გუნდი სასტუმროში შეიკრიბა.
ანხელ გომესი "მანჩესტერ იუნაიტედის" განაცხადში იქნება ბოქსინგ დეიზე "ჰადერსფილდთან" გასამართი მატჩისთვის.
ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი სასტუმროში შობის დღეს 19-კაციანი განაცხადით შეიკრიბა. გომესი გუნდს კარდიფშიც ახლდა, მაგრამ ოლე გუნარის პირველი მატჩის საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა.
თუმცა, აკადემიის წევრი ახალი მწვრთნელის გეგმებში შედის და ის თავის შანსს მაინც მიიღებს.
გასულ კვირას კარდიფში გამგზავრებისას ასევე შენიშნეს ენტონი მარსიალი და ჯეიმს გარნერი, თუმცა ისინი გუნდს უკან სხვებთან ერთად არ ჩამოჰყოლიან.
მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფებმა ისინი ვერც სასტუმროში მისვლისას დაინახეს, ცნობილია, რომ მოგვიანებით თანაგუნდელებს შეურთდნენ და მათი ჯანმრთელობა საეჭვო არ არის.
მარკუს რეშფორდი ერთადერთი ნომინალური ფორვარდი იყო, რომელიც ფოტოგრაფების თვალსაწიერში მოხვდა, ვინაიდან მარსიალთან ერთად ასევე არ მისულან ალექსის სანჩესი და რომელუ ლუკაკუც.
გუნდის სრული წინასწარი განაცხადი:მეკარეები: დე ხეა, რომერო, გრანტი
მცველები: დალო, ლინდელოფი, ბაიი, შოუ, ჯონსი, იანგი
ნახევარმცველი: პერეირა, ლინგარდი, ფელაინი, გომესი, პოგბა, მატიჩი, ერერა, მატა, ფრედი
თავდამსხმელი: რეშფორდი
წყარო:
M.E.N.