თბილისი:
მანჩესტერი:
1-01-2019, 23:02
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2403,
კომენტარები: 14
"ნიუკასლი" - რას წარმოადგენს ჩვენი მეტოქე ?
გამოცდილი რაფა ბენიტესი და "სენტ-ჯეიმზ პარკის" ბინადრები.
2 იანვარს, "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის პირველ მატჩს 2019 წლის ეგიდით "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავს. როგორც ოლე გუნარ სოლსკიაერმა აღნიშნა მისი მიზანი ახლა უკვე კარის სუფთად შენახვაა, ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მიზანი რაფა ბენიტესისთვისა იგივეა, ვინაიდან ეცდება მინიმუმ ქულის მოპოვებას.

საყვარელი ფორმაცია : 4-4-1-1 / 5-4-1 / 4-5-1.
მთავარი მწვრთნელი : რაფა ბენიტესი.

გამორჩეული ფიგურა :

"ნიუკასლი" - რას წარმოადგენს ჩვენი მეტოქე ?


რაფა ბენიტესი პრინციპების კვალდაკვალ

"ნიუკასლმა" ყველაზე ცუდი სტარტი აიღო მიმდინარე ჩემპიონატში, მათ თამაშების არამცთუ მოგება, არამედ გოლის გატანაც კი უჭირდათ, თუმცა ძალიან გამოცდილმა სპეციალისტმა მოახერხა და გუნდი გადააწყო.

მან სასტარტო შემადგენლობაშიც მოახდინა საკმაოდ დიდი ცვლილებები, ასევე ფორმაციაშიც, ვინაიდან "ნიუკასლისთვის' 5-4-1 ფორმაცია ახალი ხილი გახლდათ, წინა წელს რაფა ბენიტესის შეგირდები მატჩების უდიდესი ნაწილი 4-4-1-1 და 4-2-3-1 სათამაშო ფორმაციით ჩაატარეს. გარდა ამისა საკმაოდ დიდი განსხვავებაა სათამაშო სტილს შორს, ძველი "ნიუკასლიდან" ცოტა შემორჩა, დღეს სულ სხვანაიარ ფეხბურთს აჩვენებენ "სენტ-ჯეიმზ პარკის" ბინადრები.

რაფა ბენიტესს ძალიან უყვარს მჭიდრო და მაღალი პრესინგის თამაში, ასევე მისი დავალება ყოველთვის მოიცავს კაცი-კაცზე თამაშს და სივრცეების მაქსიმალურად მოკვლასს, გუნდი საკმაოდ სიღრმიდან თამაშობს და შეტევებში ფლანგურ კომბინაციებს ანიჭებს უპირატესობას და რა თქმა უნდა აქვე უნდა აღინიშნოს სალომონ რონდონის ძალიან კარგ ფორმაში ყოფნა, შეიძლება იმის თქმაც რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა მეორე სართულზე ბრძოლაში, ნამდვილი ინგლისური ტიპის ფორვარდია. თუ გადავავლებთ ბოლო მატჩებს თვალს "ნიუკასლის" ფეხბურთელები ცდილობდნენ ფლანგიდან ცენტრისკენ შემოწავას და შემდგომ ისევ ფლანგზე გაშლას შეტევის, ვინაიდან სივცრეების განთავსუფლებით ესარგებლად, რაფა ბენიტისეს ასევე კარგად გამოსდის კონტრშეტევებზე თამაშიც, მის გუნდს ეს ძალიან ხშირად გაუკეთებია, როდესაც მეტოქის საჯარიმოში სულ რაღაც 2-3 ფეხბუთელი ყოფილა და მათ მოუხერხებიათ შეტევის გოლით დაგვირგვიენება. უნდა აღინიშნოს ასევე "ნიუკასლის" ნახევარდაცვა, საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, რომელთან ზუსტი გრძელი პასები ახასიათებთ, სათამაშო სტილიც სწორედ ასეთია, ბურთი საჯარიმოდან ძალიან ხშირად ამოდის გრძელი პასით და შემდგომ მოგებული პირველი ბურთის ფონზე გრძელდება შეტევის ხასიათი.

ერთი დიდი მინუსი რაც წლევანდელ "ნიუკასლს" დასჩემდა ეს არის ბურთის ნაკლები დომინირება, ამ კომპონენტში გუნდი ძალიან მოიკოჭლებს, სულ ცდილობენ მეტოქეზე ააწყონ თამაში და მათი შეცდომებით ისარგებლონ.

ბოლო პერიოდში რაფა ბენიტესი ცდილობს რაღაც ახლებურის მოფიქრებას, მანდ გაბედა და სცადა "ლივერპულის" წინააღდეგ 5-3-2 ფორმაციის თამაში, სადაც უკვე მოედანზე არა სალომონ რონდონი, არამედ იაპონელი ლეგიონერი მუტო მოგვევლინა და სტილიც ე.წ სწრაფ, მოკლე პასებიან ფეხბურთზე იყო გათვლილი. ასევე საშინაო მატჩი "ფულემთან" ცრუ 5-4-1 ფორმაცია, თუმცა მარცხენა ფლანგი რიჩის, ხოლო მარჯვენა მანკულოს ებარა. ბოლო მატჩი "უოტფორდთან" სადაც 1-1 ითამაშეს, რაფამ ძველ სისტემას მიმართა და რაც ყველაზე კარგად გამოსდის 4-4-1-1 ფორმაციით ათამაშა გუნდს. რას შესთავაზებს ის უკვე ძალიან მაგარ ფორმაში მყოფ "იუნატეიდს" ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, ის მაქსიმალურად ეცდება სიღრმიდან და კონტრშეტევებზე ითამაშოს, ასევე დარწმუნებული ვარ მის გეგბა ბ-ს და სალომონ რონდონს ვიხილავთ მოედანზე, საკმაოდ ძალისმიერ ფეხბურთთან ერთად.


