თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2018, 18:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1966,
კომენტარები: 11
ოლე: "ჯერ სიამოვნება, შემდეგ ტრანსფერები"
ნორბეგიელი ყველას მისცემს შანსს.
ოლე:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ოლე გუნარ სულშერი დარწმუნებულია, რომ გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე მომდევნო თვეში გავლენა ექნება.

"წითელი ეშმაკები" ბოლო სატრანსფერო ბაზარზე ვერ გაძლიერდნენ და მოსალოდნელია, რომ იანვარში ამის გაკეთებას კიდევ ერთხელ ეცდებიან - პირველ რიგში ცენტრალური მცველის შეძენით. სულშერს კი ამაში უშუალო მონაწილეობა ექნება, მიუხედავად იმისა, რომ დროებითი სამსახური აქვს.

"რა თქმა უნდა, გავლენა მექნება. ჩემი ამჟამინდელი დავალება ყველა ფეხბურთელთან გაცნობა, მათი შეფასება და მათი უნარების გაგებაა.

ნორვეგიაში რომ ვმუშაობდი, თავისუფალ დროს თითქმის ყველა მათ შეხვედრას ვუყურებდი. მაგრამ ჯერ ფეხბურთელები უნდა გავიცნო, რათა მივხვდე, რა არის მათში გასაუმჯობესებელი. ეს არის ჩემი სამუშაო.

კლუბს ჰყავს მოლაპარაკებებსა და სკაუტთა სამუშაოზე პასუხისმგებელი პირები და დარწმუნებული ვარ, გარკვეული სამიზნეები უკვე მონიშნეს. მაგრამ ჯერ ვერ მოვასწარი მათთან საუბარი, რადგან მანამდე უნდა მოვახერხო, რომ ჩვენს განკარგულებაში არსებულმა ფეხბურთელებმა კვლავ მიიღონ სიამოვნება ფეხბურთისგან".
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Methadon
21 დეკემბერი 2018 18:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
ოლე ისე საუბრობს, როგორც იუნაიდეტის მწვრთნელს შეეფერება. თუმცა ფერგის ყოფილი შეგირდისგან ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის. იმედია გუნდსაც ისე აათამაშებს როგორც შეგვეფერება. ჩემი ვარაუდით გუნდი ბევრ გოლს გაიტანს, მაგრამ ბევრსაც გაუშვებს. თუმცა დარწმუნებული ვარ მოსაწყენ ფეხბურთს არ ვითამაშებთ და დასაწყისისთვის ესეც კმარა.
2
№2
ავტორი: ikeoni
21 დეკემბერი 2018 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
უეჭველი მოიყვანს ვინმე კაი იგროკს❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
21 დეკემბერი 2018 19:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წესით არსებული რესურსებითაც უნდა შეძლოს გარდატეხის შეტანა თამაშის ხარისხსა და შედეგზე, თუმცა ტრანსფერები რო ჭირდება გუნდს ორი აზრი არაა.
0
№4
ავტორი: max_skyline
21 დეკემბერი 2018 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ძაან სწორად და კარგად საუბრობს ოლე ჯერ არსებული რესურს გამოიყენებს იქნებ აათამაშოს და ასიამოვნოს ფეხბურთის თამაშით ხოდა თუ ვერ ნახავს იანვრამდე შედეგს მაშინ შეილება ტრანსფერის გაკეთება სწორი მიდგომა აქვს
0
№5
ავტორი: JuanMata
21 დეკემბერი 2018 20:22
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
"ფეხბურთელებმა სიამოვნება უნდა მიიღონ თამაშისგან" - მთავარი ესაა, ძალით ვერაფერს გააკეთებ, როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყო.

როცა არ მოგწონს ის, რასაც თამაშობ, არ მოგწონს რა სტილით თამაშობ და მთელი თამაში შენთვის უბრალოდ სტრესი და წვალებაა, ვერასდროს ვერაფერს მოიგებ.
3
№6
ავტორი: Svanchester
21 დეკემბერი 2018 20:40
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: JuanMata

აბსოლიტურად გეთანხმები. ისე რა მოსატანია და თითქოს ყოველ დილით ხალისით ვიღვიძებ, ვიცი, რომ იუნაიტედს იუნაიტედის შესაფერისი მწვრთნელი უდგას სათავეში.
3
№7
ავტორი: JuanMata
21 დეკემბერი 2018 23:20
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Svani

აბსოლიტურად გეთანხმები. ისე რა მოსატანია და თითქოს ყოველ დილით ხალისით ვიღვიძებ, ვიცი, რომ იუნაიტედს იუნაიტედის შესაფერისი მწვრთნელი უდგას სათავეში.

