თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2018, 21:15
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2503,
კომენტარები: 13
ითამაშე, იმოძრევე ლაღად - ოლე გუნარ სოლსკიაერი
"კარდიფი" - "მანჩესტერ იუნატედი" ტაქტიკური ანალიზი.
ითამაშე, იმოძრევე ლაღად - ოლე გუნარ სოლსკიაერი
ოლე გუნარ სოლსკიაერის დებიუტი "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის ამპლუაში კარდიფში შედგა. 2013 წლის შემდგომ, გუნდმა პირველად დააფიქსირა ასეთი მშვენიერი შედეგი, სადაც მან 5 გოლი გაიტანა და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა. ოლემ შეძლო და პირველივე მატჩში გაანთავისუფლა ფეხბურთელები წნეხისგან, შესთავაზა ლაღი, თავისუფალი და ამავდროულად ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი.

"კარდიფი" - ნეილ ვორნოკი / სათამაშო ფორმაცია: 4-1-4-1
"მანჩესტერ იუნაიტედი" - ოლე გუნარ სოლსკიაერი / სათამაშო ფორმაცია: 4-3-3 / 4-4-1-1

ითამაშე, იმოძრევე ლაღად - ოლე გუნარ სოლსკიაერი

ნეილ ვორნოკმა მხოლოდ ერთი შეცვლა განახორციელა სასტარტოში, ტრავმირებული ჯო ბენეტის ნაცვლად მოედანზე, გრეგ კანინგემი გამოჩნდა, რომელსაც სასტიკად არ გაუმართლა, ვინაიდან ერერას გოლში დიდი წვლილი სწორედ ამ ფეხბურთელს მიუძღვის, თავის მხრივ ოლე გუნარ სოლსკიარმა სასტარტოში პოლ პოგბა და ლუკ შოუ დააბრუნა.

მაღალი პრესინგი და სრული შეტევითი პოტენციალი

მოურინიოს 2.5 წლიანი წუნი პრესინგის დროს და შეტევის შიში, ოლემ შეძლო და პირველი თამაშზე დაძლია. ჟოზეს დროს ფლანგის მცველები არასოდეს რისკავდნენ შეტევითი ტიპის სივრცეების ათვისებას, თითქსოსდა რაღაცის შიში (ალბათ უფრო სწრაფი კონტრშეტევის) ჰქონდათ. მოურინიო ასეთ სიტუაციებში საკმაოდ პრინციპული იყო, ვინაიდან მთელი გუნდით "იუნაიტედს" არასოდეს შეუტევია მის დროს.

ითამაშე, იმოძრევე ლაღად - ოლე გუნარ სოლსკიაერი


ეს ფოტო გახლავთ, "ვალენსიასთან" გამართული მატჩი, ხედავთ ალბათ როხოს რამხელა სივრცე აქვს შეტევითი პონტენციალის, თუმცა იგი უკან დგომას ამჯობინებს, ასევე ანტონი ვალენსიაც.

ითამაშე, იმოძრევე ლაღად - ოლე გუნარ სოლსკიაერი

ეს ფოტო კი "კარდიფთან" მატჩში ალბათ უკვე გამოკვეთს სოლსკიაერის იდეოლოგიას, დააკვირდით რამდენი მოთამაშეა მეტოქის საჯარიმოში, ასევე ლუკ შოუს და ეშლი იანგის გადაადგილებას.

ითამაშე, იმოძრევე ლაღად - ოლე გუნარ სოლსკიაერი

ეს ფოტო კი მკაფიოდ ასახავს მატიჩის როლს მოედანზე, შეტევის დროს მატიჩი ე.წ მესამე ცენტრალური მცველის პოზიციაზე გვევლინება, ამას გარდა პოლ პოგბაც იხევს უკან, რითაც ვინგერებს ცენტრში შემოწევის საშუალებას აძლევს, ხოლო ეშლი იანგს და ლუკ შოუს შეტევის უფრო დიდ პლაცტარმს, ეს ყველაფერი ძალიან მარტივად და ამავდროულად ეფექტურად გამოიყურება.

მოძრაობა, მოძრაობა და კიდევ მოძრაობა

"იუნაიტედმა" სავსებით სხვა სახე დაგვანახა "კარდიფთან" მატჩში, ეს ყველაფერი მკაფიოდ ჩანდა ფეხბურთელების გადაადგილებაში, თუ როგორ ინტელექტუალურად და მახვილგონივრულად ეძებდნენ თავისუფალ სივრცეებს. ფლანგის ვინგერები შემოდიოდნენ შიგნით ბურთის დასაუფლებლად და მარტივ ე.წ სამკუთხედებს სულ რაღაც ერთი შეხებით თამაშობდნენ, რაც უფრო დიდი სივრცეს და შანსს აძლევდათ ფლანგის მცველებს ემოძრავათ შეტევისკენ, გარდა ამისა ყველამ იცოდა თავის როლი მოედანზე, რა მომენტში როგორ ან ვისი მიმართულებით უნდა გაეკეთებინათ პასი. ამ ყველაფერს კი ვერავინ ხედავდა მოურინიოს დროს, ვინაიდან ფეხბურთელები იდგნენ ე.წ მოხაზულ ზონაში, საიდანაც გასვლის უფლებას თავად ჟოზე არ აძლევდათ.

