხმიანე.

არსენალმა მორიგი მატჩი წააგო და იმედია კიდე უფრო დაუახლოვდებით ოთხეულს.

კი ვიცი ვნახე ძმაო, მაგრამ ყველაზე მეტად ის გააწორებდა ჩელსის X რო გაეგორებინა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

12 მაისი 2019, 18:00
იუნაიტედი0
კარდიფი2
პრემიერ ლიგა
5 მაისი 2019, 17:00
ჰადერსფილდი1
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
28 აპრილი 2019, 19:30
იუნაიტედი1
ჩელსი1
პრემიერ ლიგა
კარდიფი12 მაისი
ჰადერსფილდი5 მაისი
ჩელსი28 აპრილი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top