თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2018, 22:00
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2369,
კომენტარები: 11
"ბორნმუთი" - რას წარმოადგენს მეტოქე ?
ედი ჰაუ ბრიტანული ფეხბურთის კვალდაკვალ.
30 დეკემბერს "მანჩესტერ იუნაიტედი" საშინაო მატჩს გამართავს "ბორნმუთთან", გთავაზობთ მეტოქე გუნდის ტაქტიკურ ანალიზს.


მთავარი მწვრთნელი : ედი ჰაუ.
სათამაშო ფორმაცია : 4-4-1-1, 3-4-2-1 , 4-3-3.
გარმორჩეული ფიგურა : კალუმ ვილსონი.

"ბორნმუთი" უკვე საკმაოდ რთული მეტოქე გახდა თითქმის ყველა გუნდისათვის, რასაც ისტორია ასაბუთებს. ძალიან ბევრი დიდი ექვსეულის გუნდი გაუმწარებიათ ედი ჰაუს შეგირდებს, ისინი გამოირჩევიან ე.წ ბრიტანული სათამაშო სტილით, რასაც ედი ჰაუს უნდა მივაწერდეთ, ვინაიდან ეს გუნდი თუ რამეს წარმოადგენს დღეს, მხოლოდ ამ ფიგურის დამსახურებაა.

როგორც პრემიერ ლიგის დაბალი რანგის გუნდებს ახასიათებთ, "ბორნმუთიც" უნდა მივაწეროთ ე.წ სახლის გუნდებს, ვინაიდან "ალუბლები" მშობლიურ მოედანზე იბრძვიან ბოლო წუთებამდე და არაერთი ქამბექი თუ სხვა დრამატული მატჩები ახსოვთ იქ მჯდომ პუბლიკას. გუნდმა ძალიან დიდი პროგრესი განიცადა იმ პირველი წლიდან, როდესაც გაიგეს ნამდვილი პრემიერ ლიგის გემო, ასეთ სტარტზე თუ იოცნებებდნენ, ვინაიდან ეს პატარა გუნდი, რომლის რიგებიდანაც არცერთი ფეხბურთელი არ იყო საჯაროდ ცნობილი, გამოვიდა მოედანზე უბრალოდ ლაღი, ლამაზი შემტევი ხასიათის ფეხბურთი აჩვენა, რამაც ძალიან მაგარი შედეგიც გამოიღო. სწორედ იმ მატჩებიდან ამოტივტივდა კალუმ ვილსონი, რომელიც საწყის ტურებშივე ბომბარდირთა დავის უდავო ლიდერი გახლდათ. კლუბი დარჩა პრემიერ ლიგაში და იმის შემდგომ ძალიან ბევრი საინტერესო მატჩიც შემოგვთავაზა.

ედი ჰაუ - ტაქტიკური ანალიზი

ედი ჰაუ, შონ დაიჩი, ნეილ ვორნოკი ეს ის სამი მწვრთნელია, რომელიც ძალიან დიდი პატივსცემს იმ ბრიტანულ სათამაშო სტილს, რასაც სისხლით თამაში, ბრძოლა ბოლო წუთებამდე, ძალისმიერი ფეხბურთი, ჩაწოდებები, კარგად გათამაშებული თითოეული სტანდარტი და ა.შ. ედი ჰაუმ ამ ყველაფერს სისწრაფეებიც დაურთო თან და ააშენა ე.წ ტაქტიკური მანქანა, რასაც "ბორნმუთი" ქვია, მან იმ ახალგაზრდა ბიჭებით დადო ის შედეგი, რასაც საერთოდ არავინ ელოდა.

