თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2019, 18:12
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 3113,
კომენტარები: 15
ოთშაბათი: ''იუნაიტედის'' სატრანსფერო ჭორები
ვინ იქნება ზამთრის პირველი შენაძენი?
ოთშაბათი: ''იუნაიტედის'' სატრანსფერო ჭორები
ივან პერიშიჩი

ხორვატი როგორც იქნა შეიძლება გახდეს ''ინტერის'' ფეხბურთელი სეზონის ბოლოს, რადგან იტალიურ კლუბს ფული სჭირდება ლუკა მოდრიჩის გადმოსაბირებლად - იტყობინება The Sun.

ივანმა კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლოვა 2022 წლამდე, თუმცა გამოსასყიდი მხოლოდ €31 მილიონია. ამასთანავე პერიშიჩმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ოცნება ყოველთვის იყო პრემიერ ლიგაში თამაში და ყველაფერი შესაძლოა მოხდეს მომავალში. მაგრამ ახლა ''ინტერზე'' ვარ ფოკუსირებულიო.

კოსტას მანოლასი.

The Express-ის ცნობით, იუნაიტედს ბერძენი მცველისთვის ბრძოლა ''ბარსელონას'' და ''იუვენტუსის'' წინააღმდეგ მოუწევს. ორი ევროპული გიგანტი საკმაოდ დაინტერესებულია კოსტასის მომსახურებით და უკან არც გამოსასყიდის, £32 მილიონის გადახდაზე დაიხევენ.

ფილიპე კოუტინიო

The Express-ი ასევე წერს, რომ ''იუნაიტედმა'' მოლაპარაკებები ღიად დაიწყო ''ბარსელონასთან'' ფილიპეს თაობაზე. ''ჩელსის'' ''სიტის'' და ''პსჟს'' ასევე სურთ ბრაზილიელი. თუმცა ჯერ ბოლომდე ცნობილი არაა უნდა თუ არა კოუტინიოს ესპანეთის დატოვება.

კალიდუ კულიბალი

France Football-ი წერს, რომ ''წითელმა ეშმაკებმა'' შესაძლოა თავიანთ თავდაპირველ პრინციპს გადაუხვიონ და მცველის შეძენა იანვარშივე სცადოს. ცნობილია რომ კლუბის ხელმძღვანელობა დიდი ტრანსფერის განხორციელებას მანამ არ აპირებს, სანამ აშკარა არ იქნება თუ ვინ იქნება გუნდის მწვრთნელი საბოლოოდ. თუმცა შესაძლოა გამონაკლისი მაინც დაიშვას. კალიდუს ფასი €100 მილიონია.

წყარო:Skysports.com
ტრანსფერები
15 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
9 იანვარი 2019 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Perichi agar gvinda da dalshe movides luboi:))
0
№12
ავტორი: Svanchester
9 იანვარი 2019 23:39
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: shotkin
არავის არ ყიდულობენ, მყიდველი აქამდე იყიდდა ვინმეს ტოტენჰემთან მატჩამდე მითუმეტეს ზაფხულამდე ტრანსფერი არიქნება

არცაა გამორიცხული არავინ იყიდონ. სოლსკიაერმა შესაძლოა თავის თავზე აიღოს ბიჭების ფორმაზე პასუხისმგებლობა (ამ შემთხვევაში ცენტრალურ მცველებზე).
0
№13
ავტორი: რეალისტი
9 იანვარი 2019 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ციტატა: shotkin
არავის არ ყიდულობენ, მყიდველი აქამდე იყიდდა ვინმეს ტოტენჰემთან მატჩამდე მითუმეტეს ზაფხულამდე ტრანსფერი არიქნება

არც მე მჯერა ზამთარში ვინმეს მოყვანის, ზაფხულში კიდე ერთი ჰაი-კლასის მცველი უნდა დაიდოს! ბაბუს იმედი მაქვს იმედია შეაჯანჯღალებს ადმინისტრაციას და მოიყვანს გონზე, თორე ამ დაცვის შემყურე შორს ვერ გავფრინდებით.

0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№14
ავტორი: lobjanidze
10 იანვარი 2019 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ჩემი აზრით ყველაზე ძალიან გვიჭირს მარჯვენა შემთევ ნახევარმცველის პოზიციაზე და 1 ცენტრალური მცველი.. ზამთარშივე თუ მოხდება ამის შევსება,თუნდაც 1 ცენტრალური ბცველის შეძენა. შეიძლება პსჟ-ს ბარიერი დავძლიეოთ..
0
№15
ავტორი: OzBeTa
10 იანვარი 2019 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
აი პროსტა კულიბალისთვის ფული რატო არ ემეტებათ არ ვიცი რაა. ვან დეიკიც მასე აგვახიეს ლუზერებმა ჩვენ რო ფული დავჟოშკეთ და კი ვხედავთ რა მაგრად გაამართლა. ასე იქნება კულიბალის შემთხვევაშიც და დროზე მოეგონ გონს და იყიდონ კული. ბოლო ბოლო გაყიდონ როხო, დარმიანი რა ჯანდაბად გვინდა ეგენი?! 50 მილიონამდე მაგათგან ამოიღებენ და 50 დაამატებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top