თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2019, 11:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2214,
კომენტარები: 14
ოლე გუნარი: "არ მსურს "იუნაიტედის" დატოვება მაისში"
ნორვეგიელს მთავარი როლი გუნდის გრძელვადიან გეგმებში სურს.
ოლე გუნარი:
ჟოზე მოურინიოს დათხოვნამ და გუნდში ახალი თავკაცის დანიშვნამ უცილობელია, რომ "მანჩესტერ იუნაიტდზე" კარგი გავლენა იქონია. გუნდი ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში ახერხებს წარმატების მიღწევას და სოლსკიაერის შეგირდები ოთხეულს ნაბიჯ ნაბიჯ უახლოვდებიან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სოლსკიაერი გუნდს 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არ სურს მაისში კლუბის დატოვება, ოლეს მიზანი კლუბის გრძელვადიან გეგმებში მთავარი როლის შესრულებაა.

"არ მსურს მაისში კლუბიდან წასვლა. გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთის თამაში აირჩია, აქ იდეალური ატმოსფეროა. გავაგრძელებ ჩემს საქმეს იქამდე სანამ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. წინ დიდი გამოწვევებია". - ციტირებს The Telegraph - ოლე გუნარის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი გამარჯვებით სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში შევიდა. კერძოდ, ოლე გახდა რიგით მეორე მწვრთნელი რომელმაც სადებიუტო სეზონში პრემიერ ლიგის ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო ზედიზედ.


წყარო: euro-football
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: mogeba
3 იანვარი 2019 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
albat gadaxedaven da tatoveben imedia ert ram ashsjara manchestereli patriotia da da bijentan kargda da memgoni rwmena brundeba me meimedeba am kacis 4movxdebit dalshe ar vici am sezonshi
0
№2
ავტორი: krekera
3 იანვარი 2019 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ასე თუ გააგრძელა და მაინც ვიღაც "ავტორიტეტი" მოგვიყვანეს დიდი შეცდომა იქნება, იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ასეთი თამაში მართლა ფერგის მერე არ უთამაშიათ
0
№3
ავტორი: დაჩუნია-89
3 იანვარი 2019 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
კარგი იქნება თუ დატოვებენ.სკეპტიკურად შევხვდი მის დანიშვნას, მაგრამ პროგრესი ცალსახაა.მიდი მიაწექი ოლეე manunited
0
№4
ავტორი: ikeoni
3 იანვარი 2019 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Yvelas gvinda Ro darches magram mainc shedegze Iqneba damokidebuli
0
№5
ავტორი: max_skyline
3 იანვარი 2019 13:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
სულით მანჩესტერელია და მეტი რაღა ჩემისა უნდათ დატოვონ ერთი 3 წელი და გამოჩნდება რა შეულია სადაც მოიეს ვან გაალს და მაურინიოს მისცეს ამდენი შანსი ესეც იმსახურწბს და დარწმუნებული ვარ სეზონის ბოლოს დაიმსახურებს კიდეც
2
№6
ავტორი: Manstark_United
3 იანვარი 2019 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
მოკლედ ოლეს დატოვება იმაზე იქნება დამოკიდებული სეზონის ბოლოს რა შედეგს დადებს.თუმცა მისი შედეგი ბოლომდე მისი ბრალი არ იქნება.მოურინიომ ნახევარ სეზონში იმდენი წააგო რამდენსაც მანჩესტერი მთელი სეზონის მანძილზე არ აგებდა ხოლმე.ამიტომ მთლად შედეგის გამო ოლეს გუნდიდან გაშვებაც არასამართლიანი იქნება ჩემი აზრით.ამ მომენტში რასაც ვუყურებთ არის კარგი ფეხბურთი, გახსნილი და ლამაზი სანახაობა დიდი ხანია მანჩესტერის შესრულებით არ მინახავს.გუნდის ყველა ლიდერი და წამყვანი მოთამაშე ნელნელა უმატებს და თებერვლისთვის მართლა უკეთესი ძალა ვიქნებით ვიდრე აქამდე ვიყავით.არ ვიცი პსჟ–ს რამდენად გავცდებით (იმედი ნამდვილად მაქვს) მაგრამ თუ ვერ გავცდით ამაში პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ.ხუთი წელია ეგ გუნდი ერთერთ საუკეთესო შემადგენლობას აყალიბებს და მათი შეტევა უბრალოდ უნაკლოა (ჩვენი დაცვა კი სუსტი რგოლია). შესაბამიასდ,ოლეს ვერაფერს მოვთხოვთ ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში.აი პრემიერ ლიგაში ოთხეულში თუ შევიდა კარგი იქნება,მაგრამ ძალიან დიდი სხვაობაა ჩვენსა და ჩელსის შორის.არც არსენალი აპირებს ყურების ჩამოყრას.ამიტომ მძიმე ბრძოლა იქნება.არც მაგან უნდა გადაწყვიტოს ოლეს ბედი ოთხეულში თუ ვერ შევა.რადგან სეზონის სტარტი ისეთი გამოაცხო მოურინიომ რომ კარგი ფინიში უბრალოდ წარმოუდგენელია. მე ვაფასებ გუნდის თამაშს რომელიც ფერგის მერე ასეთი კარგი არ ყოფილა. მე ვაფასებ მწვრთნელის განცხადებებს რომლებიც გუნდს ძირს არ უთხრიან და მხოლოდ მოტივაციას მატებს ყველას. იუნაიტედის პატივისცემას ახსენებს ხალხს. გარდა ამისა,შესაფერისი ტრანსფერებია გასაკეთებელი აუცილებლად.თუ რამის ამბიცია გვაქვს.
2
№7
ავტორი: men1me
3 იანვარი 2019 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
არც მე მინდა რომ წახვიდე....
0
№8
ავტორი: giorgi_mg
3 იანვარი 2019 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მე მგონია რომ პოჩეტინოს ელოდებიან და თუ რაიმე შეთანხმება აქვთ ერთმანეთში, ამან სულ რომ ლიგა დადოს მაინც იმას მოიყვანენ, იმედია რამე წინასწარი ხელშეკრულება არ აქვთ პოჩეტინოსთან.
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
3 იანვარი 2019 17:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სეზონის ბოლოს გამოჩნდება ყველაფერი
0
№10
ავტორი: nika1983
3 იანვარი 2019 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
სოლშერს იუ ნაიტედი მართლა გულით უყვარს და ყველაფერს გააკეთე ბს გუნდისთვის , იმათგან განსხ ვავ ებით , მა ნ ჩესტერს,ისე, როგორც ფული ტომარას უყურებე ნ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top