თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2019, 15:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2271,
კომენტარები: 11
100 მლნ. ევრო კულიბალისთვის
მცველის დამატება კლუბისთვის ყველაზე აქტუალური საკითხია.
100 მლნ. ევრო კულიბალისთვის
იმ შემთხვევაში, თუ თვალს არ ადევნებდით "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშებს ჟოზე მოურინიოს პერიოდში, გეტყვით, რომ კლუბს ცენტრალური მცველი სჭირდება.

ფილ ჯონსის ბოლო თამაშმა "ნიუკასლთან" დაადასტურა, რომ "წითლებს" უკანა ხაზში ყველაფერი რიგზე ვერ აქვთ. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ითვლებიან კალიდუ კულიბალი და მილან შკრინიარი უმთავრეს სატრანსფერო სამიზნეებად.

სწორედ ამ საკითხზე საუბრით დაიწყო france football-მა თავისი ყოველკვირეული ჟურნალის გამოცემა.

მიუხედავად იმისა, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერთან დაკავშირებული მომავალი ჯერჯერობით ბუნდოვანია და არ არის გარკვეული მისი ხანგრძლივად დარჩენა "ოლდ ტრაფორდზე", "იუნაიტედის" ბოსები კულიბალის შეძენაზე უარის თქმას არ აპირებენ, ვინაიდან მის შესაძლებლობებში მწვრთნელის გემოვნებისგან დამოუკიდებლადაც არიან დარწმუნებულები.

თუმცა, მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედს" უდიდესი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს აურელიო დე ლაურენტისის სახით, რომელიც საკმაოდ რთულად დასათანხმებელია ფეხბურთელის გაყიდვაზე.

წყარო: sportwitness
ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Smoke - N
8 იანვარი 2019 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 247
Carmatebebi iyidet nu joshkavt am fuls gadaixadet eg fuli da camoiyvanet saxlshi :))))
0
№2
ავტორი: რეალისტი
8 იანვარი 2019 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
მოდი კალიდუ მოდი :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№3
ავტორი: Svanchester
8 იანვარი 2019 16:30
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
კულიბალი ტოპ კლასია და უნდა ვიყიდოთ, მაგრამ ამხელა თანხას თუ გამოუყოფენ სოლსკიაერს არ ვიცი. როგორც პრესაში გაჟღერდა სადღაც 60 მილიონი გამოუყვესო
0
№4
ავტორი: ikeoni
8 იანვარი 2019 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Au rogor minda Es Ro viyidot
0
№5
ავტორი: mishiko1
8 იანვარი 2019 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
არამარტო კულიბალი ტობიც უნდა ვიყიდოთ და მაგარ დაცვის ხაზს შევქმნით, აქედან ვინც გვყავე ცენტრალური მცველები ყველა გასაყრელები არიან გუნდიდან მარტო ლინდერდიფს თუ დავიტოვებთ ამისგან შეიძლება კარგი მცველი დადგეს, ან სმოლინგიც შეიძლება იმ შემთხვევისთვის თუ ვინმემ ტრამვა მიიღო.
0
№6
ავტორი: stepno
8 იანვარი 2019 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უნდა გადაიხადონ და იყიდონ. ისე გაგვიწირდება რაა აუცილებლად მოსაყვანია მცველი და მარჯვენა ვინგერიც უეჭველი საჭიროა რა
0
№7
ავტორი: shotkin
8 იანვარი 2019 22:12
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: mishiko1
არამარტო კულიბალი ტობიც უნდა ვიყიდოთ და მაგარ დაცვის ხაზს შევქმნით, აქედან ვინც გვყავე ცენტრალური მცველები ყველა გასაყრელები არიან გუნდიდან მარტო ლინდერდიფს თუ დავიტოვებთ ამისგან შეიძლება კარგი მცველი დადგეს, ან სმოლინგიც შეიძლება იმ შემთხვევისთვის თუ ვინმემ ტრამვა მიიღო.

2 ცენტრალური მცველი ზღაპარია ერთს იყიდიან ,ლინდელოფი მოიაზრება ძირითადის კაცად და ალბათ იმას შეუწყვილებენ ვისაც იიყიდიან ბაილი ლინდელოფს 10 ჯერ მირჩევნია მარა 1 თამაშიანია ტიპი და ცოტა უაზროდ იწელება ხოლმე და სულ ტრანვაშია და ცოტა ჭკუაც აკლია ისეთ ბარათებს იღებს ხოდა ზამენად მშვენერია მოკლედ ბაილი და სმოლინგი, დალშე როხოიან ჯონსიანად უნდა გაყარონ რა და დავისვენებთ
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
8 იანვარი 2019 22:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ აბა თუ იყიდიან
0
№9
ავტორი: kobinio
9 იანვარი 2019 01:06
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
120 მილიონი მოთხოვესო დაიწერა და იუნაიტედი ასს იხდის.როგორ მორიგდებიან ვინიცის მარა 120 მილუინს 28 წლის მცველში არამგონია გაისროლოს იუნაიტედმა.ასი კაი ფასია
0
№10
ავტორი: OzBeTa
9 იანვარი 2019 01:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
როხო, ჯონსი, დარმიანი ამათ ააცმევინონ ფულს ხო აიღებენ და გადაიხადონ ეს ფული და მოიყვანონ რა მოხდება?! ეგ ფეხბურთელები მაინც არ გვჭირდებიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top