ედი ჰაუს საყვარელ ტაქტიკად 4-4-1-1 უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან ეს ფორმაცია მას საშუალებას აძლევს მოედნის ყველა რგოლზე ჰქონდეს გარკვეული ხასიათი კონტროლი, მისი გუნდი ყოველთვის თამაშობს ძალიან მაღალ პრესინგს, ასევე კონტრშეტევებზე უსწრაფესად ადიან, ვინაიდან ფრეიზერი, რომელიც ედი ჰაუს აღმოჩენაა, აძლევს გუნდს მისი სისწრაფეებიც ხარჯზე წამოიწყოს სახიფათო კონტრშეტევა, რომელსაც წინ ალბათ ძალიან მაღალი დონის შემსრულებელი კალუმ ვილსონი ელოდება, ასევე ფლანგის მცველები საკმაოდ გამოცდილები და სწრაფები არიან, ცენტრში ახალგზარდა ფეხბურთელებს მისცა შანსი ედი ჰაუმ და ნამდვილად გაამართლა. მისი ტაქტიკა მოიცავს ითამაშე სწრაფად, სწორად გააზრებულად, იყავი იქ სადაც საჭიროა. ძალიან მაგარი ტაქტიკოსია, შეტევითი ხასიათის დროს, ვინაიდან ყოველთვის გააზრებულ კომბინაციებს გვთავაზობს მისი გუნდი, როგორიც არის სტანდარტული ფლანგური შეტევები, ე.წ სამკუთხედები, გარდა ამისა "ბორნმუთის" ჯოკერი სტანდარტებია, ყოველთვის გააზრებული, დამუშავებული სტანდარტები სადაც ბურთზე თითქმის ყველა იბრძვის, ასევე აუტები, რომელსაც არცთუ ისე ხშირად, მაგრამ აწვდიან საჯარიმოში. ყველაზე დიდი დარტყმა რაც შეუძლია "ბორნმუთს" რომ მიაყენოს გუნდს ეს დარჩენილი სივრცის ათვისებაა, ვინაიდან ედი ჰაუს შეგირდები ძალიან სწრაფად და ინტელექტუალურად იყენებენ ამ ყველაფერს, გუნდის ფილოსოფიაა, მიიღე-მიეცი, ყოველთვის მარტივ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას და ეს ყველაფერი ჯამში, საკმაოდ შეკრულ ე.წ მწვრთნელის გუნდს გვისახავს, რომლის თითოეული ფეხბურთელი დგას იქ სადაც ედი ჰაუ უხაზავს, რომლის თითოეული ფეხბურთელი თამაშობს ისე რაც ედი ჰაუს სურს, ძალიან ბევრი ფაქტია, იმის თუ როგორ უხაზავდა ფურცელზე კონკრეტულ პოზიციას მოთამაშეს და მიმდინარე მატჩში ატანდა შეცვლაზე შემოსულ მოთამაშეს, ასევე შეამჩნევდით მის ხელთ პატარა ბლოკნოტს, სადაც უბრალოდ იხაზება ის, რასაც "ბორნმუთი" მოედანზე ასრულებს.

მსგავსება

ოლე გუნარ სოლსკიაერს ასევე უყვარს 4-4-1-1 სათამაშო ფორმაცია, ეს ყველაფერი მან გატესტა "კარდიფთან" მატჩში ბოლო 15 წუთი, თუმცა იგივე "ჰანდერსფილდთან" არ გვინახავს, ალბათ არსებობს რაღაც დეტალები, რაზეც მუშაობს იგი, თუმცა დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის ამ ყველაფერს აუცილებლად გამოიყენებს, გარდა ამისა პრესინგის მანერით ძალიან წააგავს ეს ორი მწვრთნელი ერთამენთს, ასევე სივრცეების ათვისებით, უბურთ ფეხბურთელების მოძრაობას ედი ჰაუ განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას აძლებს, ასევე ოლე გუნარ სოლსკიაერიც. მაყურებლს კი საკმაოდ დიდი ტემპი ელის, აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ "ბორნმუთი" მდევრის როლში ყოველთვის უტევს და ძალიან დიდი სივრცეებს ტოვებს დაცვის უკანა ხაზში, თუმცა როდესაც გუნდი მეორე ნომრად თამაშობს მაქსიმალურად ცდილობენ გოლი არ გაუშვან, აქედან გამომდინარე უნდა ველოდოთ ფლანგურ ფეხბურთს, ვინაიდან დაცვის ხაზის გაწელვა იქნება ერთ-ერთი დავალება, რომელსაც ოლე მისცემს თავის შეგირდებს.
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
5 იანვარი 2019 00:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჰაუზე უკეთესი ინგლისელი პრემიერ ლიგაში არაა ალბათ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top