თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2018, 15:08
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2705,
კომენტარები: 15
მატჩის წინა პრესკონფერენცია
სოლსკიაერის მატჩის წინა პრესკონფერენცია.
მატჩის წინა პრესკონფერენცია
გილოცავთ დაბრუნებას, ინერვიულეთ შემოთავაზების დროს ?

არა, საერთოდ არა, პირიქით, მე სავსებით მზად ვარ ეს 6 თვე გუნდს დავეხმარო.

რა შემოთავაზება იყო კონკრეტულად?

ეს შემოთავაზება გაგრძელდება ზაფხულამდე, ვინაიდან გუნდმა შეძლოს ახალი მწვრთნელის უკეთ მოძებნა.

ფეხბურთელები როგორ დაგხვნდნე?

ოო, ისინი ძალიან ბედნიერები არიან, საკმაოდ კარგი განწყობა სუფევს. ყოველთვის ძნელი და სანერვიულოა ახალი ხალხთან ურთიერთობა პირველ ჯერზე, თუმცა რომ ვუყურებ ის ბავშვები ვინც დავტოვე, ახლა რამხელები გახდნენ, ყოჩაღ მათ.

თუ გექნებათ კარგი შედეგი შესაძლებელია გახანგრძლივებაც?

როდესაც შენ ასეთი ტიპის სამუშაოს გთავაზობენ, თან 6 თვით, "კი ბედნიერი ვარ" და ვეცდები კარგი შედეგის დადებას. ძალიან ბევრი მწვრთნელი ოცნებობს იყოს "მანჩესტერ იუნატედის" მწვრთნელი და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ასე რომ ახლა ამ კითხვა მსჯელობა ცოტა არარეალურია, ვინაიდან წინ 6 თვე გველის.

რა იქნება იანვარში? - ელით ცვლილებებს ?

ჩემი მთავარი მიზანი ახლა არის შემდეგი, დავაკვირდე ფეხბურთელებს და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები შევისწავლო. გარდა ამისა ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით მათ განვითარებაში, თავისმხრივ კლუბიც ეცდება ახალი ხალხის მოძიებას, რაც ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, მათ აქვთ თავიანთ მიზნები, ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ.

დანაკლისი რომელუ ლუკაკუს სახით

მას და ალექსის ასე ვთქვათ მცირედი არდადეგები აქვთ, არც მინახავს არცერთი, თუმცა მოუთმენლად ველი მათთან კომუნიკაციას.

როგორ შეარჩევათ სასტარტო შემადგნელობას "კარდიფთან"?

აქ არიან მაიკლ კერიკი და კირიანი, რომლებიც სეზონის სტარტიდანვე მუშაობენ გუნდში, ისინი თავის სათქმელს მეტყვიან ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად, როგორ სხვა დანარჩენზე. თუმცა კიდევ განვმეორდები, რომ ყველა ფეხბურთელს მიეცემა შანსი. მაიკლ კერიკი როგორც მწვრთნელი და როგორც ადამიანი, უბრალოდ შესანიშნავია.

შანსი 4 -ლში მოსახვედრათ

მე ვფიქრობ, მთავარი მიზანი ამ ეტაპზე ჩემთვის არის ის, რომ ფეხბურთელებზე გადავიტანო ჩემი პრინციპები, ავუხსნა მათ თუ რა მსურს მე, დანარჩენს დრო გვიჩვენებს თუ რამდენი ქულის მოპოვებას შევძლებთ, წინასწარ არ მსურს არანაირი სხვა მიზნის დასახვა.

რა გააკეთეთ პირველი, როდესაც აქ მოხვედით, ეს ხომ არაჩვეულებრივი გრძნობაა

რა თქმა უნდა, ეს ძალიან შესანიშნავი შეგრძნება და ემოციაა, თითქმის 15 წელი გავატარე აქ. 11 წელი როგორც ფეხბურთელი და 4 წელი დაახლოებით, როგორც მწვრთნელი. პირველი ვინც ვნახე ეს იყო ნიკი ბატი, რომელმაც ასე მომმართა - კეთილი იყოს შენი სახლში დაბრუნება!

