თბილისი:
მანჩესტერი:
1-01-2019, 23:02
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2678,
კომენტარები: 14
"ნიუკასლი" - რას წარმოადგენს ჩვენი მეტოქე ?
გამოცდილი რაფა ბენიტესი და "სენტ-ჯეიმზ პარკის" ბინადრები.
2 იანვარს, "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის პირველ მატჩს 2019 წლის ეგიდით "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავს. როგორც ოლე გუნარ სოლსკიაერმა აღნიშნა მისი მიზანი ახლა უკვე კარის სუფთად შენახვაა, ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მიზანი რაფა ბენიტესისთვისა იგივეა, ვინაიდან ეცდება მინიმუმ ქულის მოპოვებას.

საყვარელი ფორმაცია : 4-4-1-1 / 5-4-1 / 4-5-1.
მთავარი მწვრთნელი : რაფა ბენიტესი.

გამორჩეული ფიგურა :

"ნიუკასლი" - რას წარმოადგენს ჩვენი მეტოქე ?


რაფა ბენიტესი პრინციპების კვალდაკვალ

"ნიუკასლმა" ყველაზე ცუდი სტარტი აიღო მიმდინარე ჩემპიონატში, მათ თამაშების არამცთუ მოგება, არამედ გოლის გატანაც კი უჭირდათ, თუმცა ძალიან გამოცდილმა სპეციალისტმა მოახერხა და გუნდი გადააწყო.

მან სასტარტო შემადგენლობაშიც მოახდინა საკმაოდ დიდი ცვლილებები, ასევე ფორმაციაშიც, ვინაიდან "ნიუკასლისთვის' 5-4-1 ფორმაცია ახალი ხილი გახლდათ, წინა წელს რაფა ბენიტესის შეგირდები მატჩების უდიდესი ნაწილი 4-4-1-1 და 4-2-3-1 სათამაშო ფორმაციით ჩაატარეს. გარდა ამისა საკმაოდ დიდი განსხვავებაა სათამაშო სტილს შორს, ძველი "ნიუკასლიდან" ცოტა შემორჩა, დღეს სულ სხვანაიარ ფეხბურთს აჩვენებენ "სენტ-ჯეიმზ პარკის" ბინადრები.

რაფა ბენიტესს ძალიან უყვარს მჭიდრო და მაღალი პრესინგის თამაში, ასევე მისი დავალება ყოველთვის მოიცავს კაცი-კაცზე თამაშს და სივრცეების მაქსიმალურად მოკვლასს, გუნდი საკმაოდ სიღრმიდან თამაშობს და შეტევებში ფლანგურ კომბინაციებს ანიჭებს უპირატესობას და რა თქმა უნდა აქვე უნდა აღინიშნოს სალომონ რონდონის ძალიან კარგ ფორმაში ყოფნა, შეიძლება იმის თქმაც რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა მეორე სართულზე ბრძოლაში, ნამდვილი ინგლისური ტიპის ფორვარდია. თუ გადავავლებთ ბოლო მატჩებს თვალს "ნიუკასლის" ფეხბურთელები ცდილობდნენ ფლანგიდან ცენტრისკენ შემოწავას და შემდგომ ისევ ფლანგზე გაშლას შეტევის, ვინაიდან სივცრეების განთავსუფლებით ესარგებლად, რაფა ბენიტისეს ასევე კარგად გამოსდის კონტრშეტევებზე თამაშიც, მის გუნდს ეს ძალიან ხშირად გაუკეთებია, როდესაც მეტოქის საჯარიმოში სულ რაღაც 2-3 ფეხბუთელი ყოფილა და მათ მოუხერხებიათ შეტევის გოლით დაგვირგვიენება. უნდა აღინიშნოს ასევე "ნიუკასლის" ნახევარდაცვა, საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, რომელთან ზუსტი გრძელი პასები ახასიათებთ, სათამაშო სტილიც სწორედ ასეთია, ბურთი საჯარიმოდან ძალიან ხშირად ამოდის გრძელი პასით და შემდგომ მოგებული პირველი ბურთის ფონზე გრძელდება შეტევის ხასიათი.

ერთი დიდი მინუსი რაც წლევანდელ "ნიუკასლს" დასჩემდა ეს არის ბურთის ნაკლები დომინირება, ამ კომპონენტში გუნდი ძალიან მოიკოჭლებს, სულ ცდილობენ მეტოქეზე ააწყონ თამაში და მათი შეცდომებით ისარგებლონ.

