თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2019, 20:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2209,
კომენტარები: 12
ფელანმა ახნსა, თუ რას უნდა ველოდეთ "ტოტენჰემთან"
მაიკ ფელაინი მომდევნო მატჩის გეგმაზე ლაპარაკობს.
ფელანმა ახნსა, თუ რას უნდა ველოდეთ
მაიკ ფელანს მიაჩნია, რომ "დეზებთან" შეხვედრა "დიდი საფეხბურთო მატჩი" იქნება, სანამ ოლე გუნარ სოლსკიაერი თავისი უდიდესი გამოწვევისთვის ემზადება.

სოლსკიაერმა "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შემდეგ შესანიშნავად დაიწყო ახალი ეტაპი თავის კარიერაში და დაამარცხა "კარდიფი", "ჰადერსფილდი", "ბორნმუთი", "ნიუკასლი" და "რედინგი", რის შედეგადაც გახდა "იუნაიტედის" პირველი მწვრთნელი, ვინც საწყისი 5 მატჩი მოიგო.

"იუნაიტედმა" ამ პერიოდში 16 გოლი გაიტანა და გულშემატკივარს შემტევი სტილის ფეხბურთით დაამახსოვრა თავი.

ახლა მთელი ყურადღება "უემბლიზეა" გადატანილი, სადაც "იუნაიტედი" თავის მეტოქეს დუბაიდან დაბრუნების შემდეგ ეწვევა.

შეძლებს "იუნაიტედი" იმავე შედეგების დაფიქსირებას?

"ამჟამად კარგ ფორმაში ვიმყოფებით. რასაც ვთხოვდით, ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს", განაცხადა ფელანმა "ნიუკასლთან" შუა კვირაში გამართული მატჩის შემდეგ.

"ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი ჩვენს თამაშში. ახლა ეს არის მშვენიერების საკითხი. ჩატარებული მატჩების ანალიზს თუ გავაკეთებთ, ზოგჯერ შესანიშნავი ვიყავით შეტევაში და ოდნავ ცუდი დაცვაში.

ახლა ფეხბურთელებისთვის მონეტის ორივე მხარე ცნობილია და ამაზე მუშაობას ვაგრძელებთ, "ტოტენჰემთან" შეხვედრაში კი სწორედ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას, ვინაიდან განსხვავებული გამოცდა გველის.

მაგრამ ეს ხომ "უემბლია" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს უყვართ "უემბლი". ვფიქრობ, დიდებული საფეხბურთო მატჩი იქნება, "მანჩესტერ იუნაიტედი" უნდა გარდაისახოს და გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და უფრო მეტიც კი".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
7 იანვარი 2019 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
es tamashi aucileblad unda movigot
0
№12
ავტორი: Svanchester
8 იანვარი 2019 00:10
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
არანაირი შეშფოთების მიზეზი არ გვაქვს მეგობრებო. ფელანმა იცის თავის ადგილი და ეს სოლსკიაერის ზურგს უკანაა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოიყვანდნენ ფელანს და დასვამდნენ პოსტზე. ურთიერთ შეთანხმებით ხდება ფელანის გაზონზე გასვლაც და ყველაფერი. არავინ მისცემს იუნაიტედის მწვრთნელზე დიდ უფლებებს დამხმარე მწვრთნელს. პრესას ვერაფერს გამოაპარებ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top