თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2018, 09:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2438,
კომენტარები: 15
"იუნაიტედის" წინასწარი განაცხადი "ჰადერსფილდთან" მატჩისთვის
გუნდი სასტუმროში შეიკრიბა.
ანხელ გომესი "მანჩესტერ იუნაიტედის" განაცხადში იქნება ბოქსინგ დეიზე "ჰადერსფილდთან" გასამართი მატჩისთვის.

ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი სასტუმროში შობის დღეს 19-კაციანი განაცხადით შეიკრიბა. გომესი გუნდს კარდიფშიც ახლდა, მაგრამ ოლე გუნარის პირველი მატჩის საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა.

თუმცა, აკადემიის წევრი ახალი მწვრთნელის გეგმებში შედის და ის თავის შანსს მაინც მიიღებს.

გასულ კვირას კარდიფში გამგზავრებისას ასევე შენიშნეს ენტონი მარსიალი და ჯეიმს გარნერი, თუმცა ისინი გუნდს უკან სხვებთან ერთად არ ჩამოჰყოლიან.

მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფებმა ისინი ვერც სასტუმროში მისვლისას დაინახეს, ცნობილია, რომ მოგვიანებით თანაგუნდელებს შეურთდნენ და მათი ჯანმრთელობა საეჭვო არ არის.

მარკუს რეშფორდი ერთადერთი ნომინალური ფორვარდი იყო, რომელიც ფოტოგრაფების თვალსაწიერში მოხვდა, ვინაიდან მარსიალთან ერთად ასევე არ მისულან ალექსის სანჩესი და რომელუ ლუკაკუც.

გუნდის სრული წინასწარი განაცხადი:

მეკარეები: დე ხეა, რომერო, გრანტი

მცველები: დალო, ლინდელოფი, ბაიი, შოუ, ჯონსი, იანგი

ნახევარმცველი: პერეირა, ლინგარდი, ფელაინი, გომესი, პოგბა, მატიჩი, ერერა, მატა, ფრედი

თავდამსხმელი: რეშფორდი

წყარო: M.E.N.
"იუნაიტედის" წინასწარი განაცხადი "ჰადერსფილდთან" მატჩისთვის "იუნაიტედის" წინასწარი განაცხადი "ჰადერსფილდთან" მატჩისთვის "იუნაიტედის" წინასწარი განაცხადი "ჰადერსფილდთან" მატჩისთვის "იუნაიტედის" წინასწარი განაცხადი "ჰადერსფილდთან" მატჩისთვის "იუნაიტედის" წინასწარი განაცხადი "ჰადერსფილდთან" მატჩისთვის "იუნაიტედის" წინასწარი განაცხადი "ჰადერსფილდთან" მატჩისთვის
ახალი ამბები, სურათები
15 კომენტარი
№11
ავტორი: levionok
26 დეკემბერი 2018 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მოიცადეთ ბიჭებო აცადეთ,ყველა გვინდა რომ ათამაშონ მაგრამ ახლა ძირითადი საზრუნაბი რადიკალურად განსხვავებული ტაქტიკის მორგებაა გუნდისთვის და ეს ასე ორ დღეში ძალიან რთულია ითამაშებენე ყველა რაც თქვა კიდევაც ჯერ ქულებია საჭირო და იმ ტაქტიკის შესისლხორცება რაც კარდიფთან ვნახეთ!
0
№12
ავტორი: kobinio
26 დეკემბერი 2018 15:19
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: levionok
მოიცადეთ ბიჭებო აცადეთ,ყველა გვინდა რომ ათამაშონ მაგრამ ახლა ძირითადი საზრუნაბი რადიკალურად განსხვავებული ტაქტიკის მორგებაა გუნდისთვის და ეს ასე ორ დღეში ძალიან რთულია ითამაშებენე ყველა რაც თქვა კიდევაც ჯერ ქულებია საჭირო და იმ ტაქტიკის შესისლხორცება რაც კარდიფთან ვნახეთ!

Martali xar.chven ra sixaruli da shemarteba shegvmata solskiaerma da carmogidgenia gundshi ra shemarteba da sixaruli iqneba tan tu fergic daemata shtabs xo vapshe
0
№13
ავტორი: giorgi_mg
26 დეკემბერი 2018 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
3:0 ზე ბოლო 10 წუთი შეიძლება შემოიყვაბოს, თუმცა მე მგონია რომ ჯერ ადრეა ახალგაზრდების დაყენება სანამ თავის ფილოსოფიას არ დანერგავს საფუძლიანად
0
№14
ავტორი: lasha001
26 დეკემბერი 2018 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
amdeni tavdamsxmeli rad undoda?
0
№15
ავტორი: giorgi_mg
26 დეკემბერი 2018 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: lasha001
amdeni tavdamsxmeli rad undoda?

შუაზე უნდა გადახსნას ჰადერსფილდი, ალბათ მაგიტომ wink lol manutd
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top