თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2018, 19:29
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 1167,
კომენტარები: 11
მოტივატორი მოხუცი და "კარდიფი" ჯახის მოლოდინში
სოლსკიაერის დებიუტი - მოხუცი მოტივატორის ნეილ ვორნოკის წინააღმდეგ.
მოტივატორი მოხუცი და
ნეილ ვორნოკი - მოხუცი გენიოსი, როგორც მას უწოდებენ ინგლისში, გამოირჩევა მისი ტაქტიკური ლაბორატორიით, რომელიც გაჟღენთილია ბრიტანული ფეხბურთით. მისი მოღვაწეობა ნამდვილად დასაფასებელია, ვინაიდან ძალიან ბევრ გუნდში უმუშავია და ყოველთვის ნამდვილ ბრიტანულ სტილს აჩვენებდა, რომელიც მოიცავს ძალისმიერ ფეხბურთს, სტანდარტების მახვილგონივრულ გათამაშებებს და საკმაოდ უხეშ პრესინგს. ვორნოკი "კარდიფში" დაინიშნა სწორედ სოლსკიაერის ჩავარდნის შემდგომ, პირველ წელს შეძლო და დატოვა გუნდი ჩემპიონშიპში, ხოლო მეორე წელსვე დააბრუნა პრემიერ ლიგაში. ყველა ეჭვ ქვეშ აყენებდა მოხუცი მოტივატორის პოსტზე დარჩენის საკითხს, ძალიან ცუდი სტარტის ფონზე, თუმცა შეძლო ვორნოკმა და გარდასახა გუნდი. სახლის მატჩებში შესანიშნავად გამოიყურებიან.

საყვარელი ფორმაცია : 4-4-2 ( 4-1-4-1, 4-4-1-1) / 4-2-3-1

ვორნოკის ტაქტიკა დაფუძნებულია, როგორც ბურთის კონტროლზე, ასევე კონტრშეტევებზე, ვინაიდან ძალიან სწრაფი ვინგერები და შესანიშნავი თავდამსხმელი პატერსონი ჰყავს, რომელმაც გამოიარა ნეილის ლაბორატორია და გახდა ის რაც არის დღეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდი უპირატესობას ჩაწოდებებს ანიჭებს, შენიშნავად მოქმედებენ მეორე სართულზე, თითოეული აუტი ვარდება საჯარიმოში, თითოეული ჯარიმა თუ სხვა სტანდარტულს ათამაშებენ ძალიან საინტერესოდ და ამავდროულად სახიფათოდ. ნეილის დადებითი თვისება ის არის, რომ არაამქვეყნიურად მაგარი მოტივატორია... რასაც მოწმობს კარდიფის შედეგები, მეორე ტაიმში განსაკუთრებით, გუნდი როგორი ბრძოლისუნარიანი გამოდის მოედანზე და ყველაფერზე არიან წამსვლელები. ძალიან დრამატული მატჩი რომელიც შემოუტრიალეს "ვულზს" სახლში, ასევე "ბრაიტონს" უბრალოდ მოტივირებულები კი არ გამოვიდნენ ვორნოკის შეგირდები, არამედ კონკრეტული დავალებით... გუნდი ხშირად თამაშობს 4-4-1-1 ფორმაციით და ცენტრში მაქსიმალურად კეტავენ სივრცეებს.


რა უნდა დაუპირისპიროს ოლე გუნარ სოლსკიაერმა?

როგორც უკვე იცით სოლსკიაერი დიდ პატივს სცემს შეტევით ფეხბურთს, შეგიძლია ამაში თავად დარწმუნდეთ ( იხილეთ სტატია ). წინასწარ რა თქმა უნდა ძალიან რთულია რაიმეზე საუბარი, ხვალ გამართავს პირველ პრესკონფერენციას მწვრთნელის როლში, იქაც გაიჟღერებს ბევრი საინტერესო ფრაზა და გეგმა თუ რას აპირებს იგი, მაგრამ მე ჩემი ცოდნით შევეცდები ვისაუბრო იმაზე, თუ რა ვარიანტები არსებობს "კარდიფის" გასატეხად.

1) სწრაფი მოკლე პასები და მაქსიმალურად გაწელვა ოპონენტის დაცვის.
2) ვინგერების სწორი და მიზანმიმართული მოქმედება.
3) ცენტრალური თავმდამსხმელი, რომელიც ჩემი სუბიექტური აზრით 98% ლუკაკუ იქნება, ვინაიდან "კარდიფთან" პირველი ბურთის მოგება ძალიან რთულია და სოლსკიარეს ჯერ არც დაუნერგავს თავისი სისტემა, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება პირველი ბურთის გრძელი პასით ამოტანას.
4) ცენტრალური რგოლი - კრეატიული გამთამაშებელი და მძიმე ე.წ აპორნი
5) სტანდარტულებიდან თავის დაცვის მექანიზმი.

პრესაში იწერება სავარაუდო შემადგენლობის შესახებაც.

