თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2019, 15:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2272,
კომენტარები: 11
100 მლნ. ევრო კულიბალისთვის
მცველის დამატება კლუბისთვის ყველაზე აქტუალური საკითხია.
100 მლნ. ევრო კულიბალისთვის
იმ შემთხვევაში, თუ თვალს არ ადევნებდით "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშებს ჟოზე მოურინიოს პერიოდში, გეტყვით, რომ კლუბს ცენტრალური მცველი სჭირდება.

ფილ ჯონსის ბოლო თამაშმა "ნიუკასლთან" დაადასტურა, რომ "წითლებს" უკანა ხაზში ყველაფერი რიგზე ვერ აქვთ. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ითვლებიან კალიდუ კულიბალი და მილან შკრინიარი უმთავრეს სატრანსფერო სამიზნეებად.

სწორედ ამ საკითხზე საუბრით დაიწყო france football-მა თავისი ყოველკვირეული ჟურნალის გამოცემა.

მიუხედავად იმისა, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერთან დაკავშირებული მომავალი ჯერჯერობით ბუნდოვანია და არ არის გარკვეული მისი ხანგრძლივად დარჩენა "ოლდ ტრაფორდზე", "იუნაიტედის" ბოსები კულიბალის შეძენაზე უარის თქმას არ აპირებენ, ვინაიდან მის შესაძლებლობებში მწვრთნელის გემოვნებისგან დამოუკიდებლადაც არიან დარწმუნებულები.

თუმცა, მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედს" უდიდესი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს აურელიო დე ლაურენტისის სახით, რომელიც საკმაოდ რთულად დასათანხმებელია ფეხბურთელის გაყიდვაზე.

წყარო: sportwitness
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Smoke - N
9 იანვარი 2019 09:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 247
ციტატა: OzBeTa
როხო, ჯონსი, დარმიანი ამათ ააცმევინონ ფულს ხო აიღებენ და გადაიხადონ ეს ფული და მოიყვანონ რა მოხდება?! ეგ ფეხბურთელები მაინც არ გვჭირდებიან.

Yvela tu dayides zamena ar ginda?tranvas ro migebs mere vin unda dadges magis nacvlad? Shen tu me wink manutd hi2
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top