თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2019, 11:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2221,
კომენტარები: 14
ოლე გუნარი: "არ მსურს "იუნაიტედის" დატოვება მაისში"
ნორვეგიელს მთავარი როლი გუნდის გრძელვადიან გეგმებში სურს.
ოლე გუნარი:
ჟოზე მოურინიოს დათხოვნამ და გუნდში ახალი თავკაცის დანიშვნამ უცილობელია, რომ "მანჩესტერ იუნაიტდზე" კარგი გავლენა იქონია. გუნდი ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში ახერხებს წარმატების მიღწევას და სოლსკიაერის შეგირდები ოთხეულს ნაბიჯ ნაბიჯ უახლოვდებიან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სოლსკიაერი გუნდს 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არ სურს მაისში კლუბის დატოვება, ოლეს მიზანი კლუბის გრძელვადიან გეგმებში მთავარი როლის შესრულებაა.

"არ მსურს მაისში კლუბიდან წასვლა. გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთის თამაში აირჩია, აქ იდეალური ატმოსფეროა. გავაგრძელებ ჩემს საქმეს იქამდე სანამ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. წინ დიდი გამოწვევებია". - ციტირებს The Telegraph - ოლე გუნარის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი გამარჯვებით სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში შევიდა. კერძოდ, ოლე გახდა რიგით მეორე მწვრთნელი რომელმაც სადებიუტო სეზონში პრემიერ ლიგის ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო ზედიზედ.


წყარო: euro-football
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: kobinio
3 იანვარი 2019 18:45
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ამაზე კარგი ვერავინ ვეღარ მოვა.ამ ფეხბურთელებით რაც შეუძია მაქსიმუმს გააკეთებს და რაც მაურინიომ გაანიავა ამას არ მოეთხოვება იმედია.მთავარია ოთხეულში დაგვაბრუნოს,გუშინ ჩელსიმაც კაი სულპრიზი გაგვიკეთა და იმედია არსენალიც არ დაგვწყვიტავს გულს სამომავლოდ.კულიბალი დაგვამატებინა ეხლა დაცვაში და ვინმე კაი ვინგერი კაი გუნდი დადგებოდა სამომავლოდ.
0
№12
ავტორი: gela-manchesteri 20
3 იანვარი 2019 20:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
თუ მართლა ფიკრობენ გუნდზე და მარტო ფული არ აინტერესებთ უნდა დატოვონ
0
№13
ავტორი: Mtiulo
3 იანვარი 2019 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
ჩემი აზრით დარჩება.ოთხეულის გუნდები ნელ ნელა კარგავენ ქულებს.
მთავარია მოგებათა სერია არ შევწყვიტოთ.ტოტენჰემს თუ მოვუგებთ მერე ნახე მუხტი.დიდი იმედი მაქ და მჯერა რო ოხეულში შევალთ.ბევრი თამაშია დარჩენილი და ასე თუ გააგრძელეს მაგარი იქნება.
ჭაობიდან ამოდის გუნდი.
0
№14
ავტორი: Malboro463
4 იანვარი 2019 10:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მაისამდე დიდი დროა ვნახოთ რას იზამს მარა მე მაინც უფრო აგრესიული მწვრთვნელი მირჩევნია. 5 კაცს ეკითხება რჩევას ბოლომდე დარწმუნებული არა. ვალენსიას კაპიტნობა ვერ ჩამოართვა მოერიდა არადა მანაც იცის რომ არ იმსახურებს ძირითადში ვერ მოხვდება და მაგიტო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top