თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2018, 03:26
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2446,
კომენტარები: 11
"საპასუხო გოლი ყველაზე სასიამოვნოა"
სოლსკიაერი მატჩის შემდეგ.
ოლე გუნარმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ნორვეგიელი ძალიან ნასიამოვნები დარჩა დღევანდელი წარმოდგენით. ფეხბურთელებმა მისი ქება ინდივიდუალურად დამსახურეს. მათ შორის იყო ვიქტორ ლინდელოფი, პოლ პოგბა და მარკუს რეშფორდი.

ჩვენ თამაში კარგად დავგეგმეთ და გავაკონტროლეთ
"პირველ ტაიმში მოედანზე გავედით, მაღალი ტემპით ვუტევდით, ბევრ ენერგიას ვხარჯავდით და თითოეული ბურთისთვის ვიბრძოდით. თუმცა ყველაზე მეტად ნასიამოვნები მაინც მეორე ტაიმითა და "ბორნმუთის" კარში გატანილი საპასუხო გოლით დავრჩი. მეორე ნახევარი უბრალოდ შესანიშნავი იყო. ბევრად უკეთ ვითამაშეთ ვიდრე "ჰადერსფილდთან".

რეშფორდი დაუჯერებელი იყო
"ვფიქრობ, რომ ჩემი მოსვლის დღიდან მარკუსი საერთოდ სხვა კლასს გვაჩვენებს. სამ თამაშში უკვე ორი გოლი გაიტანა. ის დაუჯერებლად ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. ის შეტევებს თავის თავზე იღებს, ყველა ბურთისთვის იბრძვის, მთელს მოედანზე დარბის. პოლ პოგბას პირველ გოლში მან საოცარი უნარები გამოავლინა. როდესაც ბურთს ფლობს ყველას ცდება და მიზანს მაინც აღწევს. დღეს ბრწყინვალედ ჩამოიტოვა ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე მცველი. მას ყველა უნარი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს."

ბაიის წითელი ბარათი
"ერიკმა თავადაც იცის, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და უბრალოდ უნდა დარჩენილიყო იქ სადაც იყო. თუმცა ხანდახან, როცა აღელვებული ხარ, ხანდახან, როცა ბურთის მოგება მთელი ძალით გსურს, უბრალოდ კონტროლს ვეღარ ახერხებ და შეცდომებს უშვებ. ერიკმა თავადაც აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა."

აღფრთოვანებული ვარ ლუკაკუთი
"ის ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელია და ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ იყოს მაღალი დონის ფორვარდი. თუმცა აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ მის ფიზიკურ მომზადებაზე, რადგან რამდენიმე დღის გამოტოვება მოუწია. თუმცა მაინც აღფრთოვანებული ვარ მისით, რადგან ამ პირობებშიც კი ძალიან კარგად ითამაშა."

ლინდელოფმა ადაპტირება მოახერხა
"ის კულტურული, ევროპელი ცენტრალური მცველია. ის იღებს ბურთს, აკეთებს ძალიან კარგ პასებს, იცის როდის ააჩქაროს და როდის შეანელოს თამაში. ინგლისში თამაში სრულიად განსხვავებულია და მიხარია, რომ მან ადაპტაცია მოახერხა. ჩემს ხელში ბრწყინვალე სამი მატჩი ჩაატარა."

მშრალად შენახული კარები გვჭირდება
"ყოველთვის გაუმჯობესებისთვის ვიბრძვით. ამ ლიგაში ერთი წუთითაც არ გეძლევა მოდუნების საშუალება, უბრალოდ დაუშვებელია. უნდა ვაღიარო, რომ "ბორნმუთმა" საოცარი გოლი გაიტანა და ძალიან კარგად წარსდგა ჩვენ წინაშე. ჩვენც შესანიშნავად ვითამაშეთ, დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებმაც ისიამოვნეს მატჩით. თუმცა ჩვენ ახალი მიზანი გვაქვს - მშრალად გვსურს კარის შენარჩუნება. დე ხეას წინ მდგარმა ოთხეულმა წინ მდგომებს მაქსიმალური კომფორტი უნდა შეუქმნან. როდესაც ნახევარდაცვაში ან შეტევაში დგახარ და იცი შენ უკან მდგომები კარს მშრალად შეინახავენ უფრო მეტად იხსნები, უფრო თავისუფლდები და მეტი გოლიც გაგაქვს. ყველაფერი უფრო მარტივი ხდება. შემდეგი მატჩი "ნიუკასლთან" გვაქვს, რაც კიდევ უფრო განსხვავებული გამოწვევა იქნება."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Methadon
31 დეკემბერი 2018 04:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
რეშფორდმა მართლა ძალიან კარგად ითამაშა. უკვე 5 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს გაკეთებული პრემიერ ლიგაში, პლიუს ამას ნახევარი სეზონი ჯერ კიდე წინაა. იმედია კიდევ უფრო მეტს გაიტანს და მიაღწევს იმ დონეს, რასაც უკვე დიდი ხანია ველოდებით.
1
№2
ავტორი: nika1983
31 დეკემბერი 2018 05:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ყველაზე მეტად მომეწონა ლუკაკუს გოლის მერე რაც მოხდა, რომ მთელი გუნდი შემოეხვია და ულოცავდა , გუნდი ერთიანია .
1
№3
ავტორი: giorgisamnidze99
31 დეკემბერი 2018 07:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: nika1983
ყველაზე მეტად მომეწონა ლუკაკუს გოლის მერე რაც მოხდა, რომ მთელი გუნდი შემოეხვია და ულოცავდა , გუნდი ერთიანია .

