თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2018, 22:00
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2370,
კომენტარები: 11
"ბორნმუთი" - რას წარმოადგენს მეტოქე ?
ედი ჰაუ ბრიტანული ფეხბურთის კვალდაკვალ.
30 დეკემბერს "მანჩესტერ იუნაიტედი" საშინაო მატჩს გამართავს "ბორნმუთთან", გთავაზობთ მეტოქე გუნდის ტაქტიკურ ანალიზს.


მთავარი მწვრთნელი : ედი ჰაუ.
სათამაშო ფორმაცია : 4-4-1-1, 3-4-2-1 , 4-3-3.
გარმორჩეული ფიგურა : კალუმ ვილსონი.

"ბორნმუთი" უკვე საკმაოდ რთული მეტოქე გახდა თითქმის ყველა გუნდისათვის, რასაც ისტორია ასაბუთებს. ძალიან ბევრი დიდი ექვსეულის გუნდი გაუმწარებიათ ედი ჰაუს შეგირდებს, ისინი გამოირჩევიან ე.წ ბრიტანული სათამაშო სტილით, რასაც ედი ჰაუს უნდა მივაწერდეთ, ვინაიდან ეს გუნდი თუ რამეს წარმოადგენს დღეს, მხოლოდ ამ ფიგურის დამსახურებაა.

როგორც პრემიერ ლიგის დაბალი რანგის გუნდებს ახასიათებთ, "ბორნმუთიც" უნდა მივაწეროთ ე.წ სახლის გუნდებს, ვინაიდან "ალუბლები" მშობლიურ მოედანზე იბრძვიან ბოლო წუთებამდე და არაერთი ქამბექი თუ სხვა დრამატული მატჩები ახსოვთ იქ მჯდომ პუბლიკას. გუნდმა ძალიან დიდი პროგრესი განიცადა იმ პირველი წლიდან, როდესაც გაიგეს ნამდვილი პრემიერ ლიგის გემო, ასეთ სტარტზე თუ იოცნებებდნენ, ვინაიდან ეს პატარა გუნდი, რომლის რიგებიდანაც არცერთი ფეხბურთელი არ იყო საჯაროდ ცნობილი, გამოვიდა მოედანზე უბრალოდ ლაღი, ლამაზი შემტევი ხასიათის ფეხბურთი აჩვენა, რამაც ძალიან მაგარი შედეგიც გამოიღო. სწორედ იმ მატჩებიდან ამოტივტივდა კალუმ ვილსონი, რომელიც საწყის ტურებშივე ბომბარდირთა დავის უდავო ლიდერი გახლდათ. კლუბი დარჩა პრემიერ ლიგაში და იმის შემდგომ ძალიან ბევრი საინტერესო მატჩიც შემოგვთავაზა.

ედი ჰაუ - ტაქტიკური ანალიზი

ედი ჰაუ, შონ დაიჩი, ნეილ ვორნოკი ეს ის სამი მწვრთნელია, რომელიც ძალიან დიდი პატივსცემს იმ ბრიტანულ სათამაშო სტილს, რასაც სისხლით თამაში, ბრძოლა ბოლო წუთებამდე, ძალისმიერი ფეხბურთი, ჩაწოდებები, კარგად გათამაშებული თითოეული სტანდარტი და ა.შ. ედი ჰაუმ ამ ყველაფერს სისწრაფეებიც დაურთო თან და ააშენა ე.წ ტაქტიკური მანქანა, რასაც "ბორნმუთი" ქვია, მან იმ ახალგაზრდა ბიჭებით დადო ის შედეგი, რასაც საერთოდ არავინ ელოდა.

