თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2018, 15:08
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2814,
კომენტარები: 15
მატჩის წინა პრესკონფერენცია
სოლსკიაერის მატჩის წინა პრესკონფერენცია.
მატჩის წინა პრესკონფერენცია
გილოცავთ დაბრუნებას, ინერვიულეთ შემოთავაზების დროს ?

არა, საერთოდ არა, პირიქით, მე სავსებით მზად ვარ ეს 6 თვე გუნდს დავეხმარო.

რა შემოთავაზება იყო კონკრეტულად?

ეს შემოთავაზება გაგრძელდება ზაფხულამდე, ვინაიდან გუნდმა შეძლოს ახალი მწვრთნელის უკეთ მოძებნა.

ფეხბურთელები როგორ დაგხვნდნე?

ოო, ისინი ძალიან ბედნიერები არიან, საკმაოდ კარგი განწყობა სუფევს. ყოველთვის ძნელი და სანერვიულოა ახალი ხალხთან ურთიერთობა პირველ ჯერზე, თუმცა რომ ვუყურებ ის ბავშვები ვინც დავტოვე, ახლა რამხელები გახდნენ, ყოჩაღ მათ.

თუ გექნებათ კარგი შედეგი შესაძლებელია გახანგრძლივებაც?

როდესაც შენ ასეთი ტიპის სამუშაოს გთავაზობენ, თან 6 თვით, "კი ბედნიერი ვარ" და ვეცდები კარგი შედეგის დადებას. ძალიან ბევრი მწვრთნელი ოცნებობს იყოს "მანჩესტერ იუნატედის" მწვრთნელი და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ასე რომ ახლა ამ კითხვა მსჯელობა ცოტა არარეალურია, ვინაიდან წინ 6 თვე გველის.

რა იქნება იანვარში? - ელით ცვლილებებს ?

ჩემი მთავარი მიზანი ახლა არის შემდეგი, დავაკვირდე ფეხბურთელებს და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები შევისწავლო. გარდა ამისა ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით მათ განვითარებაში, თავისმხრივ კლუბიც ეცდება ახალი ხალხის მოძიებას, რაც ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, მათ აქვთ თავიანთ მიზნები, ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ.

დანაკლისი რომელუ ლუკაკუს სახით

მას და ალექსის ასე ვთქვათ მცირედი არდადეგები აქვთ, არც მინახავს არცერთი, თუმცა მოუთმენლად ველი მათთან კომუნიკაციას.

როგორ შეარჩევათ სასტარტო შემადგნელობას "კარდიფთან"?

აქ არიან მაიკლ კერიკი და კირიანი, რომლებიც სეზონის სტარტიდანვე მუშაობენ გუნდში, ისინი თავის სათქმელს მეტყვიან ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად, როგორ სხვა დანარჩენზე. თუმცა კიდევ განვმეორდები, რომ ყველა ფეხბურთელს მიეცემა შანსი. მაიკლ კერიკი როგორც მწვრთნელი და როგორც ადამიანი, უბრალოდ შესანიშნავია.

შანსი 4 -ლში მოსახვედრათ

მე ვფიქრობ, მთავარი მიზანი ამ ეტაპზე ჩემთვის არის ის, რომ ფეხბურთელებზე გადავიტანო ჩემი პრინციპები, ავუხსნა მათ თუ რა მსურს მე, დანარჩენს დრო გვიჩვენებს თუ რამდენი ქულის მოპოვებას შევძლებთ, წინასწარ არ მსურს არანაირი სხვა მიზნის დასახვა.

რა გააკეთეთ პირველი, როდესაც აქ მოხვედით, ეს ხომ არაჩვეულებრივი გრძნობაა

რა თქმა უნდა, ეს ძალიან შესანიშნავი შეგრძნება და ემოციაა, თითქმის 15 წელი გავატარე აქ. 11 წელი როგორც ფეხბურთელი და 4 წელი დაახლოებით, როგორც მწვრთნელი. პირველი ვინც ვნახე ეს იყო ნიკი ბატი, რომელმაც ასე მომმართა - კეთილი იყოს შენი სახლში დაბრუნება!

