თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2019, 20:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2224,
კომენტარები: 12
ფელანმა ახნსა, თუ რას უნდა ველოდეთ "ტოტენჰემთან"
მაიკ ფელაინი მომდევნო მატჩის გეგმაზე ლაპარაკობს.
ფელანმა ახნსა, თუ რას უნდა ველოდეთ
მაიკ ფელანს მიაჩნია, რომ "დეზებთან" შეხვედრა "დიდი საფეხბურთო მატჩი" იქნება, სანამ ოლე გუნარ სოლსკიაერი თავისი უდიდესი გამოწვევისთვის ემზადება.

სოლსკიაერმა "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შემდეგ შესანიშნავად დაიწყო ახალი ეტაპი თავის კარიერაში და დაამარცხა "კარდიფი", "ჰადერსფილდი", "ბორნმუთი", "ნიუკასლი" და "რედინგი", რის შედეგადაც გახდა "იუნაიტედის" პირველი მწვრთნელი, ვინც საწყისი 5 მატჩი მოიგო.

"იუნაიტედმა" ამ პერიოდში 16 გოლი გაიტანა და გულშემატკივარს შემტევი სტილის ფეხბურთით დაამახსოვრა თავი.

ახლა მთელი ყურადღება "უემბლიზეა" გადატანილი, სადაც "იუნაიტედი" თავის მეტოქეს დუბაიდან დაბრუნების შემდეგ ეწვევა.

შეძლებს "იუნაიტედი" იმავე შედეგების დაფიქსირებას?

"ამჟამად კარგ ფორმაში ვიმყოფებით. რასაც ვთხოვდით, ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს", განაცხადა ფელანმა "ნიუკასლთან" შუა კვირაში გამართული მატჩის შემდეგ.

"ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი ჩვენს თამაშში. ახლა ეს არის მშვენიერების საკითხი. ჩატარებული მატჩების ანალიზს თუ გავაკეთებთ, ზოგჯერ შესანიშნავი ვიყავით შეტევაში და ოდნავ ცუდი დაცვაში.

ახლა ფეხბურთელებისთვის მონეტის ორივე მხარე ცნობილია და ამაზე მუშაობას ვაგრძელებთ, "ტოტენჰემთან" შეხვედრაში კი სწორედ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას, ვინაიდან განსხვავებული გამოცდა გველის.

მაგრამ ეს ხომ "უემბლია" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს უყვართ "უემბლი". ვფიქრობ, დიდებული საფეხბურთო მატჩი იქნება, "მანჩესტერ იუნაიტედი" უნდა გარდაისახოს და გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და უფრო მეტიც კი".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
6 იანვარი 2019 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
კარგს აკეთებს ალბათ გუნდისთვის ეს კაცი და ფაქტია ამის დაბრუნებაში ფერგის წვლილი არი მაგრამ მანჩედან რო წავიდა 2013 ში მერე ფერგიზე რეებიც ილაპარაკა ეგ არაფერს აკეთებდა მე ვიყავი ყველაფერიო მაგის მერე მაგრად აღარ მევასება
0
№2
ავტორი: Malboro463
6 იანვარი 2019 21:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
სხვა შტაბის წევრების ერთად გოლს არ აღნიშნავს ტაქტიკას არ განიხილავენ
სტადიონთან ეს დგას და მითითებებს ეს
ვარჯიშსზეც ფოტოებშიც კარგად ჩანს ეს ცალკე რომა რა ფეხები ჭირთ ხომარ იცით? რომელს უფრო დიდი წვლილი აქ ამ წარმატებაში
0
№3
ავტორი: gela-manchesteri 20
6 იანვარი 2019 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
ყვეფავერი უნდა გავაკეტოდ მოსაგებად
0
№4
ავტორი: ikeoni
6 იანვარი 2019 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Mgonia Ro movigebt
0
№5
ავტორი: bziki
6 იანვარი 2019 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Malboro463
[ პასუხი ]
სოლსკიაირი რისთვის მოიყვანეს? მაშინ ფელანს დანიშნავდნენ.
თვითონაა სხვანაირი ტიპი ფელანი
ასაკიანია,გამოცდილი,ფერგის კადრია და მეტი არაფერი.ფელანს რო რამის ამბიცია ვერ ექნება კი ვხვდებით.თორე წვლილს შეიტანს აბა რას იზავს რისთვის მოვიდა
ბოლო სიტყვა ოლეზე იქნება ყველა ვარიანტში,ორ ტრენერიანობას დაჟე კერიკი არ დათანხმდებოდა თავმოყვარეობის ამბავია
0
№6
ავტორი: OzBeTa
6 იანვარი 2019 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ეს ფელანი რაღაც ძაან აქტიურია, ოლეზე მეტად, თუნდაც თამაშების დროს ეს გამოდის ხოლმე გაზონზე და ოლე ზის. რა ხდება ეს ხო არაა მთავარი მწვრთნელი :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№7
ავტორი: Malboro463
6 იანვარი 2019 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: bziki
სოლსკიაირი რისთვის მოიყვანეს? მაშინ ფელანს დანიშნავდნენ.
თვითონაა სხვანაირი ტიპი ფელანი
ასაკიანია,გამოცდილი,ფერგის კადრია და მეტი არაფერი.ფელანს რო რამის ამბიცია ვერ ექნება კი ვხვდებით.თორე წვლილს შეიტანს აბა რას იზავს რისთვის მოვიდა
ბოლო სიტყვა ოლეზე იქნება ყველა ვარიანტში,ორ ტრენერიანობას დაჟე კერიკი არ დათანხმდებოდა თავმოყვარეობის ამბავია