ედი ჰაუს საყვარელ ტაქტიკად 4-4-1-1 უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან ეს ფორმაცია მას საშუალებას აძლევს მოედნის ყველა რგოლზე ჰქონდეს გარკვეული ხასიათი კონტროლი, მისი გუნდი ყოველთვის თამაშობს ძალიან მაღალ პრესინგს, ასევე კონტრშეტევებზე უსწრაფესად ადიან, ვინაიდან ფრეიზერი, რომელიც ედი ჰაუს აღმოჩენაა, აძლევს გუნდს მისი სისწრაფეებიც ხარჯზე წამოიწყოს სახიფათო კონტრშეტევა, რომელსაც წინ ალბათ ძალიან მაღალი დონის შემსრულებელი კალუმ ვილსონი ელოდება, ასევე ფლანგის მცველები საკმაოდ გამოცდილები და სწრაფები არიან, ცენტრში ახალგზარდა ფეხბურთელებს მისცა შანსი ედი ჰაუმ და ნამდვილად გაამართლა. მისი ტაქტიკა მოიცავს ითამაშე სწრაფად, სწორად გააზრებულად, იყავი იქ სადაც საჭიროა. ძალიან მაგარი ტაქტიკოსია, შეტევითი ხასიათის დროს, ვინაიდან ყოველთვის გააზრებულ კომბინაციებს გვთავაზობს მისი გუნდი, როგორიც არის სტანდარტული ფლანგური შეტევები, ე.წ სამკუთხედები, გარდა ამისა "ბორნმუთის" ჯოკერი სტანდარტებია, ყოველთვის გააზრებული, დამუშავებული სტანდარტები სადაც ბურთზე თითქმის ყველა იბრძვის, ასევე აუტები, რომელსაც არცთუ ისე ხშირად, მაგრამ აწვდიან საჯარიმოში. ყველაზე დიდი დარტყმა რაც შეუძლია "ბორნმუთს" რომ მიაყენოს გუნდს ეს დარჩენილი სივრცის ათვისებაა, ვინაიდან ედი ჰაუს შეგირდები ძალიან სწრაფად და ინტელექტუალურად იყენებენ ამ ყველაფერს, გუნდის ფილოსოფიაა, მიიღე-მიეცი, ყოველთვის მარტივ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას და ეს ყველაფერი ჯამში, საკმაოდ შეკრულ ე.წ მწვრთნელის გუნდს გვისახავს, რომლის თითოეული ფეხბურთელი დგას იქ სადაც ედი ჰაუ უხაზავს, რომლის თითოეული ფეხბურთელი თამაშობს ისე რაც ედი ჰაუს სურს, ძალიან ბევრი ფაქტია, იმის თუ როგორ უხაზავდა ფურცელზე კონკრეტულ პოზიციას მოთამაშეს და მიმდინარე მატჩში ატანდა შეცვლაზე შემოსულ მოთამაშეს, ასევე შეამჩნევდით მის ხელთ პატარა ბლოკნოტს, სადაც უბრალოდ იხაზება ის, რასაც "ბორნმუთი" მოედანზე ასრულებს.

მსგავსება

ოლე გუნარ სოლსკიაერს ასევე უყვარს 4-4-1-1 სათამაშო ფორმაცია, ეს ყველაფერი მან გატესტა "კარდიფთან" მატჩში ბოლო 15 წუთი, თუმცა იგივე "ჰანდერსფილდთან" არ გვინახავს, ალბათ არსებობს რაღაც დეტალები, რაზეც მუშაობს იგი, თუმცა დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის ამ ყველაფერს აუცილებლად გამოიყენებს, გარდა ამისა პრესინგის მანერით ძალიან წააგავს ეს ორი მწვრთნელი ერთამენთს, ასევე სივრცეების ათვისებით, უბურთ ფეხბურთელების მოძრაობას ედი ჰაუ განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას აძლებს, ასევე ოლე გუნარ სოლსკიაერიც. მაყურებლს კი საკმაოდ დიდი ტემპი ელის, აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ "ბორნმუთი" მდევრის როლში ყოველთვის უტევს და ძალიან დიდი სივრცეებს ტოვებს დაცვის უკანა ხაზში, თუმცა როდესაც გუნდი მეორე ნომრად თამაშობს მაქსიმალურად ცდილობენ გოლი არ გაუშვან, აქედან გამომდინარე უნდა ველოდოთ ფლანგურ ფეხბურთს, ვინაიდან დაცვის ხაზის გაწელვა იქნება ერთ-ერთი დავალება, რომელსაც ოლე მისცემს თავის შეგირდებს.
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: რეალისტი
29 დეკემბერი 2018 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
კაი თამაში წავა ჩემი აზრით თავიდანვე უნდა შევუტიოთ და შევუგდოთ, ლინგარდი რეშფორდი, მარსიალი შეტევაში!
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№2
ავტორი: Ole__boss
29 დეკემბერი 2018 22:05
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ეს ანალიზი არის უბრალოდ ჩემი ხედვა, მივიღებ ნებისმიერ არგუმენტირებულ კრიტიკას <3
1
№3
ავტორი: ikeoni
29 დეკემბერი 2018 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Araa cudi gundi magram ...Saxe unda gavazrot
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
29 დეკემბერი 2018 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
აუცილებლათ უნდა გამოვიყენოთ შანსი რომელიც არსენალმა მისი წაგებით მოგვცა მოგება კი სამ ქულამდე მიგვიყვანს არსენალთან ... წყალივით გვინდა თითოეული თამაშიდან ქულები დარჩენილ 19 თამასში მინიმუმ 13-14 თამაში მოვიგოთ უნდა რო ოთხეულში შევიდეთ .. აბა წარმატებები ოლე
0
№5
ავტორი: LASHQARA
30 დეკემბერი 2018 00:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ბორნმუთი, კარდიფთან და ჰადერსფილდთან შედარებით ბევრად გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს და ეს არაერთ გრანდთანაც ბევრჯერ დაუმტკიცებია, უბრალოდ მანჩესტერი სახლში თან რაც არსენალმა ქულები დაკარგა გაორმაგებულად მოტივირებული იქნება, მჯერა რომ დამაჯერებლად მოვიგებთlove am
0
№6
ავტორი: kobinio
30 დეკემბერი 2018 01:24
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Ole__boss
ეს ანალიზი არის უბრალოდ ჩემი ხედვა, მივიღებ ნებისმიერ არგუმენტირებულ კრიტიკას <3

