ოლე გუნარ სოლსკიაერმა მარკუს რეშფორდზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რეშფორდი ძალიან ამაღელვებელი ფეხბურთელია და მასთან მუშაობა სასიამოვნოა. ოლე გუნარი მიიჩნევს, რომ მას შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედის" უმაღლესი დონის ფეხბურთელთა სიაში ჩაეწეროს.
ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ რეშფორდი საოცარ მატჩებს ატარებს. მან ხუთ თამაში სამი გოლის გატანა მოახერხა და ერთი ასისტიც მიითვალა.
რეშფორდის დებიუტი "იუნაიტედში" 2016 წლის თებერვალში შედგა. ის მალე 150-ე მატჩს ჩაატარებს. მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე ექვსი გოლი და ექვსი ასისტია.
"ის უკვე ყველასთვის საშიშ ფიგურად იქცა. ძალიან არის გაძლიერებული, ბურთის დაჭერაც მშვენივრად გამოსდის და ფეხბურთელებსაც კარგად უკავშირდება,"- განუცხადა ოლემ ჟურნალისტებს.
"მას შეუძლია რომ უმაღლესი, უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდეს. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ჰარი კეინსა და მის კლასზე, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მარკუსს მის სიმაღლეზე ასვლის პოტენციალი აქვს. ის აქ გაიზარდა, "ოლდ ტრაფორდზე".
"რამდენიმე სესია ჩავატარეთ ახალგაზრდებთან, ჩონგთან, გომეზთან, ლინგარდთან. მათ ერთად აქვთ ნათამაშები. რეშფორდი ძალიან ამაღელვებელია და ჩემთვისაც გამოწვევაა მასთან მუშაობა."
ჟურნალისტებმა ოლეს მომავალ გეგმებზე ჰკითხეს, რაზეც ნორვეგიელმა განაცხადა, რომ მისი ერთადერთი მიზანი ყოველი კონკრეტული მატჩისთვის მზადებაა.
"ჩვენ არაფერზე გვისაუბრია. არ შეიძლება, რომ 5-6 თვე დაგეგმო წინასწარ და შემდეგ ორ კვირაში შეცვალო გადაწყვეტილება."
"არა, არაფერი შეცვლილა. ჩვენ, უბრალოდ, გუნდის გასაუმჯობესებლად ყოველდღიურად ვმუშაობთ. ფანტასტიკური სამწრთვნელო შტაბი მყავს და ისინი მეხმარებიან იმის მიღწევაში, რაც მსურს," - დაასრულა ოლემ.