თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2019, 12:34
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2745,
კომენტარები: 17
"ტოტენჰემთან" პირველი ნამდვილი გამოცდა მელის"
ვინ ითამაშებს "უემბლიზე".
ოლე გუნარს სოლსკიაერი აღიარებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მისი პირველი ნამდვილი გამოცდა იქნება.

"იუნაიტედმა" სოლსკიაერის მეთვალყურეობის ქვეშ საოცარი სტარტი აიღო. "წითლებმა" "კარდიფის", "ჰადერსფილდის", "ბორნმუთის", "ნიუკასლისა" და "რედინგის" დამარცხება შეძლეს. თუმცა მთავარი გამოცდა წინაა - "ტოტენჰემი".

სოლსკიაერის პირველად აქვს ერთი კვირა თამაშისთვის მოსამზადებლად. სწორედ ამიტომაც კლუბი დუბაიში წაიყვანა და თბილ ამინდებში გადაწყვიტა მომზადება.

"ტოტენჰემი" გასვლაზე, "უემბლიზე" - ესაა პირველი ნამდვილი გამოცდა. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ თამაშს, რადგან ეს ზუსტ ინფორმაციას მომცემს იმის შესახებ, თუ როგორი წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია ტოპ გუნდებისთვის."

"ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ადგილებით. ერთ ან მაქსიმუმ ორ წელიწადში გუნდი თავის ადგილს უნდა დაუბრუნდეს და ცხრილში ზევით აიწიოს."

"კარდიფში ჩასვლა არასდროსაა მარტივი. პირველი თამაში მათთან მოგვიწია. სახლში კი "ბორნმუთი" და "ჰადერსფილდი" გვყავდა დასამარცხებელი."

"არცერთი არ არის მარტივი თამაში. სწორედ ამ მატჩებში ადრე ქულები დაგვიკარგავს. "პრემიერ ლიგაში" არცერთი მატჩი არაა მარტივი. შემდეგ "ნიუკასლი" გასვლაზე... ვფიქრობ, მანდ უკვე პროფესიონალურად ვითამაშეთ."

"რაც შეეხება დღევანდელ დღეს, არც დღეს იყო მარტივი თამაში ცხრა ცვლილებით, თუმცა მიუხედავად სირთულეებისა ხუთივე მატჩი მოვიგეთ."

ლუკაკუსა და სანჩესს პირველად მიეცათ სასტარტო შემადგენლობაში დაწყების საშუალება "ოლდ ტრაფორდზე". მათ მეორე გოლზე საოცარი კომბინაციით გაიტანეს გოლი. ჟურნალისტებმა იკითხეს დაიწყებდნენ თუ არა სანჩესი და ლუკაკუ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღეს:

"ყველას ვითვალისწინებ, ყველა შესაძლოა იხილოთ. ეს უფრო იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ ტაქტიკას მივმართავთ. ასევე იმაზე, თუ ვინ იქნება სრულიად მზად და ვინ როგორ წარდგება ჩვენ წინაშე ამ დღეების განმავლობაში."

"ყველა მათგანი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ისინი ახლა ბევრს ვარჯიშობენ. ლუკაკუმ სამიდან სამ მატჩში გაიტანა, თუმცა ორ მათგანში სათადარიგო სკამიდან დაიწყო."

"დღევანდელი გოლი შესანიშნავი იყო, რომელიც ორივე მათგანის შექმნილი გახლდათ."


წყარო: SkySports
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
6 იანვარი 2019 15:59
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
გამიხარდება თუ ტოტენჰემთან პირველ ნომრად აირჩევს თამაშს. მაგრამ იმის ფონზე თუ რაოდენ გვიჭირს დაცვაში შესაძლოა კონტრშეტევებზე აგებული ტაქტიკური სქემები ვიხილოთ.
0
№12
ავტორი: ikeoni
6 იანვარი 2019 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ar wavagbet kiara unda movigot Uechveli
0
№13
ავტორი: Dato kutaisi
6 იანვარი 2019 17:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
მეორე ნომრად თამაში სრულებითაც არ იქნება გასატეხი თან გასვლაზე.მთავარია ყრუ დაცბაში არ იდგე თორე თითქმის მეორე ნომრად თამაშით და მკვლელი კონტრშეტევით გავიდა ფინალში ლუზერპული.მოუს დროს მეორე ნომრად თამაში ქვიოდა ყრუ დაცვას ახლა ეგ გამართლებული იქნება.მთავარია ჩვენმა დაცვამ არ წაუნიჭოს და ცებტრი არ დავთმოთ
0
№14
ავტორი: nika1983
6 იანვარი 2019 17:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
მთავარია მომენტები მაქსიმალურად გამოვიყე ნოთ და მოვიგებთ, იმათაც ექ ნებათ მომენტები რა თქ მა უნდა ,მაგრამ იმათ დეღია არ ჰყავთ.
0
№15
ავტორი: Malboro463
6 იანვარი 2019 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
სიტიმც მოუგო გასვლაზე და ლივერპულმაც არსენალმა სახლში ხომ გადაურბინა. ტოტენჰემზე *ლე გუნდი პრემიერ ლიგაში არ მოიძებნება ოთხეულში თუ გვინდა შესვლა ამატ უნდა მოვუგოთ ფრეც მარცხი იქნება
0
№16
ავტორი: holandieli mfrinavi
6 იანვარი 2019 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
ეს დუბაის ამბები და იქ ვარჯიიში ბაბუს სკოლაა,

ვისაც გახსოვთ ბაბუს ნდროინდელი მანიუ, რა დროსაც კარგად ააწყობდა გუნდი მოგებებს, ეგრევე რამე დასვენებებს ან სხვა სახის სიურპრიზებს უკეთებდა სასტავს
0
№17
ავტორი: gela-manchesteri 20
6 იანვარი 2019 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
უნდა მოვიგოტ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top