ხორვატი როგორც იქნა შეიძლება გახდეს ''ინტერის'' ფეხბურთელი სეზონის ბოლოს, რადგან იტალიურ კლუბს ფული სჭირდება ლუკა მოდრიჩის გადმოსაბირებლად - იტყობინება The Sun.
ივანმა კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლოვა 2022 წლამდე, თუმცა გამოსასყიდი მხოლოდ €31 მილიონია. ამასთანავე პერიშიჩმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ოცნება ყოველთვის იყო პრემიერ ლიგაში თამაში და ყველაფერი შესაძლოა მოხდეს მომავალში. მაგრამ ახლა ''ინტერზე'' ვარ ფოკუსირებულიო.
კოსტას მანოლასი.
The Express-ის ცნობით, იუნაიტედს ბერძენი მცველისთვის ბრძოლა ''ბარსელონას'' და ''იუვენტუსის'' წინააღმდეგ მოუწევს. ორი ევროპული გიგანტი საკმაოდ დაინტერესებულია კოსტასის მომსახურებით და უკან არც გამოსასყიდის, £32 მილიონის გადახდაზე დაიხევენ.
ფილიპე კოუტინიო
The Express-ი ასევე წერს, რომ ''იუნაიტედმა'' მოლაპარაკებები ღიად დაიწყო ''ბარსელონასთან'' ფილიპეს თაობაზე. ''ჩელსის'' ''სიტის'' და ''პსჟს'' ასევე სურთ ბრაზილიელი. თუმცა ჯერ ბოლომდე ცნობილი არაა უნდა თუ არა კოუტინიოს ესპანეთის დატოვება.
კალიდუ კულიბალი
France Football-ი წერს, რომ ''წითელმა ეშმაკებმა'' შესაძლოა თავიანთ თავდაპირველ პრინციპს გადაუხვიონ და მცველის შეძენა იანვარშივე სცადოს. ცნობილია რომ კლუბის ხელმძღვანელობა დიდი ტრანსფერის განხორციელებას მანამ არ აპირებს, სანამ აშკარა არ იქნება თუ ვინ იქნება გუნდის მწვრთნელი საბოლოოდ. თუმცა შესაძლოა გამონაკლისი მაინც დაიშვას. კალიდუს ფასი €100 მილიონია.