თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2018, 14:38
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2510,
კომენტარები: 13
როდის შეხვდება სოლსკიაერი ფეხბურთელებს
ოლე გუნარი მანჩესტერშია
როდის შეხვდება სოლსკიაერი ფეხბურთელებს
როგორც გულშემატკივრისათვის ცნობილია, ოლე გუნარი "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის ბოლომდე წარუძღვება. სოლსკიაერი მანჩესტერში უკვე ჩავიდა, თუმცა ფეხბურთელებს ჯერ არ შეხვედრია. ის მარკ ფელანთან ერთად ფეხბურთელების წინაშე ხუთშაბათს ვარჯიშის წინ წარდგება.

სოლსკიაერი მოურინიოს პოზიციაზე პორტუგალიელის გათავისუფლებიდან 24 საათში დაინიშნა. როგორც მოგეხსენებათ, ოლე გუნარი "მოლდეს" წრთვნიდა, თუმცა ნორვეგიელებმა "იუნაიტედს" თავისი ლეგენდა ცოტა ხნით "ათხოვეს".

"მანჩესტერ იუნაიტედი ყოველთვის ჩემს გულში იყო. ბრწყინვალე შეგრძნებაა ამ როლში ჩემი აქ დაბრუნება. ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ მუშაობას ამ შესანიშნავ ფეხბურთელებთან, სამწრთვნელო შტაბსა და დანარჩენ ყველასთან, ვინც "იუნაიტედშია",- განაცხადა სოლსკიაერმა.

ჟურნალისტები სოლსკიაერის პირველ პრესკონფერენციას პარსკევს ელოდებიან, მანამ სანამ "იუნაიტედი" "კარდიფთან" შესახვედრად გაფრინდება. შეგახსენებთ, რომ "წითლები" მოურინიოს შემდეგ პირველ მატჩს ამ შაბათს ჩაატარებენ.

სერ ალექს ფერგიუსონმა სოლსკიაერი "მოლდედან" 1,5 მილიონ ფუნტად იყიდა 1996 წელს. ოლე გუნარმა "იუნაიტედის" მაისურით 366 მატჩი ჩაატარა და 126 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე პრემიერ ლიგის ექვსი, ინგლისის თასის ორი და ჩემპიონთა ლიგის ერთი ტიტულია.

სოლსკიაერმა მისი კარიერა "იუნაიტედში" 2007 წელს დაასრულა. 2008 წელს "იუნაიტედის" სამწრთვნელო შტაბს შეუერთდა, ხოლო 2010 წელს უკვე "მოლდეს" მწრთვნელად დაინიშნა.


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
19 დეკემბერი 2018 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ვნახოთ ვნახოთ
1
№2
ავტორი: Gamkrelidze
19 დეკემბერი 2018 14:53
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ოპტიმიზტურად ვარ განყობილი და ვნახოთ რა იქნება :)
1
№3
ავტორი: giorgiginturi
19 დეკემბერი 2018 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ყველაფერიც კარგად იქნება, ამ ამაზრზენზე ნაკლებად არიქნება საქმე ყოველშემთხვევაში... ძალიან დიდი მნიშვნელობა რო აქვს კლუბში დალაგებულ ურთიერთობას, ეს კი ვიცით ყველამ.. და იმედია ასეც იქნება..და ლიდერები წასვლაზე აღარ ალაპარაკდებიან... და რაც მთავარია, ფელაინი მატიჩი დარმიანი სასწრაფოდ მოშორდნენ.. მოძრავი ცენტრი სწრაფი ფლანგი და მეც შევაგდებ ათიდან 7ის მაინც :))))
0
№4
ავტორი: MAnUtd7
19 დეკემბერი 2018 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ციტატა: giorgiginturi
ყველაფერიც კარგად იქნება, ამ ამაზრზენზე ნაკლებად არიქნება საქმე ყოველშემთხვევაში... ძალიან დიდი მნიშვნელობა რო აქვს კლუბში დალაგებულ ურთიერთობას, ეს კი ვიცით ყველამ.. და იმედია ასეც იქნება..და ლიდერები წასვლაზე აღარ ალაპარაკდებიან... და რაც მთავარია, ფელაინი მატიჩი დარმიანი სასწრაფოდ მოშორდნენ.. მოძრავი ცენტრი სწრაფი ფლანგი და მეც შევაგდებ ათიდან 7ის მაინც :))))

