თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2019, 14:09
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1829,
კომენტარები: 15
ერერა, შესაძლოა, ესპანეთში დაბრუნდეს
"ატლეტიკმა" ერერას დაბრუნებისთვის დაიწყო ბრძოლა.
ერერა, შესაძლოა, ესპანეთში დაბრუნდეს
"ატლეტიკ ბილბაო" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, ანდერ ერერას, შეძენით არის დაინტერესებული. აღნიშნული ესპანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რაფაელ ალკორტამ, დაადასტურა.

ერერა "ოლდ ტრაფორდზე" "ატლეტიკიდან" 2014 წელს გადავიდა. აღნიშნული ტრანსფერი ლუის ვან გაალმა განახორციელა.

29 წლის ფეხბურთელმა "ევროპის ლიგის", "ინგლისის თასისა" და "ლიგის თასის" ტიტულები მოიგო. მისი კონტრაქტი ზაფხულში იწურება და, შესაძლოა, თავისუფალ აგენტად იქცეს და კლუბი ამგვარად დატოვოს.

"იუნაიტედმა" გასულ სეზონში ესპანელს კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა და დიდი ხანია მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს შემდეგი კონტრაქტის დასადებად, თუმცა პირველი იანვრიდან ერერა უკვე "ატლეტიკთან" განიხილავს დეტალებს.

"ატლეტიკი" ძალიან ცუდ სიტუაციაშია და ამჟამად მე-17 ადგილზე იმყოფება, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდი პირველად არის "ლა ლიგიდან" გავარდნის საშიშროების წინაშე. ასე რომ ესპანელები ყველანაირად შეეცდებიან ერერას დაბრუნებას, რაც უკვე დაადასტურა "ატლეტიკის" სპორტულმა დირექტორმა.


წყარო: M.E.N.
სხვა
15 კომენტარი
№11
ავტორი: fergia
8 იანვარი 2019 17:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 108
ერერას გაშვება იქნება სისულელე კაცი ბოლომდე იხარჯება მოედანზე და გუნდი უყვარს. მივესალმები
2 წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ ამ ჯიგარ კაცს... love
0
№12
ავტორი: mishiko1
8 იანვარი 2019 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
გილოცავთ შობა ახალწელს მანჩესტერის გულშემატკივრებო ბევრ სიხარულს გისურვებთ ცხოვრებაში და ჩვენი საყვარელი გუნდისგან. რაც შეეხება ერერას ეგეთი შრომის მოყვარე ფეხბურთელი გუნდში საჭირო არის რაც მთავარია არ წუწუნებს ძირითადში იშვიათად თამაშის გამო არის მებრძოლი და უყვარს გუნდი, წარმატებული თამაშისთვის გრძელი და გამოცდილი სათადარიგო სკამის მოთამაშეებიც გვჭირდება რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ძირითადშიც წარმატებით ითამაშებენ.
0
№13
ავტორი: stepno
8 იანვარი 2019 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
თუ თვითონ არ მოინდომა წასვლა არავინ არ გაუსვებს ამ კაცს :) და თვითონ არამგონია სადმე წასვლა მოინდომს
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
8 იანვარი 2019 22:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არაა გასაშვები
0
№15
ავტორი: kobinio
9 იანვარი 2019 01:09
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: 100%Red
გაუმარჯოს ბიჭებო ახალი ვარ აქ(საიტზე) მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით და ეს წელი ყოფილიყოს ჩვენი საყვარელი გუნდის ძველი დიდების დაბრუნების წელი;)
დიდი იმედიმაქ ტოტენჰემს მოვუგებთ GGMU ! ! !)

შეგეწიოს მადლი უფლისა და შობისა.კეთილი იყოს შენი მობრძანება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top