თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2019, 12:34
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2745,
კომენტარები: 17
"ტოტენჰემთან" პირველი ნამდვილი გამოცდა მელის"
ვინ ითამაშებს "უემბლიზე".
ოლე გუნარს სოლსკიაერი აღიარებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მისი პირველი ნამდვილი გამოცდა იქნება.

"იუნაიტედმა" სოლსკიაერის მეთვალყურეობის ქვეშ საოცარი სტარტი აიღო. "წითლებმა" "კარდიფის", "ჰადერსფილდის", "ბორნმუთის", "ნიუკასლისა" და "რედინგის" დამარცხება შეძლეს. თუმცა მთავარი გამოცდა წინაა - "ტოტენჰემი".

სოლსკიაერის პირველად აქვს ერთი კვირა თამაშისთვის მოსამზადებლად. სწორედ ამიტომაც კლუბი დუბაიში წაიყვანა და თბილ ამინდებში გადაწყვიტა მომზადება.

"ტოტენჰემი" გასვლაზე, "უემბლიზე" - ესაა პირველი ნამდვილი გამოცდა. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ თამაშს, რადგან ეს ზუსტ ინფორმაციას მომცემს იმის შესახებ, თუ როგორი წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია ტოპ გუნდებისთვის."

"ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ადგილებით. ერთ ან მაქსიმუმ ორ წელიწადში გუნდი თავის ადგილს უნდა დაუბრუნდეს და ცხრილში ზევით აიწიოს."

"კარდიფში ჩასვლა არასდროსაა მარტივი. პირველი თამაში მათთან მოგვიწია. სახლში კი "ბორნმუთი" და "ჰადერსფილდი" გვყავდა დასამარცხებელი."

"არცერთი არ არის მარტივი თამაში. სწორედ ამ მატჩებში ადრე ქულები დაგვიკარგავს. "პრემიერ ლიგაში" არცერთი მატჩი არაა მარტივი. შემდეგ "ნიუკასლი" გასვლაზე... ვფიქრობ, მანდ უკვე პროფესიონალურად ვითამაშეთ."

"რაც შეეხება დღევანდელ დღეს, არც დღეს იყო მარტივი თამაში ცხრა ცვლილებით, თუმცა მიუხედავად სირთულეებისა ხუთივე მატჩი მოვიგეთ."

ლუკაკუსა და სანჩესს პირველად მიეცათ სასტარტო შემადგენლობაში დაწყების საშუალება "ოლდ ტრაფორდზე". მათ მეორე გოლზე საოცარი კომბინაციით გაიტანეს გოლი. ჟურნალისტებმა იკითხეს დაიწყებდნენ თუ არა სანჩესი და ლუკაკუ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღეს:

"ყველას ვითვალისწინებ, ყველა შესაძლოა იხილოთ. ეს უფრო იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ ტაქტიკას მივმართავთ. ასევე იმაზე, თუ ვინ იქნება სრულიად მზად და ვინ როგორ წარდგება ჩვენ წინაშე ამ დღეების განმავლობაში."

"ყველა მათგანი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ისინი ახლა ბევრს ვარჯიშობენ. ლუკაკუმ სამიდან სამ მატჩში გაიტანა, თუმცა ორ მათგანში სათადარიგო სკამიდან დაიწყო."

"დღევანდელი გოლი შესანიშნავი იყო, რომელიც ორივე მათგანის შექმნილი გახლდათ."


წყარო: SkySports
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: solskjaer
6 იანვარი 2019 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
მგონია რო გადავუვლით
1
№2
ავტორი: bziki
6 იანვარი 2019 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ბორნმუთთან რა კამანდაც იდგა ეგ ყველაზე ოპტიმალურია ამ მომენტში, სანჩესმა თუ მოასწრო ფორმის აღდგენა შეილება დასვას მარსიალი,მარსიალი სანამ უბურთოდ თამაშს არ ისწავლის მანამდე ვერ გაფრინდება