ითამაშე, იმოძრევე ლაღად - ოლე გუნარ სოლსკიაერი

ამ ფოტოში მარსიალი უკან იწევს და იყოლებს მეტოქე მცველს, რითაც პოგბას საკმაოდ დიდ სივრცეს უტოვებს.

ითამაშე, იმოძრევე ლაღად - ოლე გუნარ სოლსკიაერი

ასევე ლუკ შოუს პოზიციას დააკვირდით, რომელზეც ადის მცველი, გარდა ამისა მარსიალი რჩება და იტოვებს მის უკან მდგომ მეტოქეს, რაც პოგბას კიდევ უფრო დიდ სივრცეს უტოვებს.

ითამაშე, იმოძრევე ლაღად - ოლე გუნარ სოლსკიაერი

ამ ფოტოში კიდევ ერთი ფაქტია ერთგვარი ტაქტიკური ხრიკის, ლინგარდი იწევს ცენტრში, რომელსაც საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი ასედვს და ეშლი იანგს კოლოსალური სივრცე რჩება სწრაფი შეტევისთვის.

საკვანძო ფიგურა ამ მატჩში სწორედ ჯესი ლინგარდი გახლდათ, რომელიც თითქმის ყველგან იყო, სადაც თავისუფალი სივრცე ჩნდებოდა სწორედ იქ იყო ჯესიც. მისი გადაადგილების გრაფიკიც მეტყველებს ამაზე. თუმცა როგორც პოზიცია, მას მარჯვენა ფლანგი ებარა.

ითამაშე, იმოძრევე ლაღად - ოლე გუნარ სოლსკიაერი

ჯესისგან განსხვავებით სულ სხვა დავალებით იყო მარსიალი გამოსული მოედანზე, მას არ უნდა გადაელახა მოედნის ცენტრი, მხოლოდ მარცხენა ფლანგი ებარა და აუცილებლად უნდა წასული გამწვავებაზე. მას თან ახლდა ლუკ შოუ, რომელიც აზღვევდა და იქვე მომენტალურად ართმევდნენ ბურთს მეტოქეს, ვინაიდან ფლანგური შეტევის დროს ბურთის დაკარგვა, ყოველთვის სახიფათო კონტრშეტევის საფუძველია, მითუმეტეს თუ მეტოქე გუნდში არის პატერსონი, რომელიც მეორე სართულის მეფედ არის წოდებული და თუ რა დამართეს ამ მეფეს ფილ ჯონსმა და ვიქტორ ლინდელოფმა ეგ სულ სხვა საკითხია.

იხილეთ მარსიალის გადაადგილების გრაფიკი.
ითამაშე, იმოძრევე ლაღად - ოლე გუნარ სოლსკიაერი


თამაში აწყობილი იყო სწორედ ჯესი ლინგარდზე, გთავოზბთ რამოდენიმე ფოტოს, სადაც მკაფიოდ დაინახვთ მის როლს და ე.წ ტაქტიკურ ხრიკებს ოლე გუნარ სოლსკიაერისგან.

ითამაშე, იმოძრევე ლაღად - ოლე გუნარ სოლსკიაერი

ითამაშე, იმოძრევე ლაღად - ოლე გუნარ სოლსკიაერი

ითამაშე, იმოძრევე ლაღად - ოლე გუნარ სოლსკიაერი


პრესინგის პეწი და უარი წარსულს

ჟოზე მოურინიოს დროს "იუნატედი" იყო ყველაზე ამოუცნობი გუნდი პრესინგის თამაშის მხრივ, არასოდეს არავინ იცოდა შესთავაზებდა თუ არა გუნდი მეტოქეს პრესინგს, თუმცა შედეგი ამ პრესინგს ძალიან იშვიათად გამოუღია. რა აზრის ისეთი პრესინგის თამაშს, სადაც მხოლოდ 4 ფეხბურთელია მეტოქის საჯარიმოში და აქედან 3 აპრესინგებს, ძალიან მარტივია ასეთ პრესინგს უპასუხო. ამ ფოტოზე იხილავთ "იუნაიტედის" პრესინგს "ბებერ ქალბატონებთან".

ითამაშე, იმოძრევე ლაღად - ოლე გუნარ სოლსკიაერი

ითამაშე, იმოძრევე ლაღად - ოლე გუნარ სოლსკიაერი

პრესინგს, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება, უფრო საზარალოა გუნდისთვის, ვინაიდან როდესაც ხდება მეტოქის წნეხის ქვეშ მოქცევა და ბურთის დაბრუნება, აუცილებელია მიზანი და გეგმა იმისა თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები.

ამ ფოტოში კი ნახავთ პრესინგს, რომელიც ოლემ შესთავაზა მეტოქეს.

