თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2018, 11:02
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2207,
კომენტარები: 14
ასეთი ბედნიერი პოგბა არასდროს არ გინახავთ
ფრანგი თავს უბრალოდ კომფორტულად გრძნობს.
ასეთი ბედნიერი პოგბა არასდროს არ გინახავთ
გუშინდელი საღამო თამამად შეიძლება ითქვას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელისთვის, პოლ პოგბასთვის ერთ მშვენიერ წვეულებად იქცა, სადაც ფრანგმა უბრალოდ გაიბრწყინა. მეტიც, შემტევი ნახევარმცველი, ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელში უკვე სამი თამაშია ბრწყინავს, გულშემატკივარი მისგან კი მინიმუმ ასეთ წარმატებულ სვლას ელოდება.

25 წლის ფეხბურთელმა, "ბორნმუთს 2 გოლი გაუტანა, თითოეული გოლის აღნიშვნა კი შესანიშნავი იყო. პოზიტიური სახე, პოზიტიური მოძრაობები და ცეკვა. რამოდენიმე კვირის უკან კი პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდი პოგბას გაშვებას არენდის წესით გეგმავდა. ახლა კი ის ერთ ერთია, რომელიც გუნდის მთავარი ფიგურა გახდა.
ასეთი ბედნიერი პოგბა არასდროს არ გინახავთ
სოლსკიაერის თაოსნობით პოგბამ სამი მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლის გატანა შეძლო. მოურინიოს ხელში ჩატარებულ 14 თამაშში კი პოლმა 3 გოლი შეაგდო, განსხვავება რადიკალურია.
ასეთი ბედნიერი პოგბა არასდროს არ გინახავთ
საერთოდაც კი გოლი + საგოლე გადაცემის სისტემით ფრანგმა "იუნაიტედის" 6 გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა. (2 საგოლე გადაცემა). პოგბამ პირად რეკორდზე ზრუნვაც დაიწყო, კერძოდ მას არასდროს არ გაუტანია ერთ ჩემპიონატში 7 გოლი, ახლა კი მის აქტივში სწორედ ეს რიცხვი ფიგურირებს.
ასეთი ბედნიერი პოგბა არასდროს არ გინახავთ

ასეთი ბედნიერი პოგბა არასდროს არ გინახავთ
პოლი ძალიან ბედნიერია - მან ასევე კარიერაში პირველად ზედიზედ ორ მატჩში შეძლო დუბლის შესრულება.
ეს მნიშვნელოვანი ფაქტია "იუნაიტედისთვისაც". 2012 წლის დეკემბრის შემდეგ, "წითელი ეშმაკების" არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონდა ზედიზედ ორ მატჩში ორი გოლი გატანილი.
ასეთი ბედნიერი პოგბა არასდროს არ გინახავთ
ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო, შეიძლებოდა უფრო ფანტასტიკური ყოფილიყო ეს შედეგი - გამომდინარე იქიდან, რომ პოლის დარტყმული მეკარესთან ერთად შტანგამ მოიგერია. ფრანგმა იცოდა, რომ წინ კარგი საღამო ელოდა. პოგბამ მატჩამდე როგორც დარტყმებში ისე გოლის აღნიშვნებზეც ივარჯიშა. დასტური კი ამ ფოტოზეა.
ასეთი ბედნიერი პოგბა არასდროს არ გინახავთ
ჩაფიქრებული ახდა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი "ბორნმუთი" გაანადგურა და ოთხეულისკენ წარმატებულ სვლას განაგრძობს სოლსკიაერის თაოსნობით.
ასეთი ბედნიერი პოგბა არასდროს არ გინახავთ



წყარო: sports
სიახლეები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Lalana
31 დეკემბერი 2018 13:06
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ვფიქრობ მარტივი გადასალახი არც ნიუკასლი იქნება,მანდაც საინტერესოა რას დაუპირისპირებს ბენიტესს სოლსკაიერი.ჩემი აზრით,პირველ რიგში გუნდმა ფზიკურ კონდიციებზე უნდა ივარჯიშს,რადგან ეს გუნდი ერთ-ერთი იმათგან იყო რომელიც ძალიან ცოტას გადაადგილდებოდა მოედანზე,ახლა კი უცბად ასეთ დატვირთვაზე გადასვლა არამგონია მარტივი იყოს,ამიტომაც უმეტეს ნაწილს თუ მაგას დაუთმობენ კარგი ინქებოდა.უკვე ორი სისტემა გამოიცადა,4-2-3-1 და 4-3-3,ორივეგან ფეხბურთელები კარგად გამოიყურებოდნენ,პოგბას მეტმა თავისუფლებამ მოიტანა ეს შედეგიც,მაგრამ თუ დავაკვირდებოდით,საკმაოდ ბევრ ეპიზოდში უკანაც საკმაოდ კარგად ეხმარებდა ბიჭებს და ეს არც უთაკილია,უბრალოდ მისი გადაადგილების არეალი საერთოდ არ არის შეზღუდული,ამიტომაც ბევრად თავისუფლად გრძნობს თავს.კი ვიძახით ძლიერი გუნდი,ძლიერი გუნდიო მაგრამ მე ისიც კარგად მახსოვს ასეთი დონის გუნდებს რამდენ მომენტს ვაქმნევინებდით,ახლა კი ათი კაცით მოვკალით მათი იმედები და შანსიც კი არ მივეცით გაბრძოლებისთვის,ეს კი უკვე ძაან დიდი სხვაობაა,თანაც ოლე დიდი ხანი არარის რაც გუნდში მოვიდა,ამიტომაც უფრო და უფრო ველოდები მეტ საინტერესო დეტალს თამაში.
0
№12
ავტორი: krekera
31 დეკემბერი 2018 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ბოლომდე მჯეროდა პოგბინიოსი.. ტოპ კლასია 1-2 ასეთი დონის გვინდა და უკვე პრეტენზიებიც გაჩნდება სერიოზული...
0
№13
ავტორი: რეალისტი
2 იანვარი 2019 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ოლემ გუნდს სიცოცხლე შემატა, ყველა გამოცოცხლდასავით და ეს ძალიან მიხარია ასევე დაეტყო გუნდსაც, გადავიდა გუნდი შემტევ ფეხბურთზე და კი ანგრევს ყველაფერს. გარდა ამისა მოუსთან უფრო დაძაბულები ჩანდნენ, ხოლო ოლე ლაღი ადამიანი ჩანს წყნარი, და მის გამო გუნდში არეულობა არ შეიქმნება დარწმუნებული ვარ. ყოჩაღ ხელმძღვანელობას რომ ეს კაცი დანიშნა მწვრთნელად რომელმაც მანჩესტერი 5 იანზე იცის და არა ზიდანი,პოჩეტინო,ალეგრი და სხვები. სხვა რავ თქვა დაველოდოთ მოვლენებს რა როგორ განვითარდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№14
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2019 01:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოგბა როცა ფორმაშია ძაან ცოტაა მასზე უკეთესი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top