ურთულესი ამოცანა გელით - ფეხბურთელებს მოუწევთ რადიკალურად სხვა ფილოსოფიაზე ადაპტირება

ჩემი ამოცანა ის არის, რომ ფეხბურთელებს დავეხმარო საკუთარი მაქსიმუმის გამოვლენაში, ჩავუნერგო მათ ის ამბიცია რასაც ქვია, გერქვას "მანჩესტერ იუნატედის" ფეხბურთელი. მე მყავდა საუკეთესო მწვრთნელი, ის ყოველთვის იყო პირველ რიგში მეგობარი, ძალიან მაგარი მოტივატორი, მოსაუბრე და შემდგომ მწვრთნელი. მე ყველას ვეტყვი, რომ შეიძლება მოხვდე ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ "მანჩესტერ იუნატედის" ფეხბურთელობა ნიშნავს, იყო გუნდური მოთამაშე, არამგონია ვინმეს სურდეს იმდენი დროის სკამზე გატარება, რაც მე გამიტარებია. ( ყველა იცინის )

სერ ალექსის გავლენა თქვენს ფილოსოფიაზე

ის რაც ვარ დღეს, 100% მისი დამსახურებაა და მე ამით მუდამ ვიამაყებ. როგორ ესაუბრებოდა იგი ფეხბურთელებს, როგორ შეძლო და 25 ფეხბურთელი სხვადასხვა ქვეყნიდან ასეთ ერთ მუშტად შეკრულ დიდ ოჯახათ აქცია, სადაც ყველას გამარჯვების წყურვილი კლავდა. მერე გადავაფასე ყველაფერი, მანამდე შეიძლება ვერც ვხვდებოდით მის ფასს, 2003 წელს, როდესაც ტრავმა მივიღე, არასოდეს დამავიწყდება მისი გენიალური რჩევები.

წარუმატებელი სტარტი "კარდიფში" - რას ეტყოდით მათ გულშემატკვირებს, ვინც თქვენზე განაწყენებული დარჩა

კარიერაში სულ 300-400 მატჩი ჩავატარე, მწვრთნელის ამპლუაში, "კარდიფში" ჩემი ყოფნა საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ, რა თქმა უნდა დავუშვი ბევრი შეცდომა, თუ არ უშვებ შეცდომას, შესაბამისად ვერც სწავლობ.

მათ აღარ აქვთ განაწყენების საბაბი, ვინაიდან უკვე პრემიერ ლიგაში არიან.


თქვენ აანონსებთ, რომ იქნებით ფეხბურთელების მოტივატორი - როგორ შეძლებთ იმ ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის მიღებას, ვინც თავისი რეალური ძალა ჯერ ვერ დაგვანახა ? მაგალითად პოლ პოგბა


ყველა ერთად ვეცდებით მივიღოთ ფეხბურთელისგან მაქსიმუმი : ეს იქნება მათთან კომუნიკაცია, ინდივიდუალური ვარჯიში, ფილოსოფია თუ პრინციპების ჩანერგვა, ვაჩვენებთ რა გვინდა ჩვენ და რა გვჭირდება მათგან. როგორი ხარისხიც იქნება არა ქვს მნიშვნელობა, ჩვენი ვალდებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, ავამღლოთ სათამაშო ხარისხი.

გამოავლინეთ თქვენი კაცობა და დადეთ მაქსიმუმო მოედანზე, ეს იყო სერ ალექსის სიტყვები, მისი ბოლო მატჩიდან "ვესტ ბრომვიჩთან", რომელიც 5:5 დასრულდა, ეს იყო გენიალური მწვრთნელის, გენიალური ბოლო მატჩი, რასაც ის იმსახურებდა, მე მსურს ფეხბურთელები მაგალითი წარსულიდან აიღო და სწორედ ასეთი ჟინით გავიდნენ მოედანზე, მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრების თვალწინ!
პრესკონფერენცია
15 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
21 დეკემბერი 2018 18:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არამგონია ვინმეს სურდეს იმდენი დროის სკამზე გატარება, რაც მე გამიტარებია. ( ყველა იცინის )

ეს კაი იყო :)
0
№12
ავტორი: ikeoni
21 დეკემბერი 2018 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ვერ ვითმენ ხვალამდე❤️
0
№13
ავტორი: Svanchester
21 დეკემბერი 2018 20:47
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
"გამოავლინეთ თქვენი კაცობა და დადეთ მაქსიმუმი მოედანზე" - აი ის სიტყვები თუ რატომაც არის დღეს მანჩესტერი - იუნაიტედი.
0
№14
ავტორი: K1llsw1tch
21 დეკემბერი 2018 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ყოფილი ფორვარდი (და თან უმაგრესი) და სერ ალექსის ყოფილი შეგირდი love ძველი იუნაიტედის, ძველი ფილოსოფიის და ძველი პრინციპების დაბრუნებას უნდა ველოდოთ love
0
№15
ავტორი: zuranistelroy
21 დეკემბერი 2018 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
დიდი იმედი გვაქვს მიდი ოლე.....არავინ გვინდა სხვა დავაცადოთ ამას ჯობია სულითხორცამდე მანკუნიანელია იმედია ამას ფეხბურთელებშიც გადაიტანს....და რაც მთავარია ძველი სტილი დაუბრუნოს მანიუს შეტევა.....
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top