ითამაშე, იმოძრევე ლაღად - ოლე გუნარ სოლსკიაერი

ყველანაირი შანსი მოუკლეს "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა მეტოქეს, რომ დაცვიდან მშვიდათ ამოსულიყვნენ, ძალიან მაღალი,გამიზნული და სისწრაფეებზე აგებული პრესინგი შესთავაზეს, რამაც ისედაც შოკში მყოფი კარდიფელები, კიდევ უარეს შოკში ჩააგდო.

ასეთ პრესინგს, თანამედროვე ფეხბურთში მხოლოდ ინტელექტუალურ ჭრილში თუ განიხილავენ, სხვას ვერაფერს იტყვი, ვინაიდან ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.


დასკვნა

როგორც წესი ერთი თამაშით არცერთ მწვრთნელს არ აფასებენ, თუმცა გულშემატკივრებმა მკაფიოდ დაინახეს ის ზუსტი გზავნილები რაც "იუნაიტედის" თამაშში ჩანდა. ის სტილი, ის შეტევითი პოტენციალი, ის მონდომება, ის სილაღე, ის სიმსუბუქე, ის ინტელექტუალიზმი რაც მხოლოდ "წითელ ეშმაკებს" ეკადრებათ.
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
24 დეკემბერი 2018 21:25
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
რათქმაუნდა ოცნებებში არავინ არ გადავარდნილა ამ თამაშის მერე მაგრამ ყველამ დაინახა რა თამაშსაც ითამაშებს გუნდი და ეს გვინდოდა ჩვენც, სწრაფი პასები ,მოძრაობა, სწრაფი ართმევა, პრესინგი და ა.შ ესე უნდა ითამაშოს მანჩესტერმა და ურტყას კაებში შორიდანაც და შემოქმედებითად უნდა ითამაშონ და არა მოურინიოს რობოტული სქემით სადაც საზღვრები აქვთ დაწესებული ფეხბურთელებს, აი როგორ გამიხარდა ლიდელოფმა რო 1-1 ზე გაიყვანა რეშფორდი მცველი იდგა ნახევარმცველის პოზიციაზე და მეტიც წინ წავიდა 9 იანის პოზიციაზე და რეშს პასი რო მიეცა ცარიელ კარშიც გაიტანდა , აი ესაა ფეხბურთი რასაც მოუს დროს ვერასდროს ნახავდით.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
24 დეკემბერი 2018 21:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბევრი რამე გამოიკვეთა და შემდეგ თამაშებში წესით კიდევ უფრო უბდა გამოჩნდეს სხვაობა.
0
№3
ავტორი: sandroo
24 დეკემბერი 2018 22:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ბრავო ჯესი ლინგარდს პრველ რიგში am am am
0
№4
ავტორი: OzBeTa
24 დეკემბერი 2018 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
სგ მაგარი სტატიაა. პრესინგის ფოტოზე სულშირის ისევ იუვეს ფოტო გიდევს ჩაასწორე :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№5
ავტორი: ikeoni
24 დეკემბერი 2018 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Yvelaferi kargad Iqneba oles xelshi :))❤️
0
№6
ავტორი: giorgi_mg
24 დეკემბერი 2018 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
როგორ მევასება ასეთი სტატიები ❤
1
№7
ავტორი: Ole__boss
24 დეკემბერი 2018 22:51
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: OzBeTa
სგ მაგარი სტატიაა. პრესინგის ფოტოზე სულშირის ისევ იუვეს ფოტო გიდევს ჩაასწორე :))


ჩასწორებულია მეგობარო <3 მადლობა

ციტატა: giorgi_mg
როგორ მევასება ასეთი სტატიები ❤


სწორედ მაგიტომ ვშრომობთ, ყველა რომ მაქსიმალურად ჩავერთოთ ფეხბურთში და ინტელექტუალურადაც რა თქმა უნდა, ფეხბურთი მარტო სანახაობა არაა , ფეხბურთის უკან უფრო ბევრი რამ იმალება რითაც შეიძლება დატკბეს ადამიანი!
0
№8
ავტორი: Chaxrux
24 დეკემბერი 2018 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Su vpiqrobdi lingardi sitisnair gundshi ra kargi iqneba tqo da mgonia ro exla gamochndeba ro magari pexburtelia
0
№9
ავტორი: Ole__boss
24 დეკემბერი 2018 22:56
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: Chaxrux
Su vpiqrobdi lingardi sitisnair gundshi ra kargi iqneba tqo da mgonia ro exla gamochndeba ro magari pexburtelia


მაგას დრო გვიჩვენებს, მთავარია სტაბილურობა!
0
№10
ავტორი: kobinio
24 დეკემბერი 2018 23:00
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ილუზია არავის შეუქმნია მაგრამ ერთი ცხადია რომ ამ სტილით რომ დაეწყო უხსენებელს თამაში პირველივე ტურიდან არც გააგდებდნენ და დღეს ოთხეულშიც ვიქნებოდით.სამწუხაროდ ძალიან რთული იქნება 4 ეულში დაბრუნება.ტიპმა ისეთი ქულები გაანიავა ეხლა მინდომებას და შრომას პატარა იღბალიც ჭირდება.იმედია ლიდერებს დავაკარგინებთ ქულებს

სტატიის ავტორს დიდი მადლობა. ჩინებული ნაშრომია მადლობა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top