ურთულესი ამოცანა გელით - ფეხბურთელებს მოუწევთ რადიკალურად სხვა ფილოსოფიაზე ადაპტირება

ჩემი ამოცანა ის არის, რომ ფეხბურთელებს დავეხმარო საკუთარი მაქსიმუმის გამოვლენაში, ჩავუნერგო მათ ის ამბიცია რასაც ქვია, გერქვას "მანჩესტერ იუნატედის" ფეხბურთელი. მე მყავდა საუკეთესო მწვრთნელი, ის ყოველთვის იყო პირველ რიგში მეგობარი, ძალიან მაგარი მოტივატორი, მოსაუბრე და შემდგომ მწვრთნელი. მე ყველას ვეტყვი, რომ შეიძლება მოხვდე ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ "მანჩესტერ იუნატედის" ფეხბურთელობა ნიშნავს, იყო გუნდური მოთამაშე, არამგონია ვინმეს სურდეს იმდენი დროის სკამზე გატარება, რაც მე გამიტარებია. ( ყველა იცინის )

სერ ალექსის გავლენა თქვენს ფილოსოფიაზე

ის რაც ვარ დღეს, 100% მისი დამსახურებაა და მე ამით მუდამ ვიამაყებ. როგორ ესაუბრებოდა იგი ფეხბურთელებს, როგორ შეძლო და 25 ფეხბურთელი სხვადასხვა ქვეყნიდან ასეთ ერთ მუშტად შეკრულ დიდ ოჯახათ აქცია, სადაც ყველას გამარჯვების წყურვილი კლავდა. მერე გადავაფასე ყველაფერი, მანამდე შეიძლება ვერც ვხვდებოდით მის ფასს, 2003 წელს, როდესაც ტრავმა მივიღე, არასოდეს დამავიწყდება მისი გენიალური რჩევები.

წარუმატებელი სტარტი "კარდიფში" - რას ეტყოდით მათ გულშემატკვირებს, ვინც თქვენზე განაწყენებული დარჩა

კარიერაში სულ 300-400 მატჩი ჩავატარე, მწვრთნელის ამპლუაში, "კარდიფში" ჩემი ყოფნა საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ, რა თქმა უნდა დავუშვი ბევრი შეცდომა, თუ არ უშვებ შეცდომას, შესაბამისად ვერც სწავლობ.

მათ აღარ აქვთ განაწყენების საბაბი, ვინაიდან უკვე პრემიერ ლიგაში არიან.


თქვენ აანონსებთ, რომ იქნებით ფეხბურთელების მოტივატორი - როგორ შეძლებთ იმ ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის მიღებას, ვინც თავისი რეალური ძალა ჯერ ვერ დაგვანახა ? მაგალითად პოლ პოგბა


ყველა ერთად ვეცდებით მივიღოთ ფეხბურთელისგან მაქსიმუმი : ეს იქნება მათთან კომუნიკაცია, ინდივიდუალური ვარჯიში, ფილოსოფია თუ პრინციპების ჩანერგვა, ვაჩვენებთ რა გვინდა ჩვენ და რა გვჭირდება მათგან. როგორი ხარისხიც იქნება არა ქვს მნიშვნელობა, ჩვენი ვალდებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, ავამღლოთ სათამაშო ხარისხი.

გამოავლინეთ თქვენი კაცობა და დადეთ მაქსიმუმო მოედანზე, ეს იყო სერ ალექსის სიტყვები, მისი ბოლო მატჩიდან "ვესტ ბრომვიჩთან", რომელიც 5:5 დასრულდა, ეს იყო გენიალური მწვრთნელის, გენიალური ბოლო მატჩი, რასაც ის იმსახურებდა, მე მსურს ფეხბურთელები მაგალითი წარსულიდან აიღო და სწორედ ასეთი ჟინით გავიდნენ მოედანზე, მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრების თვალწინ!
პრესკონფერენცია
15 კომენტარი
№1
ავტორი: DamPaLiGiGa
21 დეკემბერი 2018 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
სულ რო ბოლოზე გავიდეს მანჩესტერი, ამ კაცს დრო უნდა მივცეთ და მოთმინებით მოვეკიდოთ.
ზიზუ კი უმაგრესია ყველანაირად მარა არაა ის კაცი რო წლები შეალიოს მანჩესტერს
0
№2
ავტორი: Gamkrelidze
21 დეკემბერი 2018 15:21
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
არ მინდა არც ზიდანი და არც არავინ :)) ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი სოლსკაიერის მიმართ.
3
№3
ავტორი: Smoke - N
21 დეკემბერი 2018 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 250
Midi oleg babus gazrdili kaci xar axla da dagvanaxe tu ra iscavle babusgan aba shen ici ar shegvarcxvino
1
№4
ავტორი: misteryou
21 დეკემბერი 2018 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
პოზიტივით სავსე ადამიანია, ასე რომ მიხარია ჩონგს მიცემს შანს გომეშს და არიან კიდევ სხვებიც... თქვა შანსი ყველას ექნებაო...
0
№5
ავტორი: Smoke - N
21 დეკემბერი 2018 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 250
ციტატა: misteryou
პოზიტივით სავსე ადამიანია, ასე რომ მიხარია ჩონგს მიცემს შანს გომეშს და არიან კიდევ სხვებიც... თქვა შანსი ყველას ექნებაო...

