თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2019, 11:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2635,
კომენტარები: 17
"იუნაიტედი" კარასკოს ევროპაში დაბრუნებას სთავაზობს
ბელგიელს "ოლდ ტრაფორდზე" ეპატიჟებიან.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილ ფეხბურთელს თავის რიგებში გადასვლას სთავაზობს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ კლუბ "დალიან იიფანთან" ერთად კარგად ასპარეზობს, იანიკ ფერეირა კარასკოს ევროპაში დაბრუნება სურს.

ბელგიელი ფეხბურთელი ჩინეთის სუპერ ლიგის კლუბს გასულ წელს შეუერთდა 26 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ, რადგან "ატლეტიკოს" მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან უთანხმოება მოუვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კარასკოს შეძენით "იუნაიტედი" და "არსენალი" იყვნენ დაინტერესებული, მან ნიკოლას გაიტანთან ერთად ამჯობინა შორეულ აღმოსავლეთში თამაში.

ახალ კლუბში კი წარმატებით ასპარეზობს და თავისთვის სარეკორდო მაჩვენებლი დააფიქსირა ერთი სეზონის განმავლობაში - 7 გოლი და 9 საგოლე გადაცემა.

მაგრამ შემტევს სამარცხვინო მომენტიც აქვს მოსაგონებლად, რაც ვარჯიშზე თანაგუნდელ ჯინ პენქსიანისთვის ცხვირის გატეხვას და კომპენსაციის სახით 9 ათასი ფუნტის შეთავაზებას გულისხმობს.

25 წლის კარასკო ევროპაში დაბრუნებას გეგმავს და მისი შემტევი სტილი იდეალურად ერგება ოლე გუნარ სოლსკიაერის სქემას, მაგრამ "წითლებს" კონკურენციის გაწევა მოუწევს "მილანისთვის", თუმცა მეორე მხრივ, კარასკოს ყოფილი მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი "დალიანში" გადასვლას გეგმავს და შესაძლოა, ბელგიელი კლუბში დარჩენაში დაარწმუნოს.

წყარო: the sun
ჭორები
17 კომენტარი
№11
ავტორი: holandieli mfrinavi
7 იანვარი 2019 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
ოლეს არავის უყიდიან ზამთარში, ჯერი ისე არ ყოფდნენ თანხას ტრანსფერებზე და დროებით მწვრთნელს ხო საერთოდ არ გამოუყოფენ,

მაქსიმუმ 1 მცველი რადგან ბრმაც ხედავს რო სასწრაფოდ საყიდელია,

ზაფხულში კი იქნება რამოდენიმე ტრანსფერი,

მე ასე მგონიააა
0
№12
ავტორი: lasha001
7 იანვარი 2019 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
dzaan magaria karasko yoveltvis momwonda es fexburteli chemi azrid gamogvadgeba tan axalgazrdaa.
0
№13
ავტორი: JuanMata
7 იანვარი 2019 20:33
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ჩინეთში მოთამაშე ფეხბურთელების არ მჯერა, თავის დროზე მომწონდა, მინდოდა, რომ გადმოსულიყო.

24 წლის ასაკში, როცა ასეთ დონეზე თამაშობ, გრანდები გეპატიჟებიან, მაგრამ შენ მაინც ჩინეთში მიდიხარ, ე.ი. ვაფშე გკიდია ფეხბურთი.

ამას ჯობია, დეპაი დააბრუნონ.
0
№14
ავტორი: Svanchester
7 იანვარი 2019 23:51
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
კარასკოს მიმართ სიმპათიებით ვარ გამსჭვალული ასე რომ...
0
№15
ავტორი: kobinio
8 იანვარი 2019 00:57
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: რეალისტი
ყველას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ღმერთი ფარავდეს ჩვენ ოჯახებს!

შეგვეწიოს მადლი ამ ბრწყინვალე დღის.გაიხარე ძმაო
0
№16
ავტორი: krekera
8 იანვარი 2019 08:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
გილოცავთ ძმებო! მრავალს დაგასწროთ ღმერთმა...

გეთანხმები ძმაო, 24 წლის ბიჭი ასეთ დონეზე რომ თამაშობ და ჩინეთშუ გაიქცევი ფულის ხამივით, არ გვჭირდება ესეთი კაცი...
0
№17
ავტორი: M.Rashford
8 იანვარი 2019 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
კარასკო როცა უნდა ეყიდათ მაშნ არ იყიდეს და ახლა არამგონია დაფეთდნენ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top