ჰო მეც ასე ვარ, ისე ველოდები კარდიფთან თამაშს, თითქოს ლიგის ფინალი იყოს wink
ვიცი რომ კარდინალურ ცვლილებებს ჯერ ვერ ვნახავთ და დიდი საქმეა კიდევ გასაკეთებელი, მაგრამ მაინც მიხარია და დიდი იმედი მაქვს რომ შემტევ იუნაიტედს ვნახავ, კარდიფთან მაინც დაარტყამს კარში 20-ჯერ და 1-0 არ გაჩერდება, ან კიდევ ბარნლისთან ავტობუსს არ ჩააყენებს.

მოკლედ იმედია ხვალ ვისიამოვნებთ თამაშით და წამზომის ყურებას არ დავიწყებ, როდის მორჩება მატჩი.
2
№8
ავტორი: temo-scholes
22 დეკემბერი 2018 02:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: Svani
ციტატა: JuanMata
"ფეხბურთელებმა სიამოვნება უნდა მიიღონ თამაშისგან" - მთავარი ესაა, ძალით ვერაფერს გააკეთებ, როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყო.

როცა არ მოგწონს ის, რასაც თამაშობ, არ მოგწონს რა სტილით თამაშობ და მთელი თამაში შენთვის უბრალოდ სტრესი და წვალებაა, ვერასდროს ვერაფერს მოიგებ.

აბსოლიტურად გეთანხმები. ისე რა მოსატანია და თითქოს ყოველ დილით ხალისით ვიღვიძებ, ვიცი, რომ იუნაიტედს იუნაიტედის შესაფერისი მწვრთნელი უდგას სათავეში.

Zustad egre var mec svani
0
№9
ავტორი: levionok
22 დეკემბერი 2018 12:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
გამარჯობათ ჩემო მანჩესტერელებო,გილოცავთ მაუს გაგდებას(მიუხედავად იმისა რომ მე ამ სეზონის დასაწყისამდე მჯეროდა მისი) მოვიდა კაცი რომელმაც სრულად იცის მანჩესტერის მენტალიტეტი იცის მანჩესტერის გულშემატკივრის სურვილი,იცის რა ჭირდება ფეხბურტელა რომ იყოს ბედნიერი თუნდაც სათადარიგოზე(პირადი გამოცდილება) უყვარს სწრაფი და ლაღი ფეხბურთი,ყველაზემტავარი კი ის არია რომ ფეხბურთელები დარწმუნებული ვარ გაათმაგებული მონდომებით ითამაშებენ! წინა კომენტარშიც ავღნისნე რომ იდეალური დროა მწვრთნელის შეცვლის, იდეალური კალენდარი გვაქვს რომელიც დაეხმარება ოლეა გუნდი თავის ტაქტიკაზე გადაიყვანოს!
0
№10
ავტორი: Svanchester
22 დეკემბერი 2018 13:09
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: temo-scholes
ციტატა: Svani
ციტატა: JuanMata
"ფეხბურთელებმა სიამოვნება უნდა მიიღონ თამაშისგან" - მთავარი ესაა, ძალით ვერაფერს გააკეთებ, როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყო.

როცა არ მოგწონს ის, რასაც თამაშობ, არ მოგწონს რა სტილით თამაშობ და მთელი თამაში შენთვის უბრალოდ სტრესი და წვალებაა, ვერასდროს ვერაფერს მოიგებ.

აბსოლიტურად გეთანხმები. ისე რა მოსატანია და თითქოს ყოველ დილით ხალისით ვიღვიძებ, ვიცი, რომ იუნაიტედს იუნაიტედის შესაფერისი მწვრთნელი უდგას სათავეში.

Zustad egre var mec svani

იქნებ მართლა გვეშველოს manunited
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top