ეს სმოლინგი როდისღა ბრუნდება?სმოლინგი რო მოგენატრება კაცს derphappycry
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
6 იანვარი 2019 13:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რთული თამაში იქნება ტოტენჰემთან... იმედია სერიოზულად მოამზადებს ოლე გუნდს
0
№4
ავტორი: რეალისტი
6 იანვარი 2019 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
1 კვირააქ მოსამზადებლად დიდი დროა საკმაოდ, უნდა შეისწავლოს ტოტენჰემის სუსტი წერტილები, და დასახოს გეგმა. ალექსა მინდა ძირითადში.ფრითაც კმაყოფილი დავრჩები ტოტესთან გასვლაზე ყველას უჭირს! წარმატებები ოლეს და მთელ გუნდს!
4
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№5
ავტორი: giorgi_mg
6 იანვარი 2019 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ტყილად აქვს ვინმეს ილუზია რომ ადვილად მოვიგებთ, ძალიან რთული თამაში ელის გუნდს, ოლეზე და ტაქტიკაზე ბევრი იქნება დამოკიდებული, თუ დაცვაში ჩავდექით ეგ უფრო დამღუპველი იქნება ასე მგონია
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
6 იანვარი 2019 14:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3198
მეორე ნომრად ვითამაშებთ და ფრთხილად ასე მგონია.კონტრ შეტევების საშუალებები ბლომად იქნება და შესაბამისად მათ უნდა გამოყენება.მე უფრო მაინტერესებს როგორ ითამაშებს გუნდი როცა პირველი ტოტენჰემი გაგვიტანს ან როცა ვაგებთ თამაშს.რამდენად შეუძლია ოლეს გარდატეხის შეტანა და სწორი ცვლილებების განხორციელება.ბევრ რამეს გამოაჩენს ეს თამაში
0
№7
ავტორი: Lalana
6 იანვარი 2019 14:28
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
მეორე ნომრად ვითამაშებთ და ფრთხილად ასე მგონია.კონტრ შეტევების საშუალებები ბლომად იქნება და შესაბამისად მათ უნდა გამოყენება.მე უფრო მაინტერესებს როგორ ითამაშებს გუნდი როცა პირველი ტოტენჰემი გაგვიტანს ან როცა ვაგებთ თამაშს.რამდენად შეუძლია ოლეს გარდატეხის შეტანა და სწორი ცვლილებების განხორციელება.ბევრ რამეს გამოაჩენს ეს თამაში

ზუსტად არ მახსოვს რომელი თამაში იყო,მაგრამ მგონი ჰადერსფილდი იყო დალოტი და ფრედი ეყენა სასტარტოში,როდესაც დაინახა მაქეთა ფლანგი საკმაოდ იტვირთებოდა და რამოდენიმეჯერ მათ გაუძვრათ კიდევაც მეტოქე სწრაფადვე გააკეთა ცვლილება და იანგი და ერერა შემოიყვანა.მაშინ არ ვაგებდით მაგრამ მან მარტივად დაინახა სუსტი წერტილი და ამოავსო სხვა ფეხბურთელებით,ეს კი ძალიან მომეწონა.ზოგი მწვრთნელი უცდის მაინც და მაინც 60-70 წუთს რო ცვლილება გააკეთოს,მან კი დაინახა თუ არა ეს მინუსი ცოტახანშივე შეცვალა.დარწმუნებული ვარ როგორც მწვრთნელი უფრო და უფრო გაიზრდება,მაქვს მისი იმედი,მაგრამ მართალია აი ტოტენჰემი უკვე გამოცდა იქნება და საინტერესოა რა ტაქტიკით წარსდგება მათ წინაშე და რას დაუპირისპირებს მათ.
0
№8
ავტორი: nika_nikusha
6 იანვარი 2019 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
კარგია, ოლეს მოსვლამ გუნდზე ძალიან დადებითი გავლენა იქონია, თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა, ფეხბურთელები უფრო ლაღად ათამაშდენენ, მეტი გოლი გაგვაქვს, მაგრამ რეალურად შევხედოთ ყველაფერს, ესე ერთი ხელის მოსმით ყველაფერი დალაგდა? არის ოლე ის მწვრთენლი რომელსაც შეუძლია გუნდს დიდი მიზნების მიღწევაში ღირსეული თავკაცობა გაუწიოს ? აქვს მას შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და კლასი ???
მაგრამ ვფიქრობ, ოლეს მოსვლა ნებისმიერ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება იყო, სულ რომ არაფერი გუნდის ბოსებმა დაინახეს რომ ისეთი კაცია საჭირო გუნდში ვისაც უყვარს კლუბი, პატივს ცემს მის ტრადიციებს და ისტორიას. ვიმედოვნებ ოლე ისეთივე წარმატებას მიაღწევს როგორც მაგალითად ზიზუ. გამიხარდება თუ შეძლებს ეს კაცი დაწეროს ისტორია მაჩესტერში და აღარ მოგვიწევს ძებნა სხვა უფრო მაღალი კლასის მწვრთნელის
0
№9
ავტორი: shotkin
6 იანვარი 2019 15:17
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მე ვფიქრობ ო ტეტესთან ლუკაკუმ სკამიდან უნდა დაიწყოს და წინ 9 ზე მარისალი თუიდგება უკეთესია აქეთ იქეთ სანჩესი და რეში და 10 იანზე ისევ პოგბა ესიქნებ იდეალური წყობა წინ
0
№10
ავტორი: LASHQARA
6 იანვარი 2019 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
არ წავაგებთ ამ თამაშსს და ოლე გუნა გააგრძელებს 4 ეულისთვის ბრძოლას გუნდთან ერთად love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top