თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2019, 14:00
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2397,
კომენტარები: 16
რა მოხდება ექვსი თვის შემდეგ?
ოლემ პრესკონფერენციაზე თავის მომავალზე ისაუბრა.
რა მოხდება ექვსი თვის შემდეგ?
ოლე გუნარ სოლსკიაერმა მარკუს რეშფორდზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რეშფორდი ძალიან ამაღელვებელი ფეხბურთელია და მასთან მუშაობა სასიამოვნოა. ოლე გუნარი მიიჩნევს, რომ მას შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედის" უმაღლესი დონის ფეხბურთელთა სიაში ჩაეწეროს.

ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ რეშფორდი საოცარ მატჩებს ატარებს. მან ხუთ თამაში სამი გოლის გატანა მოახერხა და ერთი ასისტიც მიითვალა.

რეშფორდის დებიუტი "იუნაიტედში" 2016 წლის თებერვალში შედგა. ის მალე 150-ე მატჩს ჩაატარებს. მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე ექვსი გოლი და ექვსი ასისტია.

"ის უკვე ყველასთვის საშიშ ფიგურად იქცა. ძალიან არის გაძლიერებული, ბურთის დაჭერაც მშვენივრად გამოსდის და ფეხბურთელებსაც კარგად უკავშირდება,"- განუცხადა ოლემ ჟურნალისტებს.

"მას შეუძლია რომ უმაღლესი, უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდეს. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ჰარი კეინსა და მის კლასზე, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მარკუსს მის სიმაღლეზე ასვლის პოტენციალი აქვს. ის აქ გაიზარდა, "ოლდ ტრაფორდზე".

"რამდენიმე სესია ჩავატარეთ ახალგაზრდებთან, ჩონგთან, გომეზთან, ლინგარდთან. მათ ერთად აქვთ ნათამაშები. რეშფორდი ძალიან ამაღელვებელია და ჩემთვისაც გამოწვევაა მასთან მუშაობა."

ჟურნალისტებმა ოლეს მომავალ გეგმებზე ჰკითხეს, რაზეც ნორვეგიელმა განაცხადა, რომ მისი ერთადერთი მიზანი ყოველი კონკრეტული მატჩისთვის მზადებაა.

"ჩვენ არაფერზე გვისაუბრია. არ შეიძლება, რომ 5-6 თვე დაგეგმო წინასწარ და შემდეგ ორ კვირაში შეცვალო გადაწყვეტილება."

"არა, არაფერი შეცვლილა. ჩვენ, უბრალოდ, გუნდის გასაუმჯობესებლად ყოველდღიურად ვმუშაობთ. ფანტასტიკური სამწრთვნელო შტაბი მყავს და ისინი მეხმარებიან იმის მიღწევაში, რაც მსურს," - დაასრულა ოლემ.


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
16 კომენტარი
№11
ავტორი: pogbboom
12 იანვარი 2019 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
არსენალმა გაასხა 3 ქულაში ვართ ნეტა ხვალ რასვიზავთ წამოვიღებთ 3ქულას? წავიკითხე პოგბა არიქნებაო და მართალია?
0
№12
ავტორი: Lalana
12 იანვარი 2019 17:47
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Malboro463
ციტატა: Lalana
ციტატა: ikeoni
ციტატა: 100%Red
ისე ბიჭებო მართლა მაინტერესებს თუ ღმერთმა არ ქნას და ოთხეულში ვერ შევედით, 6თვის მერე დატოვებენ ხალხი კლუბს?? ყველაზე მეტად მაგის მეშინია რო წამყვანმა ხალხმა არ დატოვოს კლუბი

Martla gmertma ar qnas magram eg gamoricxulia dzma piriqit bevrad gavdzlierdeba gundi..

შეიძლება სიტის სანქციები დაეკისროს და შემდეგ წელს ჩენპიონთა ლიგაზე არ დაუშვან,ამ შემთხვევაში მგონი მეხუთე ადგილოსანი მოხვდება ლიგაზე,მაგრამ მაინც ვფიქრობ გვაქვს დიდი შანსი ოთხეულში შესვლის,ჩელსიც იმდენად წინ არ არის რომ ვერ შევძლოთ ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა

მსგავს სანქციებს როცა გუნდს ვალები აქვს მაშინ აკისრებენ
სატრანსფერო ბოლიტიკის დარღვევის გამო კიდე ბანს ადევენ ტრანსფერებზე.
ტოტენჰემზე და არსებალზე ძლიერო გუნდი გვყავს და წესით უნდა შევიდეთ ოთხეულში არც ჩელსია იდეალურ ფორმაში მთავარია სულშერმა არ ჩაისვაროს

მანდ საუბარია დაახლოებით სამოცი მილიონის დამალვაზე.უეფას ფინანსურმა გამოძიების უფროსმაც დაადასტურა რომ შეიძლება მომავალი წლისთვის მოიხსნას სიტი ლიგიდან.თუ რა თქმა უნდა,ეს ბრალდება დაუდასტურდება სიტის.ისე კი თავისუფლად შეგვიძლია ოთხეულში მოხვედრა,აგერ არსენალიც ძაან უაზროდ კარგავს ქულებს და არამგონია ჩელსიმაც შეინარჩუნოს სტაბილუობა,მთავარია ჩვენ როგორ განვაგრძობთ სვლას.ხვალინდელ თამაშს კი მოუთმენლად ველოდები.
0
№13
ავტორი: M.Rashford
12 იანვარი 2019 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
რეშფორდი ამის ხელში მბაპეზე ნაკლებ მწვერვალზე არ ავა. არსენალმა წააგო, ჩელსის გატეხვებსაც ველოდოთ აწი და ეგაა))) არსენალი ისე თამაშობს მგონი აპრილში გუნდის გადაღლა პიკს მიაღწევს და ჩვეულებრივ გუნდად დარჩება, ჩელსია სახიფათო და მაგასაც გაუჭირდება, არ აქვს ჩელსის მანჩესტერის მსგავსი რესურსი. ოთხეულში შევა იუნაიტედი და ლიგაზეც დაამახსოვრებენ ხალხს თავს)))
0
№14
ავტორი: რეალისტი
12 იანვარი 2019 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
2 დღე არვიყავი საიტზე ( რაღაც რაღაც საქმეების გამო) და ძალიან მომენატრა აქაურობა love
აბა ხო ხართ კარგად, მოვემზადოთ მატჩისთვის!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№15
ავტორი: Svanchester
12 იანვარი 2019 20:46
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
რეშს შეუძლია ოქროს ბურთისთვის იბრძოლოს თამამად. მბაპეზე ნაკლები არაფრითაა და უკვე დროა ათამაშდეს სერიოზულად.
0
№16
ავტორი: SANDROGRIGA
13 იანვარი 2019 00:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია ეს ტემპი და განწყობა შებარჩუნდეს რაც ამ 6 თამაშში იყო.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top