თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2018, 03:26
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2448,
კომენტარები: 11
"საპასუხო გოლი ყველაზე სასიამოვნოა"
სოლსკიაერი მატჩის შემდეგ.
ოლე გუნარმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ნორვეგიელი ძალიან ნასიამოვნები დარჩა დღევანდელი წარმოდგენით. ფეხბურთელებმა მისი ქება ინდივიდუალურად დამსახურეს. მათ შორის იყო ვიქტორ ლინდელოფი, პოლ პოგბა და მარკუს რეშფორდი.

ჩვენ თამაში კარგად დავგეგმეთ და გავაკონტროლეთ
"პირველ ტაიმში მოედანზე გავედით, მაღალი ტემპით ვუტევდით, ბევრ ენერგიას ვხარჯავდით და თითოეული ბურთისთვის ვიბრძოდით. თუმცა ყველაზე მეტად ნასიამოვნები მაინც მეორე ტაიმითა და "ბორნმუთის" კარში გატანილი საპასუხო გოლით დავრჩი. მეორე ნახევარი უბრალოდ შესანიშნავი იყო. ბევრად უკეთ ვითამაშეთ ვიდრე "ჰადერსფილდთან".

რეშფორდი დაუჯერებელი იყო
"ვფიქრობ, რომ ჩემი მოსვლის დღიდან მარკუსი საერთოდ სხვა კლასს გვაჩვენებს. სამ თამაშში უკვე ორი გოლი გაიტანა. ის დაუჯერებლად ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. ის შეტევებს თავის თავზე იღებს, ყველა ბურთისთვის იბრძვის, მთელს მოედანზე დარბის. პოლ პოგბას პირველ გოლში მან საოცარი უნარები გამოავლინა. როდესაც ბურთს ფლობს ყველას ცდება და მიზანს მაინც აღწევს. დღეს ბრწყინვალედ ჩამოიტოვა ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე მცველი. მას ყველა უნარი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს."

ბაიის წითელი ბარათი
"ერიკმა თავადაც იცის, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და უბრალოდ უნდა დარჩენილიყო იქ სადაც იყო. თუმცა ხანდახან, როცა აღელვებული ხარ, ხანდახან, როცა ბურთის მოგება მთელი ძალით გსურს, უბრალოდ კონტროლს ვეღარ ახერხებ და შეცდომებს უშვებ. ერიკმა თავადაც აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა."

აღფრთოვანებული ვარ ლუკაკუთი
"ის ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელია და ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ იყოს მაღალი დონის ფორვარდი. თუმცა აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ მის ფიზიკურ მომზადებაზე, რადგან რამდენიმე დღის გამოტოვება მოუწია. თუმცა მაინც აღფრთოვანებული ვარ მისით, რადგან ამ პირობებშიც კი ძალიან კარგად ითამაშა."

ლინდელოფმა ადაპტირება მოახერხა
"ის კულტურული, ევროპელი ცენტრალური მცველია. ის იღებს ბურთს, აკეთებს ძალიან კარგ პასებს, იცის როდის ააჩქაროს და როდის შეანელოს თამაში. ინგლისში თამაში სრულიად განსხვავებულია და მიხარია, რომ მან ადაპტაცია მოახერხა. ჩემს ხელში ბრწყინვალე სამი მატჩი ჩაატარა."

მშრალად შენახული კარები გვჭირდება
"ყოველთვის გაუმჯობესებისთვის ვიბრძვით. ამ ლიგაში ერთი წუთითაც არ გეძლევა მოდუნების საშუალება, უბრალოდ დაუშვებელია. უნდა ვაღიარო, რომ "ბორნმუთმა" საოცარი გოლი გაიტანა და ძალიან კარგად წარსდგა ჩვენ წინაშე. ჩვენც შესანიშნავად ვითამაშეთ, დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებმაც ისიამოვნეს მატჩით. თუმცა ჩვენ ახალი მიზანი გვაქვს - მშრალად გვსურს კარის შენარჩუნება. დე ხეას წინ მდგარმა ოთხეულმა წინ მდგომებს მაქსიმალური კომფორტი უნდა შეუქმნან. როდესაც ნახევარდაცვაში ან შეტევაში დგახარ და იცი შენ უკან მდგომები კარს მშრალად შეინახავენ უფრო მეტად იხსნები, უფრო თავისუფლდები და მეტი გოლიც გაგაქვს. ყველაფერი უფრო მარტივი ხდება. შემდეგი მატჩი "ნიუკასლთან" გვაქვს, რაც კიდევ უფრო განსხვავებული გამოწვევა იქნება."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2019 01:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
განსხვავებული პრესკონფერენციაა ;)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top