თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2018, 18:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1967,
კომენტარები: 11
ოლე: "ჯერ სიამოვნება, შემდეგ ტრანსფერები"
ნორბეგიელი ყველას მისცემს შანსს.
ოლე:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ოლე გუნარ სულშერი დარწმუნებულია, რომ გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე მომდევნო თვეში გავლენა ექნება.

"წითელი ეშმაკები" ბოლო სატრანსფერო ბაზარზე ვერ გაძლიერდნენ და მოსალოდნელია, რომ იანვარში ამის გაკეთებას კიდევ ერთხელ ეცდებიან - პირველ რიგში ცენტრალური მცველის შეძენით. სულშერს კი ამაში უშუალო მონაწილეობა ექნება, მიუხედავად იმისა, რომ დროებითი სამსახური აქვს.

"რა თქმა უნდა, გავლენა მექნება. ჩემი ამჟამინდელი დავალება ყველა ფეხბურთელთან გაცნობა, მათი შეფასება და მათი უნარების გაგებაა.

ნორვეგიაში რომ ვმუშაობდი, თავისუფალ დროს თითქმის ყველა მათ შეხვედრას ვუყურებდი. მაგრამ ჯერ ფეხბურთელები უნდა გავიცნო, რათა მივხვდე, რა არის მათში გასაუმჯობესებელი. ეს არის ჩემი სამუშაო.

კლუბს ჰყავს მოლაპარაკებებსა და სკაუტთა სამუშაოზე პასუხისმგებელი პირები და დარწმუნებული ვარ, გარკვეული სამიზნეები უკვე მონიშნეს. მაგრამ ჯერ ვერ მოვასწარი მათთან საუბარი, რადგან მანამდე უნდა მოვახერხო, რომ ჩვენს განკარგულებაში არსებულმა ფეხბურთელებმა კვლავ მიიღონ სიამოვნება ფეხბურთისგან".
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: krekera
22 დეკემბერი 2018 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ციტატა: Svani
ციტატა: JuanMata
"ფეხბურთელებმა სიამოვნება უნდა მიიღონ თამაშისგან" - მთავარი ესაა, ძალით ვერაფერს გააკეთებ, როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყო.

როცა არ მოგწონს ის, რასაც თამაშობ, არ მოგწონს რა სტილით თამაშობ და მთელი თამაში შენთვის უბრალოდ სტრესი და წვალებაა, ვერასდროს ვერაფერს მოიგებ.

აბსოლიტურად გეთანხმები. ისე რა მოსატანია და თითქოს ყოველ დილით ხალისით ვიღვიძებ, ვიცი, რომ იუნაიტედს იუნაიტედის შესაფერისი მწვრთნელი უდგას სათავეში.


მეც ეგრე ვარ ეს დღეები ჩემო ძმაო, იმენა გამონათებას გავს და გაასწორა, ბოლო შემზიზღდა ფეხბურთი ჩმოუს ხელში..
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top