Ki namdvilad mase izavs da kargi da sasixarulo ambavia eg ro magas gaaketebs da daerxevat am usaqmurta da muqta xora sastavs :):)imedia iscavlian amatgan tu ra aris manutd da Ras unda cen pativi
0
№6
ავტორი: ALEXFERGUSON
21 დეკემბერი 2018 15:55
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
აი ახლა ვკითხულობ და რამხელა სხვაობაა ამის და მოურინიოს პრესკომფერენციებს შორის,მარტო ამ ფრაზის მოსასმენად ღირდა ამ კაცის აქ დაბრუნება. მე ყველას ვეტყვი, რომ შეიძლება მოხვდე ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ "მანჩესტერ იუნატედის" ფეხბურთელობა ნიშნავს, იყო გუნდური მოთამაშე. ისე საუბრობს ამხელა კაცმა ცრემლები ვერ შევიკავე :(

მოურინიოს რაც შეეხება,ვნახავ ერთი რას იზავს რეალში :)

პ.ს. აი ახლა გამოჩნდება ვისი ბრალი იყო ეს სიარული მოედანზე,მწვრთნელის თუ ფეხბურთელების
5
№7
ავტორი: OzBeTa
21 დეკემბერი 2018 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
არადა მოსვლისას ყველა ლანძღავდა ეს ვინ მოიყვანესო ჩემი ჩაითვლით და ამ ინტერვიუების წაკითხვის მერე ახლა ყველას უნდა რომ დარჩეს :)) საუბარი კი ადვილია და სასიამოვნო, მაგრამ აი რამდენად კარგი იქნება საქმეში ეგააა მთავარი. ისეთივე კარგი თუ იქნება როგორც საუბრობს. მეც ძაან მინდა რომ კარგი იყოს და ვიღაზ ზიდანი და პოჩეტინოს მოყვანა არ მოგვიწიოს. ჩვენი ლეგენდა ჯობია იყოს კლუბში ❤️
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№8
ავტორი: man21utd
21 დეკემბერი 2018 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
ახლა ამასთან თუ რომელიმე ფეხბურთელს კონფლიქტი ექნება ის გასაშვები იქნება უეჭველი! ვნახოთ ამის ხელში თუ დადებს პოგბა ოქროს კვერცხს
3
№9
ავტორი: PaLoMo
21 დეკემბერი 2018 17:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: DamPaLiGiGa
სულ რო ბოლოზე გავიდეს მანჩესტერი, ამ კაცს დრო უნდა მივცეთ და მოთმინებით მოვეკიდოთ.
ზიზუ კი უმაგრესია ყველანაირად მარა არაა ის კაცი რო წლები შეალიოს მანჩესტერს


მეც მაგ აზრზე ვარ დავუშვათ მოიგო პრემიერლიგა და შეილება ლიგაც(ზოდანმა) მერე აუცილებლად დაგვტოვებს.

ჩვენ გვინტა სწორედ ასეთი მოტივაციით მოსული რომელსაც სულში ხორცში ექნება გამჯდარი იუნაიტედი და არა უნრალოდ მწვრთნელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: devidi
21 დეკემბერი 2018 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
დასაწყისი კარგი აქვს კომენტარებში არაუშავს. laughing
ვნახოთ მოედანზე რას იზავს იმდენჯერ ახსენა ბაბუ ვნახოთ რა ისწავლა მისგან იმედია არ შეარცხვენს ბაბუს და გუნდს.
ფეხბურთელები კარგები გვყვავს უმეტესობას კლასი არ აკლია და ყველამ თავისი მაქსიმუმი რომ გააკეთოს მინიმუმ ოთხეულში შევალთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top