თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2019, 11:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2634,
კომენტარები: 17
"იუნაიტედი" კარასკოს ევროპაში დაბრუნებას სთავაზობს
ბელგიელს "ოლდ ტრაფორდზე" ეპატიჟებიან.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილ ფეხბურთელს თავის რიგებში გადასვლას სთავაზობს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ კლუბ "დალიან იიფანთან" ერთად კარგად ასპარეზობს, იანიკ ფერეირა კარასკოს ევროპაში დაბრუნება სურს.

ბელგიელი ფეხბურთელი ჩინეთის სუპერ ლიგის კლუბს გასულ წელს შეუერთდა 26 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ, რადგან "ატლეტიკოს" მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან უთანხმოება მოუვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კარასკოს შეძენით "იუნაიტედი" და "არსენალი" იყვნენ დაინტერესებული, მან ნიკოლას გაიტანთან ერთად ამჯობინა შორეულ აღმოსავლეთში თამაში.

ახალ კლუბში კი წარმატებით ასპარეზობს და თავისთვის სარეკორდო მაჩვენებლი დააფიქსირა ერთი სეზონის განმავლობაში - 7 გოლი და 9 საგოლე გადაცემა.

მაგრამ შემტევს სამარცხვინო მომენტიც აქვს მოსაგონებლად, რაც ვარჯიშზე თანაგუნდელ ჯინ პენქსიანისთვის ცხვირის გატეხვას და კომპენსაციის სახით 9 ათასი ფუნტის შეთავაზებას გულისხმობს.

25 წლის კარასკო ევროპაში დაბრუნებას გეგმავს და მისი შემტევი სტილი იდეალურად ერგება ოლე გუნარ სოლსკიაერის სქემას, მაგრამ "წითლებს" კონკურენციის გაწევა მოუწევს "მილანისთვის", თუმცა მეორე მხრივ, კარასკოს ყოფილი მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი "დალიანში" გადასვლას გეგმავს და შესაძლოა, ბელგიელი კლუბში დარჩენაში დაარწმუნოს.

წყარო: the sun
ჭორები
17 კომენტარი
№1
ავტორი: რეალისტი
7 იანვარი 2019 12:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
არმინდა ეს, რაღაც არამგონია მოერგოს იუნაიტედს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№2
ავტორი: PaLoMo
7 იანვარი 2019 12:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
მარჯვენა ვინგერად ყომარობს და გამოგვადგება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: რეალისტი
7 იანვარი 2019 12:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ყველას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ღმერთი ფარავდეს ჩვენ ოჯახებს!
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№4
ავტორი: bziki
7 იანვარი 2019 12:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ნაკრებში მარცხნივ იდგა,ატლეტიკოშიც,ჩინეთში რას აკეთებს არ ვიცი
ხასიათიც პრობლემური აქ
არც სისწრაფე აქ დიდი,ადაპტაცია და საერთოდ რაში გვჭირდება?
0
№5
ავტორი: Malboro463
7 იანვარი 2019 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მარცხნივ თამაშობს სანჩესის პოზიციაზე.
ტექნიკურია მარა არასტაბილური ნანია მეორე არამგონია დიდად გაძლიეროს გუნდი ამან
0
№6
ავტორი: mishiko1
7 იანვარი 2019 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
გამარჯობა გილოცავთ შობა ახალწელს. რაც შეეხება კარასკოს არ არის სტაბილური ფეხბურთელე, არც ატლეტიკოში და არც ნაკრებში არ ყოფილა ძირითადის უცვლელი წევრი და ესეთი არასტაბილური მოთამაშე შეეფერება მანიუს? დეპაის დაბრუნებაზე არ ფიქრობენ ნეტავ? ან ფლორიან ტოვენი მარსელიდან კარგი ბიჭი ჩანს მოედანს კარგად ხედავს სწრაფია და ტექნიკური.
0
№7
ავტორი: ikeoni
7 იანვარი 2019 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Bevri araferi magari arastabiluri motamashea xandaxan gamonatebebit:))
0
№8
ავტორი: gela-manchesteri 20
7 იანვარი 2019 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
ადრე კაი იყო მარა ეხლა რავი რა
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
7 იანვარი 2019 15:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არამგონია იყოდონ
0
№10
ავტორი: Svanchester
7 იანვარი 2019 17:22
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
შობას გილოცავთ მეგობრებო. კომპიუტერი გამიფუჭდა, დაგიბრუნდებით მალე სიახლეებით.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top