ფურცელზე რო სულშერი პირველია და ბოლო სიტყვაც მასზეა ეგ კი ვიცით მარა
თამაშის მსვლელობისას ტაქტიკურ ცვლილებბში და ზოგადად ეს პატარა წარმატებაფელანის გამოცდილების დამსახურება უფროა თუ სულშერის ნიჭის ეს მაინტერესებს დამოუკიდებლად ჯერ რომ რამე გადაწყვეტილება არ მიუღია და ფერგიზე მისვლამდე მრჩეველები რო ყავს

ციტატა: OzBeTa
ეს ფელანი რაღაც ძაან აქტიურია, ოლეზე მეტად, თუნდაც თამაშების დროს ეს გამოდის ხოლმე გაზონზე და ოლე ზის. რა ხდება ეს ხო არაა მთავარი მწვრთნელი :დ

გოლსაც არ აღნიშნავენ ერთად.
0
№8
ავტორი: kobinio
7 იანვარი 2019 02:22
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ყველას თავოსი ადგილი და დანიშნულება აქვს.პლეს გასაკეთებელს ეს ვერ გააკეთებს და მინდორთან მწვრთნელის მებართვის გარეშე არ გადიან ინგლისში თუ გახსოვთ გიგზი გავიდა ერთხელ და ვან გაალმა მთელი ახსნა განმარტებები მისცა მერე ჟურნალისტებს რომ მისი თანხმობით იყო ... მოგებებმა ისე გაგახარათ უკვე რაღაცეებს იგონებთ ძმებო )))♡
0
№9
ავტორი: რეალისტი
7 იანვარი 2019 09:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ციტატა: Malboro463
სხვა შტაბის წევრების ერთად გოლს არ აღნიშნავს ტაქტიკას არ განიხილავენ
სტადიონთან ეს დგას და მითითებებს ეს
ვარჯიშსზეც ფოტოებშიც კარგად ჩანს ეს ცალკე რომა რა ფეხები ჭირთ ხომარ იცით? რომელს უფრო დიდი წვლილი აქ ამ წარმატებაში

ეგ მეც მაინტერესებს, გოლს ერთად რატო არ აღნიშნავენ მაგას ვერ გეტყვი. მაგრამ ფელანს რო უყვარს მანდ ყველაზე მეტად მანჩესტერი და ყველაზე მეტად ანაღვლებს მანიუ ამაში დამეთანხმები ალბათ, მაინც ძველი გვარდიაა ფერგიუსონთან იყო იმდროინდელ მანჩესტერში და სწორედ მას უნდა ეხლა ყველაზე ძალიან რო ძველი მანჩესტერი დაბრუნდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№10
ავტორი: SANDROGRIGA
7 იანვარი 2019 16:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ტოტენჰემთან თუ მოიგეს მერე უკვე შეიძლება სერიოზულ მიზნებზე ფიქრი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top