თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2019, 14:09
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1817,
კომენტარები: 15
ერერა, შესაძლოა, ესპანეთში დაბრუნდეს
"ატლეტიკმა" ერერას დაბრუნებისთვის დაიწყო ბრძოლა.
ერერა, შესაძლოა, ესპანეთში დაბრუნდეს
"ატლეტიკ ბილბაო" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, ანდერ ერერას, შეძენით არის დაინტერესებული. აღნიშნული ესპანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რაფაელ ალკორტამ, დაადასტურა.

ერერა "ოლდ ტრაფორდზე" "ატლეტიკიდან" 2014 წელს გადავიდა. აღნიშნული ტრანსფერი ლუის ვან გაალმა განახორციელა.

29 წლის ფეხბურთელმა "ევროპის ლიგის", "ინგლისის თასისა" და "ლიგის თასის" ტიტულები მოიგო. მისი კონტრაქტი ზაფხულში იწურება და, შესაძლოა, თავისუფალ აგენტად იქცეს და კლუბი ამგვარად დატოვოს.

"იუნაიტედმა" გასულ სეზონში ესპანელს კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა და დიდი ხანია მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს შემდეგი კონტრაქტის დასადებად, თუმცა პირველი იანვრიდან ერერა უკვე "ატლეტიკთან" განიხილავს დეტალებს.

"ატლეტიკი" ძალიან ცუდ სიტუაციაშია და ამჟამად მე-17 ადგილზე იმყოფება, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდი პირველად არის "ლა ლიგიდან" გავარდნის საშიშროების წინაშე. ასე რომ ესპანელები ყველანაირად შეეცდებიან ერერას დაბრუნებას, რაც უკვე დაადასტურა "ატლეტიკის" სპორტულმა დირექტორმა.


წყარო: M.E.N.
სხვა
15 კომენტარი
№1
ავტორი: Smoke - N
8 იანვარი 2019 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 247
Modi idivas na..X..u...i ra atletiko samshi grdzeli ar ginda
0
№2
ავტორი: რეალისტი
8 იანვარი 2019 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ჩემი აზრით უნდა წავიდეს აღარა ამის ადგილი უკვე ჩემი დიდიპატივისცემის მიუხედავათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№3
ავტორი: Lalana
8 იანვარი 2019 14:26
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
My Webpage-ძალიან მაგარი ფოტოა,როგორ ესაუბრება ბიჭებს.მომწონს ასეთი მიდგომა,აშკარაა რომ მეგობრული დამოკიდებულება აქვს მათთან და უკან ფერგი მოჩანს თუ თვალი მატყუებს?
0
№4
ავტორი: 100%Red
8 იანვარი 2019 14:34
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
გაუმარჯოს ბიჭებო ახალი ვარ აქ(საიტზე) მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით და ეს წელი ყოფილიყოს ჩვენი საყვარელი გუნდის ძველი დიდების დაბრუნების წელი;)
დიდი იმედიმაქ ტოტენჰემს მოვუგებთ GGMU ! ! !)
0
№5
ავტორი: Lalana
8 იანვარი 2019 14:36
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: 100%Red
გაუმარჯოს ბიჭებო ახალი ვარ აქ(საიტზე) მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით და ეს წელი ყოფილიყოს ჩვენი საყვარელი გუნდის ძველი დიდების დაბრუნების წელი;)
დიდი იმედიმაქ ტოტენჰემს მოვუგებთ GGMU ! ! !)

გაგიმარჯოს მეგობარო.შენც გილოცავთ შობა-ახალ წელს.ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი ჩვენთვისაც და ჩვენი გუნდისთვისაც.
0
№6
ავტორი: რეალისტი
8 იანვარი 2019 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ციტატა: 100%Red
გაუმარჯოს ბიჭებო ახალი ვარ აქ(საიტზე) მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით და ეს წელი ყოფილიყოს ჩვენი საყვარელი გუნდის ძველი დიდების დაბრუნების წელი;)
დიდი იმედიმაქ ტოტენჰემს მოვუგებთ GGMU ! ! !)
ველქამ! გაიხარე ჩვენც გილოცავთ

ციტატა: Lalana
My Webpage-ძალიან მაგარი ფოტოა,როგორ ესაუბრება ბიჭებს.მომწონს ასეთი მიდგომა,აშკარაა რომ მეგობრული დამოკიდებულება აქვს მათთან და უკან ფერგი მოჩანს თუ თვალი მატყუებს?

არა ფერგია მგონი, ძაან კარგია რო მართლა ასე მეგობრულათ არიან ერთმანეთთან და უზიარებენ ერთამანეთს თავიანთ აზრებს, ამანაც იმოქმედა გარკვეულწილად ამ წარმატებაზე. მოუს დროს ყველა დაძაბული იყო ურთიერთობა არ ქონდათ ნორმალური და რავიცი, მართლაც კარგი ნაბიჯი იყო ოლეს მოყვანა.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№7
ავტორი: Lalana
8 იანვარი 2019 14:46
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
რეალისტი-ზოგადად განწყობა და ფსიქოლოია ბევრ რამეს ნიშნავს ცხოვრებაში,ეს ფეხბურთი იქნება თუ სხვა რამ,ამიტომ თუ მწვრთნელი ასეთ დამოკიდებულებაში იქნება ფეხბურთელთან ის აუციებლად მოინდომებს და უფრო მეტად დადებითად იქნება დამუხტული.ის არა მარტო გუნდისთვის არამედ წვრთნელისთვისაც ითამაშებს.მიხარია რომ ფერგიც მათ გვერდითაა,სოლსკაიერი და ფეხბურთელებიც ბევრ რამეს ისწავლიან,ამიტომაც მჯერა რომ ეს გუნდი გაიზრდება და უკეთეს გუნდათ ჩამოყალიბდება.შეიძლება მოურინიო ძალიან მაგარი ტაქტიკოსია,მაგრამ მისთვის ფეხბურთელები აღარ თამაშობდნენ და როდესაც არ გაქვს კარგი ურთიერთობა მწვრთნელთან,შენც დიდად არ გაქვს იმის სტიმული რომ მისთვის რამე ღირებული გააკეთო.
0
№8
ავტორი: Svanchester
8 იანვარი 2019 15:01
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ერერას ტიპის ფეხბურთელები სოლსკიაერის ხასიათს უხდება. ბოლომდე მებრძოლი, თავდადებული და სულით მანჩესტერელი. არამგონია მინიმუმ სოლსკიაერის წასვლამდე გაიყიდოს ერერა.
1
№9
ავტორი: man21utd
8 იანვარი 2019 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
ერერა რატო უნდა გაუშვა ვერ ვხვდები სკამზე ჯდომაზე პრეტენზია არააქვს როცა ათამაშებენ არ თამაშობს ურიგოდ და რავი აბა ასაკიც არააქვს ისეთი რო ჩავარდნა დაეწყოს და იყოს კაცო გამოგვადგება
0
№10
ავტორი: ikeoni
8 იანვარი 2019 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Aravinaa amis gamshvebii oles xelshi yvela atamashdeba mitumetes erera❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top