გუნდიც ერთიანია და ოლეეე ბევრ დროს ხარჯავს ფეხბურთელებთან და დამგელებულები არიან გუნდებთან ბაბუს კლასი მახსენდება დიდ ანგარიშებზე და მოხოდილი სირბილი ვინ იქნებოდა ბავარია მილანი რეალი თუ ბარსელონა პოხვი ქონდა და დაუშვით კაცებივით ითამაშეთ იომეთ დაამხეთ წყეული ლივერპული სისხლამდე იბრძოლეთ ტანში უნდა ბურძღლავდეს ყველას ემიუსსს დანახვაზე ფსიქოლოგიურ წნეხის ქვეში უნდა ჩავარდეს ყველა ჩვენთან დამტაკებელი წინნნ გმუუუუუუუუუ წინნნ ოლეეეეე წინ ნამდვილო ქომაგებო ჩვენი საყვარელი გუნდის გვერჩი ამოსადგომელადდდ აბა პოხვი სტადიონზე ერთს გაგიტანებენ დასაჯე 7 გაუტანე ფერგი
0
№4
ავტორი: nika_nikusha
31 დეკემბერი 2018 09:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
პროსტა იღადავეთ გუნდს რამხელა რესურსი აქვს რო დაახიოს ბურთი თავზე ამ საშვალო დონის გუნდებს და თურმე სად ვიყავით, 1-0 ზე მოუ ჩაკეტავდა თამაშს და კაროჩე გვაყურებინებდა სვარკას, კიდე კაი გაა ჯ ვააა მაგის .....
1
№5
ავტორი: ALEXFERGUSON
31 დეკემბერი 2018 09:37
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: nika_nikusha
პროსტა იღადავეთ გუნდს რამხელა რესურსი აქვს რო დაახიოს ბურთი თავზე ამ საშვალო დონის გუნდებს და თურმე სად ვიყავით, 1-0 ზე მოუ ჩაკეტავდა თამაშს და კაროჩე გვაყურებინებდა სვარკას, კიდე კაი გაა ჯ ვააა მაგის .....

იმ ერთ გოლსაც ან გავიტანდით და ან ვერა. გუნდს აშკარად არ ქონდ არანაირი ტაქტიკური მონახაზი,სქემა რავიცი ჩააწოდე ბურთი ლუკაკუზე ან ფელაინზე,მე 3 წელი ამას ვუყურებდი. ერთადერთი რაც მახსოვს მოურინიოს ტაქტიკა აი ჩელსის რო 2-0 მოვუგეთ და კარშო რო ვერ დაგვირტყეს. ბარნლისაც კი როცა ოლს ვუტანდით,მთელი გუნდით თავს ვიცავდით და ბარნლი იმდენ მომენტს ქმინდა რო რავიცი. თან გუნდი აშკარად სწორად თამაშობ,ყველა ფეხბურთელი თავის პოზიციაზეა და რაც მთავარია ხედავთ რომ კომბინირებულ ფეხბურთს თამაშობს გუნდი. აბა შეხედეთ პოგბას,ეს და მოურინიოს პოგბა ერთია? მოკლედ ველოდები ტოტენჰემს მოუთმენლად და მერე ნეიმარს და ბამპეს დამწუხრებულებს :)
1
№6
ავტორი: giorgi_mg
31 დეკემბერი 2018 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ვიძახოდი შემტევ გუნდში ლინდელოფი უკონკურენტიათქო და აგერ შედეგიც...
0
№7
ავტორი: Smoke - N
31 დეკემბერი 2018 10:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
ციტატა: ALEXFERGUSON
ციტატა: nika_nikusha
პროსტა იღადავეთ გუნდს რამხელა რესურსი აქვს რო დაახიოს ბურთი თავზე ამ საშვალო დონის გუნდებს და თურმე სად ვიყავით, 1-0 ზე მოუ ჩაკეტავდა თამაშს და კაროჩე გვაყურებინებდა სვარკას, კიდე კაი გაა ჯ ვააა მაგის .....