შეძლებს "იუნაიტედი" კარის მშრალად შენახვას?

1) შეძლებს
2) ვერ შეძლებს

სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
1 იანვარი 2019 23:18
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
არ იქნება ნამდვილად მარტივი მეტოქე ნიუკასლი.მთელი ძალებით საკუთარ თავს დაიცავენ, კონტრშეტევაზე ითამაშებენ,ამიტომ მათი ბარიერების გადალახვა საკმაოდ რთული იქნება.პირველ რიგში ინდივიდუალურად უნდა ცადონ ბიჭებმა ერთი-ორი ფეხბურთელის მოტყუება რომ სივრვცეები გაჩნდეს,ასევე საჭიროა უბურთო ფეხბურთელების ბევრი მოძრაობაც.ვფიქრობ მოვიგებთ ამ თამაშს,ყველანაირად უნდა შეეცადონ პირველივე წუთებზე საკმაოდ მძლავრად შეუტიონ სანამ აზრზე მოვლენ და ლაგდებიან.მაქვს ჩვენი ბიჭების იმედი და ვფიქრობ სამ ქულას ავიღებთ.ისე საკმაოდ ბევრი იწერება მარკო როისზე,ზალცბურგის მწვრთნელზე და მაგას ხომ არ ნიშნავენ მწვრთნელად?
0
№2
ავტორი: Ole__boss
1 იანვარი 2019 23:18
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ჩემი აზრით რაფა ბენიტესი ეცდება დაახლოებით ცრუ 5-4-1 ითამაშოს, რომელიც 3-5-1-1 მოიჩავს და ფლანგიდან იქნება ძირითადი პლაცტარმი, ჩვენის მხირდან აუცილებლად უნდა ვეთამაშოთ ძალიან მჭიდროდ და არ მივცეთ სისწრაფებზე უპირატესობა. ფლანგის მცველებზე ძალიან ბევრი რამ იქებბა დამოკიდებული, ასევე მე ვისურვებდი მეორე სართულზე გავანეიტრალოთ რონდონი თუ ათამაშა და თუ არა ესეიგი გაგვიმართლა და ეგაა, სულ სხვა სტილს ითამაშებს რაზეც მთლიანად მოვუკლავთ სურვილს თამაშის, ამაში 1000% ვარდ დარწმუნებული!

ქამანაა ოლეე!
0
№3
ავტორი: Malboro463
1 იანვარი 2019 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რაფა რომ ამაზე დიდი მწვრთვნელია და უფრო მეტი ფანტაზია აქ ეს ყველამ ვიცით. სულშერი რა ტაწტიკით გაიყვანს გუნდს ის უფრო გამოსაცნობია ვიდრე რაფა.
0
№4
ავტორი: Ole__boss
1 იანვარი 2019 23:50
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: Malboro463
რაფა რომ ამაზე დიდი მწვრთვნელია და უფრო მეტი ფანტაზია აქ ეს ყველამ ვიცით. სულშერი რა ტაწტიკით გაიყვანს გუნდს ის უფრო გამოსაცნობია ვიდრე რაფა.


კი ბატონო, მარა რაფაც უკვე ამოცნობილი მწვრთნელია ;) კი შეუძლია ფურორის მოხდენაც მარა სულ ჰკიდია ტიპს რა დამიჯერე, არ გავარდება გუნდი და სხვა არაფერს არ სთხოვენ, მითუმეტეს რომ უჩათლახესი მმართველობა ჰყავს ნიუკასლს , ყველაზე ჩათლახიც კი
0
№5
ავტორი: PaLoMo
2 იანვარი 2019 01:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
0:2 mgonia es tamashi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: stepno
2 იანვარი 2019 08:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დიდ ანგარიშს არ ველოდები მაგრამ კარი მაშრალად უნდა შევინახოთ და მოვიგოთ თუნდაც 0:1 კაი იქნებაა
0
№7
ავტორი: ikeoni
2 იანვარი 2019 09:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
0:3 mgonia❤️ DZaan tavisuflad tan
0
№8
ავტორი: რეალისტი
2 იანვარი 2019 10:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
მოგვიანებით გილოცავთ ყველას ახალ წელს! ღვთის მადლი არ მოკლებოდეს თითოეულ ჩვენ ოჯახს, ასევე წარმატებებს გისურვებთ თქვენი ოცნებების ახდენაში!

პს.პერეირა და ფრედი სასტარტოში, ალექსაც მაინტერესებს შემოიყვანოს 2 ტაიმში მაინც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№9
ავტორი: mogeba
2 იანვარი 2019 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
iset 3 tamahsi chactaret ar mgonia niukasltan ar unda gagvijirdes metic handikaps vfiqrob rac ar unda iyos sheteva yivektvis moaq shedegi tu niukasli mxolod igbalis inedad iqelneba benitese cheni mosazreba aranaeri magali donis soecialisti ara
0
№10
ავტორი: Ole__boss
2 იანვარი 2019 12:24
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: რეალისტი
მოგვიანებით გილოცავთ ყველას ახალ წელს! ღვთის მადლი არ მოკლებოდეს თითოეულ ჩვენ ოჯახს, ასევე წარმატებებს გისურვებთ თქვენი ოცნებების ახდენაში!

პს.პერეირა და ფრედი სასტარტოში, ალექსაც მაინტერესებს შემოიყვანოს 2 ტაიმში მაინც


რა პერეირა ტიპი ძაან არასტაბილურია რეები აკეთა ბორნმუთთან რა საზიზღარი პასები, რავი თან 15 წუთი მისცა შანსი.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top