დიდი ფული პატრონი რომ ვიყო სტო ტიშის დაგირიცხავდი მარტო ამ სტატიისვის.კაი ანალიზია.სანამ დიდი ფულს ვიშოვნი მადლობა შენ ძმაო

არსენალს კი რაც შეეხება...
მაგათი უთავმოყვარეო მფლობელის დედაც!!! ვენგერს უშვებ და ემერი მოგყავს
ემერი რომელმაც 4-0 გაანიავა და 6-1 წააგო ის მოგყავს გუნდში?! ჯერ მე მაგის უთავმოყვარეო დედავატირე რო სულ არ წავიდა ფეხბურთიდან და მერე ვინც ეგ არსენალში მოიყვანა.მარა კაია იმედია დიდხანს იქნება არსენალში და მერე სიტოს ჩაუდგება სათავეში . არსენელი ისე თამაშობდა დღეს როგორც მე პლეიატეიშენს კომპიუტერთან როცა ბოლო დონე მაქ ჩართული ))
0
№7
ავტორი: bziki
30 დეკემბერი 2018 08:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ასენალი ისედაც ვერ შევა ოთხეულში:D
უფრო წინ უნდა გავიხედოთ და ჩელსზე და ტოტეზე გავიწიოთ.
ჩელსს ლიგაც არ აქ სათამაშო და უფრო რეალური ტოტეა.
იმ შემთხვევაში თუ ოლემ პოჩი ოთხეულიდან გააძევა -13 ქულიდან არ ვიცი რამდენად სამართლიანი იქნება ოლეს პოჩით ჩანაცვლება მარა თუ ეგ ამბავი გვვინდა და მე პირადათ მინდა პოჩიც დაინახავს აქ მოსვლის რეალურ საბაბს,ხელფასების ან სატრანსფერო ბიუჯეტის იქით არსებულ რეალურ საბაბს რო მანჩესტერი ამ რეალობაშიც უკეთესი გუნდია ვიდრე ტოტე.
აი პოჩი რატო მერჩივნება ოლეს იმ შემთხვევაშიც კი თუ ოთხეულიდან ტოტეს გააძევებს ეგ ცალკე განსახილველი თემაა.
ისე გ.ნევილი იძახდა მოიგე ლიგა ოლე და სამუდამოთ დარჩებიო:D ლიგა სხვა ამბავია:Dგ.ნევილსაც კი არ უთქვამს ოთხეულში შედი და დარჩებიო:D ისე ოლეს და გარის წლების მეგობრობა აკავშირებთ:D:D
0
№8
ავტორი: stepno
30 დეკემბერი 2018 08:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დღეს მოხდება ის რაც უნდა მოხდეს :)) ბრწყინვალე გამარჯვებას იზეიმბეს მანუ
0
№9
ავტორი: რეალისტი
30 დეკემბერი 2018 10:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ციტატა: Ole__boss
ეს ანალიზი არის უბრალოდ ჩემი ხედვა, მივიღებ ნებისმიერ არგუმენტირებულ კრიტიკას <3

კრიტიკა კიარა ბრატ ძაან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, გადავხედე შენს სტატიებს და ბევრი ესეთი სტატია გაქვს დაწერილი, შენნაირი ხალხი უფრო უნდა ფასდებოდეს. ჯერ ამხელა სტატიას იმდენი ნერვები უნდა, რავიცი მე ვერ გავუძლებ. ძაან დიდი ინფორმაცია მომაწოდე ამ მატჩის შესახებ. კაი კაციხარ წარმატებები!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№10
ავტორი: Ole__boss
30 დეკემბერი 2018 12:35
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: რეალისტი
ციტატა: Ole__boss
ეს ანალიზი არის უბრალოდ ჩემი ხედვა, მივიღებ ნებისმიერ არგუმენტირებულ კრიტიკას <3

კრიტიკა კიარა ბრატ ძაან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, გადავხედე შენს სტატიებს და ბევრი ესეთი სტატია გაქვს დაწერილი, შენნაირი ხალხი უფრო უნდა ფასდებოდეს. ჯერ ამხელა სტატიას იმდენი ნერვები უნდა, რავიცი მე ვერ გავუძლებ. ძაან დიდი ინფორმაცია მომაწოდე ამ მატჩის შესახებ. კაი კაციხარ წარმატებები!


მადლობები მეგობარო <3 love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top