თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2018, 19:29
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2315,
კომენტარები: 11
მოტივატორი მოხუცი და "კარდიფი" ჯახის მოლოდინში
სოლსკიაერის დებიუტი - მოხუცი მოტივატორის ნეილ ვორნოკის წინააღმდეგ.
მოტივატორი მოხუცი და
ნეილ ვორნოკი - მოხუცი გენიოსი, როგორც მას უწოდებენ ინგლისში, გამოირჩევა მისი ტაქტიკური ლაბორატორიით, რომელიც გაჟღენთილია ბრიტანული ფეხბურთით. მისი მოღვაწეობა ნამდვილად დასაფასებელია, ვინაიდან ძალიან ბევრ გუნდში უმუშავია და ყოველთვის ნამდვილ ბრიტანულ სტილს აჩვენებდა, რომელიც მოიცავს ძალისმიერ ფეხბურთს, სტანდარტების მახვილგონივრულ გათამაშებებს და საკმაოდ უხეშ პრესინგს. ვორნოკი "კარდიფში" დაინიშნა სწორედ სოლსკიაერის ჩავარდნის შემდგომ, პირველ წელს შეძლო და დატოვა გუნდი ჩემპიონშიპში, ხოლო მეორე წელსვე დააბრუნა პრემიერ ლიგაში. ყველა ეჭვ ქვეშ აყენებდა მოხუცი მოტივატორის პოსტზე დარჩენის საკითხს, ძალიან ცუდი სტარტის ფონზე, თუმცა შეძლო ვორნოკმა და გარდასახა გუნდი. სახლის მატჩებში შესანიშნავად გამოიყურებიან.

საყვარელი ფორმაცია : 4-4-2 ( 4-1-4-1, 4-4-1-1) / 4-2-3-1

ვორნოკის ტაქტიკა დაფუძნებულია, როგორც ბურთის კონტროლზე, ასევე კონტრშეტევებზე, ვინაიდან ძალიან სწრაფი ვინგერები და შესანიშნავი თავდამსხმელი პატერსონი ჰყავს, რომელმაც გამოიარა ნეილის ლაბორატორია და გახდა ის რაც არის დღეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდი უპირატესობას ჩაწოდებებს ანიჭებს, შენიშნავად მოქმედებენ მეორე სართულზე, თითოეული აუტი ვარდება საჯარიმოში, თითოეული ჯარიმა თუ სხვა სტანდარტულს ათამაშებენ ძალიან საინტერესოდ და ამავდროულად სახიფათოდ. ნეილის დადებითი თვისება ის არის, რომ არაამქვეყნიურად მაგარი მოტივატორია... რასაც მოწმობს კარდიფის შედეგები, მეორე ტაიმში განსაკუთრებით, გუნდი როგორი ბრძოლისუნარიანი გამოდის მოედანზე და ყველაფერზე არიან წამსვლელები. ძალიან დრამატული მატჩი რომელიც შემოუტრიალეს "ვულზს" სახლში, ასევე "ბრაიტონს" უბრალოდ მოტივირებულები კი არ გამოვიდნენ ვორნოკის შეგირდები, არამედ კონკრეტული დავალებით... გუნდი ხშირად თამაშობს 4-4-1-1 ფორმაციით და ცენტრში მაქსიმალურად კეტავენ სივრცეებს.


რა უნდა დაუპირისპიროს ოლე გუნარ სოლსკიაერმა?

როგორც უკვე იცით სოლსკიაერი დიდ პატივს სცემს შეტევით ფეხბურთს, შეგიძლია ამაში თავად დარწმუნდეთ ( იხილეთ სტატია ). წინასწარ რა თქმა უნდა ძალიან რთულია რაიმეზე საუბარი, ხვალ გამართავს პირველ პრესკონფერენციას მწვრთნელის როლში, იქაც გაიჟღერებს ბევრი საინტერესო ფრაზა და გეგმა თუ რას აპირებს იგი, მაგრამ მე ჩემი ცოდნით შევეცდები ვისაუბრო იმაზე, თუ რა ვარიანტები არსებობს "კარდიფის" გასატეხად.

1) სწრაფი მოკლე პასები და მაქსიმალურად გაწელვა ოპონენტის დაცვის.
2) ვინგერების სწორი და მიზანმიმართული მოქმედება.
3) ცენტრალური თავმდამსხმელი, რომელიც ჩემი სუბიექტური აზრით 98% ლუკაკუ იქნება, ვინაიდან "კარდიფთან" პირველი ბურთის მოგება ძალიან რთულია და სოლსკიარეს ჯერ არც დაუნერგავს თავისი სისტემა, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება პირველი ბურთის გრძელი პასით ამოტანას.
4) ცენტრალური რგოლი - კრეატიული გამთამაშებელი და მძიმე ე.წ აპორნი
5) სტანდარტულებიდან თავის დაცვის მექანიზმი.

პრესაში იწერება სავარაუდო შემადგენლობის შესახებაც.

სასტარტო ფორმაცია : 4 - 2 - 3 - 1

------------- დე ხეა ------------------
-დალო - ბაი ---- ჯონსი -- იანგი
------- პოგბა --- ერერა -------------
-- მატა ---- ლინგარდი --- მარსი
----------- რაშფორდი --------------

თუმცა ეს არ არის დაზუსტებული ინფორმაცია.
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
20 დეკემბერი 2018 21:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარდიფთან თამაშ ჯახს რო ვუწოდებთ უკვე გასაგებიცაა იუნაიტედი რა მდგომარეობაშია wink

მადლობა ავტორს დაუზარელი შრომისთვის!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top