სასტარტო ფორმაცია : 4 - 2 - 3 - 1

------------- დე ხეა ------------------
-დალო - ბაი ---- ჯონსი -- იანგი
------- პოგბა --- ერერა -------------
-- მატა ---- ლინგარდი --- მარსი
----------- რაშფორდი --------------

თუმცა ეს არ არის დაზუსტებული ინფორმაცია.
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Ole__boss
20 დეკემბერი 2018 19:41
  • სიახლეები: 43
  • კომენტარები: 94
ურთულესი მატჩი გველის წინ, იმედია მოვიგებთ, არ აქვს აზრი თუ როგორ, მთავარია მოვიგოთ! manunited
1
№2
ავტორი: gela-manchesteri 20
20 დეკემბერი 2018 19:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
მიდი ოლე
0
№3
ავტორი: Ole__boss
20 დეკემბერი 2018 19:52
  • სიახლეები: 43
  • კომენტარები: 94
ციტატა: gela-manchesteri 20
მიდი ოლე


მივიდეს და დედაც ვუტიროთ, იმედია მოვიგებთ!!!

ქამაააააააააააააააან, ოლეეე! aaaeee
0
№4
ავტორი: Samno
20 დეკემბერი 2018 20:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11
სუპერ ზამენა როიყო ჰო მარა მაშინ ფეხბურთელი იყო ეხლა მწვრთნელია იმედია ვნახავთ შაბათს როგორი სუპერიცაა manunited
0
№5
ავტორი: devidi
20 დეკემბერი 2018 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 89
ამათ პირველ ტაიმშივე უნდა მოუყომარს რომ მერე სულ უნდა დაკარგონ თამაშის ხალისი და მისმა მოტივატორობამაც აღარ უშველოს.
თან პირველი თამაში არეული იქნება ვერ გაიგებენ რას თამაშობენ და უნდა ისარგებლონ ამით smile
0
№6
ავტორი: Ole__boss
20 დეკემბერი 2018 20:23
  • სიახლეები: 43
  • კომენტარები: 94
ციტატა: devidi
ამათ პირველ ტაიმშივე უნდა მოუყომარს რომ მერე სულ უნდა დაკარგონ თამაშის ხალისი და მისმა მოტივატორობამაც აღარ უშველოს.
თან პირველი თამაში არეული იქნება ვერ გაიგებენ რას თამაშობენ და უნდა ისარგებლონ ამით smile



ხოდა პირველ ტაიმში ბებერი ნეილა შეისწავლის კარგად გუნდს და სწორედ მეორეში უნდა ვეთამაშოთ სწრაფი რო ვერაფერი ქნან ;) ბურთი არ უნდა მივცეთ რაც მთავარია რაა
0
№7
ავტორი: devidi
20 დეკემბერი 2018 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 89
ციტატა: jose__boss
ხოდა პირველ ტაიმში ბებერი ნეილა შეისწავლის კარგად გუნდს და სწორედ მეორეში უნდა ვეთამაშოთ სწრაფი რო ვერაფერი ქნან ;) ბურთი არ უნდა მივცეთ რაც მთავარია რაა

პირველ ტაიმში თუ მოუყომარა მერე დაჯდეს და რამდენიც უნდა იმდენი აკვირდეს და შეისწავლოს,
კარდიფთანაც თუ შიშით გავიდნენ და იქაც მეორე ნომრათ ითამაშეს კარგათ ყოფილა ჩვენი საქმე
0
№8
ავტორი: Ole__boss
20 დეკემბერი 2018 20:38
  • სიახლეები: 43
  • კომენტარები: 94
ციტატა: devidi
ციტატა: jose__boss
ხოდა პირველ ტაიმში ბებერი ნეილა შეისწავლის კარგად გუნდს და სწორედ მეორეში უნდა ვეთამაშოთ სწრაფი რო ვერაფერი ქნან ;) ბურთი არ უნდა მივცეთ რაც მთავარია რაა

პირველ ტაიმში თუ მოუყომარა მერე დაჯდეს და რამდენიც უნდა იმდენი აკვირდეს და შეისწავლოს,
კარდიფთანაც თუ შიშით გავიდნენ და იქაც მეორე ნომრათ ითამაშეს კარგათ ყოფილა ჩვენი საქმე



შიშს არ ვამბობ, უბრალოდ არ უნდა გამოუვიდეს რამე კარდიფს , ბურთი არ უნდა მივცეთ, შანსი არ აქვთ უნდა მივახრჩოთ!
0
№9
ავტორი: ikeoni
20 დეკემბერი 2018 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6951
Damajereblad movugebt
0
№10
ავტორი: qamari
20 დეკემბერი 2018 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 123
მანიუს ჯოკერი ,რომ იყო ამაზე დავა უაზროა ,მეტ დროს რომ ფერგისთან ერთად ტაქტიკურ განხილვებს ესწრებოდა ეგეც ფაქტია ,მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა რომ ეგეთი მწვრთნელი იზამს შედეგს
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

30 მარტი 2019, 19:00
იუნაიტედი
უოტფორდი
პრემიერ ლიგა
2 აპრილი 2019, 22:45
ვულვზი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
10 აპრილი 2019, 23:00
იუნაიტედი
ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა
უოტფორდი30 მარტი
ვულვზი2 აპრილი
ბარსელონა10 აპრილი

წინა მატჩები

16 მარტი 2019, 23:55
ვულვზი2
იუნაიტედი1
ასოციაციის თასი
10 მარტი 2019, 20:30
არსენალი2
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
6 მარტი 2019, 23:59
პსჟ1
იუნაიტედი3
ჩემპიონთა ლიგა
ვულვზი16 მარტი
არსენალი10 მარტი
პსჟ6 მარტი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top