იმ ერთ გოლსაც ან გავიტანდით და ან ვერა. გუნდს აშკარად არ ქონდ არანაირი ტაქტიკური მონახაზი,სქემა რავიცი ჩააწოდე ბურთი ლუკაკუზე ან ფელაინზე,მე 3 წელი ამას ვუყურებდი. ერთადერთი რაც მახსოვს მოურინიოს ტაქტიკა აი ჩელსის რო 2-0 მოვუგეთ და კარშო რო ვერ დაგვირტყეს. ბარნლისაც კი როცა ოლს ვუტანდით,მთელი გუნდით თავს ვიცავდით და ბარნლი იმდენ მომენტს ქმინდა რო რავიცი. თან გუნდი აშკარად სწორად თამაშობ,ყველა ფეხბურთელი თავის პოზიციაზეა და რაც მთავარია ხედავთ რომ კომბინირებულ ფეხბურთს თამაშობს გუნდი. აბა შეხედეთ პოგბას,ეს და მოურინიოს პოგბა ერთია? მოკლედ ველოდები ტოტენჰემს მოუთმენლად და მერე ნეიმარს და ბამპეს დამწუხრებულებს :)

Aucileblad davamcuxrebt amat da marto amat ar yliverpulis unda gadaulaglagot da mjera ro mase moxdeba kidec klopi atirdeba da mihyveba salahic eseni da misi fanebi manaxa atirebulebi da siamovnebit 100clis sicocxle momemateba wink wink
0
№8
ავტორი: mishiko1
31 დეკემბერი 2018 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ერთი გამოცდილი მცველი ნამდვილად გვჭირდება, უფრო ძლიერ გუნდებთან გაგვიჭირდება კარის მშრალად შენახვა, რაც შეეხება თამაშებს იმედის მომცემია ეს ყველაფერი მაგრამ სიმართლე ვთქვათ მეტოქეებიც არ ყოფილან ძლიერნი, ჩვენი შესაძლებლობები ტოტენჰემთან გამოჩნდება და იმედია რევანშს ავიღებთ.
0
№9
ავტორი: ALEXFERGUSON
31 დეკემბერი 2018 10:31
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: Smoke - N
ციტატა: ALEXFERGUSON
ციტატა: nika_nikusha
პროსტა იღადავეთ გუნდს რამხელა რესურსი აქვს რო დაახიოს ბურთი თავზე ამ საშვალო დონის გუნდებს და თურმე სად ვიყავით, 1-0 ზე მოუ ჩაკეტავდა თამაშს და კაროჩე გვაყურებინებდა სვარკას, კიდე კაი გაა ჯ ვააა მაგის .....

იმ ერთ გოლსაც ან გავიტანდით და ან ვერა. გუნდს აშკარად არ ქონდ არანაირი ტაქტიკური მონახაზი,სქემა რავიცი ჩააწოდე ბურთი ლუკაკუზე ან ფელაინზე,მე 3 წელი ამას ვუყურებდი. ერთადერთი რაც მახსოვს მოურინიოს ტაქტიკა აი ჩელსის რო 2-0 მოვუგეთ და კარშო რო ვერ დაგვირტყეს. ბარნლისაც კი როცა ოლს ვუტანდით,მთელი გუნდით თავს ვიცავდით და ბარნლი იმდენ მომენტს ქმინდა რო რავიცი. თან გუნდი აშკარად სწორად თამაშობ,ყველა ფეხბურთელი თავის პოზიციაზეა და რაც მთავარია ხედავთ რომ კომბინირებულ ფეხბურთს თამაშობს გუნდი. აბა შეხედეთ პოგბას,ეს და მოურინიოს პოგბა ერთია? მოკლედ ველოდები ტოტენჰემს მოუთმენლად და მერე ნეიმარს და ბამპეს დამწუხრებულებს :)

Aucileblad davamcuxrebt amat da marto amat ar yliverpulis unda gadaulaglagot da mjera ro mase moxdeba kidec klopi atirdeba da mihyveba salahic eseni da misi fanebi manaxa atirebulebi da siamovnebit 100clis sicocxle momemateba wink wink

მგონი ის დრო ბრუნდება ოლტრაფორდზე უკვე წაგებულის მენტალიტეტით რო გამოდიოდნენ. ფერგი თაიმს შეცვლის,ოლე გუნარ თაიმი :) და საერთოდ ეს კაცი დაწერს ახალ ისტორიას. მომავალი 20 წლის განმავლობაში :)
0
№10
ავტორი: ikeoni
31 დეკემბერი 2018 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Itokshi Iseti piri uchans ro solskas xelshi yvela magrad moixodeba raa❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top