თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2019, 19:12
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2258,
კომენტარები: 12
"ჩვენ მათზე არანაკლებ საშიშები ვართ"
მაიკლ ქერიკი "ტოტენჰემთან" მატჩის წინ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" ძალიან კარგ ფორმაში არიან. აქედან გამომდინარე, მაიკლ ქერიკი დარწმუნებულია, რომ კვირას გულშემატკივარს საოცარი სანახაობა ელის.

ნორვეგიელმა პირველი ხუთი თამაშიდან ხუთივე გამარჯვებით დაასრულა. აქედან გამომდინარე, "იუნაიტედის" ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა და რწმენა შეემატა.

"ტოტენჰემიც" საოცარ ფორმაშია. მათ ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი გამარჯვებით დაასრულეს.

"იუნაიტედი" "პრემიერ ლიგაში" მეექვსე ადგილს იკავებს. "ტოტენჰემის" დამარცხება კი ოთხეულთან საგრძნობლად დაახლოვებს. "წითლებს" რთული მატჩი ელით წინ. ქერიკი ამ სირთულეს თავიდან ბოლომდე აანალიზებს, თუმცა მაინც სწამს, რომ "იუნაიტედს" "უემბლიდან" სამი ქულის წამოღება შეუძლია.

"ყოველთვის სასიამოვნოა მათთან თამაში. ამ მომენტისთვის, ეს მატჩი ჩვენთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს. ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან, ისევე როგორც ჩვენ. ასე რომ გულშემატკივრებს კარგი სანახაობა ელით. ამ მომენტში ჩვენ ქულები ძალიან გვჭირდება და მხოლოდ ამაზე ვახდენ ფოკუსირებას. სამი ქულა ოთხეულში მოსახვედრად აუცილებელია."

"ეს ძალიან რთული იქნება და ვიცით, თუ რას უნდა ველოდოთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან. "ტოტენჰემი" ჩვენთვის საშიშია. ბევრი გოლის გატანა შეუძლიათ. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით და მზად ვიქნებით. არც ჩვენ ვართ ნაკლებად საშიშები და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებთ."

"გუნდს ის აქვს, რაც აკლდა - რწმენა და თავდაჯერებულობა. რამდენიმე გამარჯვებამ ძალიამ შეგვცვალა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. აუცილებელია, რომ ეს ასე განვაგრძოთ. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, უშრომელად ვერაფერს მივიღებთ. ბევრი რამ გველის წინ და სწორედ ამისთვის ვიბრძვი."


მაიკლ ქერიკმა ოლე გუნარის შესახებაც ისაუბრა. მისი აზრით, ნორვეგიელის მოსვლამ კლუბში შემართება გაზარდა.

"ოლეს გადამდები ხასიათი აქვს. საოცრად პოზიტიურია და ყოველთვის ჩვენ გამხიარულებას ცდილობს."

"ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის ყველასთან ინდივიდუალურად მუშაობს. ამას კი, საბოლოოდ, საუკეთესო შედეგებამდე მივყავართ."

კლუბის ლეგენდამ კიერანზეც ისაუბრა:

"აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ის ძალიან დაგვეხმარა. კიერანი გამოცდილი მწრთვნელია და მე პირადად ძალიან დამეხმარა."

"ჩემთვის ეს ყველაფერი სიახლეა და მის მაგალითზე ბევრ რამეს ვსწავლობ. ის, უბრალოდ, ფანტასტიკურია. ის ბრწყინვალეა და ჩემამდე უკვე ბევრი რამ მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე ახალგაზრდაა, ბევრად უფრო ახალგაზრდაა, ასე რომ ბევრი რამის სწავლა შეიძლება მისგან."


ManUtd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
13 იანვარი 2019 00:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი შანსია ოთხეულში შესვლის და უნდა გამოვიყენოთ!
0
№12
ავტორი: kobinio
14 იანვარი 2019 14:27
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: რეალისტი
ციტატა: kobinio
ციტატა: რეალისტი
ერთი თხოვნა მაქვს ყველა მომხმარებლის მიმართ,ვინც აქ ვართ და მადლობელი ვიქნები თუ არ დამზარდებით. ვწეროთ ქართულად ჩვენ ენაზე, ჩენ გვაქვს ულამაზესი ანბანი. უფრო ლამაზიცაა და უფრო უჩნდება კაცს მისი წაკითხვის სურვილი. ეს ერთი პატარა თხოვნა მაქვს საიტთან! გენაცვალეთ სუყველას!

პს.სვანო საქმე მაქ ძმისგულ, და რო შემოხვალ შემეხმიანე.

არსენალმა მორიგი მატჩი წააგო და იმედია კიდე უფრო დაუახლოვდებით ოთხეულს.

კი ვიცი ვნახე ძმაო, მაგრამ ყველაზე მეტად ის გააწორებდა ჩელსის X რო გაეგორებინა.

ხო ეგეც კაია და ვაფშე ყველა შედეგი საჩვენოა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top