ფელაინის წასვლაში არ დაგეთანხმები მეგობარო, დამიჯერე ბევრ თამაშში აუცილბელია მსგავსი ტიპის ფეხბურთელი
0
№5
ავტორი: ikeoni
19 დეკემბერი 2018 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ერთი სული მაქვს როდის ვნახავ მწვრთნელად❤️
0
№6
ავტორი: krekera
19 დეკემბერი 2018 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
მეც იმედი მაქვს ამ ბიჭის, ვნახოთ აბაა... იმედია შემტევ ფეხბურთს ათამაშებს!
0
№7
ავტორი: shotkin
19 დეკემბერი 2018 16:36
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
იმედია შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ, გამოვიყენებთ და სკამზე არ დავსვავთ მატას და ფრედს, იმედია ლუკაკუ და პობგა და სხვები ვინც ვერ თამაშობდნენ (და იმედი მაქ რო არ თამაშობდნენ) ფრომაში შევლენ, იმედია მარსიალი მარსიალი იქნება იმედია რაშფორდი იფრენს მოკლედ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი
0
№8
ავტორი: bziki
19 დეკემბერი 2018 16:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ჩემი ასაკის მანჩესტერის ფანობა ყოველთვის იმხელა სიმპატიით ვიქნებით სულშერის მიმართ რო როგორც მწვრთნელს ამ სეზონის ჩაგდებასაც ვაპატიებთ.
იყო ესეთი ლაპარაკები პატარა ასაკის ფანობაში ვინმე ძველი სკოლის კაცს აცადონო და აჰაა ყველაზე იდეალური ვარიანტია, რატოა ყველაზე იდეალური შემიძლია ბევრი არგუმენტის თქმაც.
არავის რო არ გაუშვებს ეგ ცხადია:Dთუნდაც ამ დაცვით რო ბევრად უკეთესი შედეგის დადება შეიძლება მაგას ფილოსოფოსობა არ უნდა.
ოქროს ზამენამ იქნებ ტრენერადაც გაქაჩოს ოქროს ზამენობაო რაღაც ეგეთი გეგმა კი იკითხება მარა აქ გაქაჩვა არ ვიცი:) კაი ტრენერობის გარდა,ტაქტიკების და ვარჯიშების გარდა რკინის ნერვებს,ნებისყოფას და პიროვნულ ხასიათს მოითხოვს ესეთი სიტუაციიდან რამის ეგრევე გაკეთება.
ზიდანები და პოჩეტინოები თუ ვერ დაითანხმეს თამაშის ხარისხის გამოც შეილება აცადონ მეორე წელი
ნუ ლიგას თუ დადებს და რა ზიდანი რა გვარდიოლა ყველა ვარიანტში დარჩება,ჯერ იმედია მაისამდე გაქაჩავს და ეგრევე არ გააგდებენ:D
1
№9
ავტორი: nika_nikusha
19 დეკემბერი 2018 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
იმაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს რაც ხდებოდა, აწი გასავარდნ ზონაში თუ გაგვჩითავენ თორე მეტი რაღა უნდა გააფუჭონ wink მაგრად მაინტერესებს პირველი თამაში როგორ ითამაშენებენ, თუ ამოგვტენა კარდიფმა wink
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
19 დეკემბერი 2018 17:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაგრად მაინტერესებს ვის დააბრუნებს ძირიტადში, ვის უფრო მეტ დროს მისცემს და ზოგადად რა სტილს და რომელ ფეხბურთელებს შეარჩევს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top