ფრანგი თავს უბრალოდ კომფორტულად გრძნობს.
გუშინდელი საღამო თამამად შეიძლება ითქვას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელისთვის, პოლ პოგბასთვის ერთ მშვენიერ წვეულებად იქცა, სადაც ფრანგმა უბრალოდ გაიბრწყინა. მეტიც, შემტევი ნახევარმცველი, ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელში უკვე სამი თამაშია ბრწყინავს, გულშემატკივარი მისგან კი მინიმუმ ასეთ წარმატებულ სვლას ელოდება.
25 წლის ფეხბურთელმა, "ბორნმუთს 2 გოლი გაუტანა, თითოეული გოლის აღნიშვნა კი შესანიშნავი იყო. პოზიტიური სახე, პოზიტიური მოძრაობები და ცეკვა. რამოდენიმე კვირის უკან კი პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდი პოგბას გაშვებას არენდის წესით გეგმავდა. ახლა კი ის ერთ ერთია, რომელიც გუნდის მთავარი ფიგურა გახდა.

სოლსკიაერის თაოსნობით პოგბამ სამი მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლის გატანა შეძლო. მოურინიოს ხელში ჩატარებულ 14 თამაშში კი პოლმა 3 გოლი შეაგდო, განსხვავება რადიკალურია.

საერთოდაც კი გოლი + საგოლე გადაცემის სისტემით ფრანგმა "იუნაიტედის" 6 გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა. (2 საგოლე გადაცემა). პოგბამ პირად რეკორდზე ზრუნვაც დაიწყო, კერძოდ მას არასდროს არ გაუტანია ერთ ჩემპიონატში 7 გოლი, ახლა კი მის აქტივში სწორედ ეს რიცხვი ფიგურირებს.


პოლი ძალიან ბედნიერია - მან ასევე კარიერაში პირველად ზედიზედ ორ მატჩში შეძლო დუბლის შესრულება.
ეს მნიშვნელოვანი ფაქტია "იუნაიტედისთვისაც". 2012 წლის დეკემბრის შემდეგ, "წითელი ეშმაკების" არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონდა ზედიზედ ორ მატჩში ორი გოლი გატანილი.

ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო, შეიძლებოდა უფრო ფანტასტიკური ყოფილიყო ეს შედეგი - გამომდინარე იქიდან, რომ პოლის დარტყმული მეკარესთან ერთად შტანგამ მოიგერია. ფრანგმა იცოდა, რომ წინ კარგი საღამო ელოდა. პოგბამ მატჩამდე როგორც დარტყმებში ისე გოლის აღნიშვნებზეც ივარჯიშა. დასტური კი ამ ფოტოზეა.

ჩაფიქრებული ახდა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი "ბორნმუთი" გაანადგურა და ოთხეულისკენ წარმატებულ სვლას განაგრძობს სოლსკიაერის თაოსნობით.

წყარო:
sports