ბოლო პერიოდში რაფა ბენიტესი ცდილობს რაღაც ახლებურის მოფიქრებას, მანდ გაბედა და სცადა "ლივერპულის" წინააღდეგ 5-3-2 ფორმაციის თამაში, სადაც უკვე მოედანზე არა სალომონ რონდონი, არამედ იაპონელი ლეგიონერი მუტო მოგვევლინა და სტილიც ე.წ სწრაფ, მოკლე პასებიან ფეხბურთზე იყო გათვლილი. ასევე საშინაო მატჩი "ფულემთან" ცრუ 5-4-1 ფორმაცია, თუმცა მარცხენა ფლანგი რიჩის, ხოლო მარჯვენა მანკულოს ებარა. ბოლო მატჩი "უოტფორდთან" სადაც 1-1 ითამაშეს, რაფამ ძველ სისტემას მიმართა და რაც ყველაზე კარგად გამოსდის 4-4-1-1 ფორმაციით ათამაშა გუნდს. რას შესთავაზებს ის უკვე ძალიან მაგარ ფორმაში მყოფ "იუნატეიდს" ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, ის მაქსიმალურად ეცდება სიღრმიდან და კონტრშეტევებზე ითამაშოს, ასევე დარწმუნებული ვარ მის გეგბა ბ-ს და სალომონ რონდონს ვიხილავთ მოედანზე, საკმაოდ ძალისმიერ ფეხბურთთან ერთად.


შეძლებს "იუნაიტედი" კარის მშრალად შენახვას?

1) შეძლებს
2) ვერ შეძლებს

სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: რეალისტი
2 იანვარი 2019 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ციტატა: Ole__boss
ციტატა: რეალისტი
მოგვიანებით გილოცავთ ყველას ახალ წელს! ღვთის მადლი არ მოკლებოდეს თითოეულ ჩვენ ოჯახს, ასევე წარმატებებს გისურვებთ თქვენი ოცნებების ახდენაში!

პს.პერეირა და ფრედი სასტარტოში, ალექსაც მაინტერესებს შემოიყვანოს 2 ტაიმში მაინც


რა პერეირა ტიპი ძაან არასტაბილურია რეები აკეთა ბორნმუთთან რა საზიზღარი პასები, რავი თან 15 წუთი მისცა შანსი.

კი გასაგებია არც მე მომეწონა მარა 15 წუთი რა ჩემი ფეხებია ფეხბურთელი ვარ და ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები 15 წუთი მოედანზე ზღვაში წვეთია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№12
ავტორი: Ole__boss
2 იანვარი 2019 15:55
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: რეალისტი
ციტატა: Ole__boss
ციტატა: რეალისტი
მოგვიანებით გილოცავთ ყველას ახალ წელს! ღვთის მადლი არ მოკლებოდეს თითოეულ ჩვენ ოჯახს, ასევე წარმატებებს გისურვებთ თქვენი ოცნებების ახდენაში!

პს.პერეირა და ფრედი სასტარტოში, ალექსაც მაინტერესებს შემოიყვანოს 2 ტაიმში მაინც


რა პერეირა ტიპი ძაან არასტაბილურია რეები აკეთა ბორნმუთთან რა საზიზღარი პასები, რავი თან 15 წუთი მისცა შანსი.

კი გასაგებია არც მე მომეწონა მარა 15 წუთი რა ჩემი ფეხებია ფეხბურთელი ვარ და ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები 15 წუთი მოედანზე ზღვაში წვეთია.


ზღვაში წვეთია მეგობარო, მაგრამ ისეთ მზეობა პასს რო გააკეთებ რაც მაგან ქან რავი, გინდაც კარდიფთან ოლემ შესძახა პასიო, რო მომინდომა ფინტაობა, ოლეემ პასიო დაუყვირა და დაიკარგა ბურთი, მერე დააპრესინგეს და კაკრაზ შეაგდეს კიდევაც გოლი.... არ ასრულებს დავალებებს კარგად... ფრედს კი ამჯობინა და რავი, განაცხადში ეგ შეიყვანა... ფრედი უფრო კარგი დასამუშავებელია ვიდრე პერეირა ჩემი აზრით, ფრედი სწრაფად აზროვენბს და მაგარი დარტყმა აქვს, ასევე გრძელი პასებით, პერეირამ რაც იცოდა ისიც კი დაავიწყდა... წლები სჭირდება მაგას
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2019 01:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ბენიტესის ნიუკასლი ძაან მძიმე გუნდია
0
№14
ავტორი: kalidou koulibaly
4 იანვარი 2019 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
0:2 mgonia es tamashi
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top