თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2018, 14:38
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2507,
კომენტარები: 13
როდის შეხვდება სოლსკიაერი ფეხბურთელებს
ოლე გუნარი მანჩესტერშია
როდის შეხვდება სოლსკიაერი ფეხბურთელებს
როგორც გულშემატკივრისათვის ცნობილია, ოლე გუნარი "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის ბოლომდე წარუძღვება. სოლსკიაერი მანჩესტერში უკვე ჩავიდა, თუმცა ფეხბურთელებს ჯერ არ შეხვედრია. ის მარკ ფელანთან ერთად ფეხბურთელების წინაშე ხუთშაბათს ვარჯიშის წინ წარდგება.

სოლსკიაერი მოურინიოს პოზიციაზე პორტუგალიელის გათავისუფლებიდან 24 საათში დაინიშნა. როგორც მოგეხსენებათ, ოლე გუნარი "მოლდეს" წრთვნიდა, თუმცა ნორვეგიელებმა "იუნაიტედს" თავისი ლეგენდა ცოტა ხნით "ათხოვეს".

"მანჩესტერ იუნაიტედი ყოველთვის ჩემს გულში იყო. ბრწყინვალე შეგრძნებაა ამ როლში ჩემი აქ დაბრუნება. ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ მუშაობას ამ შესანიშნავ ფეხბურთელებთან, სამწრთვნელო შტაბსა და დანარჩენ ყველასთან, ვინც "იუნაიტედშია",- განაცხადა სოლსკიაერმა.

ჟურნალისტები სოლსკიაერის პირველ პრესკონფერენციას პარსკევს ელოდებიან, მანამ სანამ "იუნაიტედი" "კარდიფთან" შესახვედრად გაფრინდება. შეგახსენებთ, რომ "წითლები" მოურინიოს შემდეგ პირველ მატჩს ამ შაბათს ჩაატარებენ.

სერ ალექს ფერგიუსონმა სოლსკიაერი "მოლდედან" 1,5 მილიონ ფუნტად იყიდა 1996 წელს. ოლე გუნარმა "იუნაიტედის" მაისურით 366 მატჩი ჩაატარა და 126 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე პრემიერ ლიგის ექვსი, ინგლისის თასის ორი და ჩემპიონთა ლიგის ერთი ტიტულია.

სოლსკიაერმა მისი კარიერა "იუნაიტედში" 2007 წელს დაასრულა. 2008 წელს "იუნაიტედის" სამწრთვნელო შტაბს შეუერთდა, ხოლო 2010 წელს უკვე "მოლდეს" მწრთვნელად დაინიშნა.


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: krekera
19 დეკემბერი 2018 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ციტატა: bziki
ჩემი ასაკის მანჩესტერის ფანობა ყოველთვის იმხელა სიმპატიით ვიქნებით სულშერის მიმართ რო როგორც მწვრთნელს ამ სეზონის ჩაგდებასაც ვაპატიებთ.
იყო ესეთი ლაპარაკები პატარა ასაკის ფანობაში ვინმე ძველი სკოლის კაცს აცადონო და აჰაა ყველაზე იდეალური ვარიანტია, რატოა ყველაზე იდეალური შემიძლია ბევრი არგუმენტის თქმაც.
არავის რო არ გაუშვებს ეგ ცხადია:Dთუნდაც ამ დაცვით რო ბევრად უკეთესი შედეგის დადება შეიძლება მაგას ფილოსოფოსობა არ უნდა.
ოქროს ზამენამ იქნებ ტრენერადაც გაქაჩოს ოქროს ზამენობაო რაღაც ეგეთი გეგმა კი იკითხება მარა აქ გაქაჩვა არ ვიცი:) კაი ტრენერობის გარდა,ტაქტიკების და ვარჯიშების გარდა რკინის ნერვებს,ნებისყოფას და პიროვნულ ხასიათს მოითხოვს ესეთი სიტუაციიდან რამის ეგრევე გაკეთება.
ზიდანები და პოჩეტინოები თუ ვერ დაითანხმეს თამაშის ხარისხის გამოც შეილება აცადონ მეორე წელი
ნუ ლიგას თუ დადებს და რა ზიდანი რა გვარდიოლა ყველა ვარიანტში დარჩება,ჯერ იმედია მაისამდე გაქაჩავს და ეგრევე არ გააგდებენ:D


მეც იმედი მაქვს რომ გაქაჩავს, ყველაზე მთავარი რაც არის რომ აზრზე მოიყვანოს და მოხოდოს ფეხბურთელები, საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნოს და ბევრად მაღალი ხარისხის თამაშებიც დაიდება რა...
0
№12
ავტორი: devidi
19 დეკემბერი 2018 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
ვნახოთ რა იქნება იმედია ეს მაინც მოაგვარებს ფეხბურთელებთა ურთიერთობას. მანჩესტერში რომ მწვრთნელათ ნიშნავენ ასეიგი რაგაც შეუძლია, იმედია ღოგორც ძველ მანჩესტერი თამაშობდა იმ სტილს გაყვება და შემტევ ფეხბურთს ათამშებს და ამ აყლაყუდა ხალხს მოაშორებს ცენტრიდან და მოძრავ და სწრაფ ფეხბუერთელებს დააყენებს
0
№13
ავტორი: Shota Blues
19 დეკემბერი 2018 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ციტატა: bziki
ჩემი ასაკის მანჩესტერის ფანობა ყოველთვის იმხელა სიმპატიით ვიქნებით სულშერის მიმართ რო როგორც მწვრთნელს ამ სეზონის ჩაგდებასაც ვაპატიებთ.
იყო ესეთი ლაპარაკები პატარა ასაკის ფანობაში ვინმე ძველი სკოლის კაცს აცადონო და აჰაა ყველაზე იდეალური ვარიანტია, რატოა ყველაზე იდეალური შემიძლია ბევრი არგუმენტის თქმაც.
არავის რო არ გაუშვებს ეგ ცხადია:Dთუნდაც ამ დაცვით რო ბევრად უკეთესი შედეგის დადება შეიძლება მაგას ფილოსოფოსობა არ უნდა.
ოქროს ზამენამ იქნებ ტრენერადაც გაქაჩოს ოქროს ზამენობაო რაღაც ეგეთი გეგმა კი იკითხება მარა აქ გაქაჩვა არ ვიცი:) კაი ტრენერობის გარდა,ტაქტიკების და ვარჯიშების გარდა რკინის ნერვებს,ნებისყოფას და პიროვნულ ხასიათს მოითხოვს ესეთი სიტუაციიდან რამის ეგრევე გაკეთება.
ზიდანები და პოჩეტინოები თუ ვერ დაითანხმეს თამაშის ხარისხის გამოც შეილება აცადონ მეორე წელი
ნუ ლიგას თუ დადებს და რა ზიდანი რა გვარდიოლა ყველა ვარიანტში დარჩება,ჯერ იმედია მაისამდე გაქაჩავს და ეგრევე არ გააგდებენ:D

ვოტ, მართალი ხარ. აი მანდ გვიჭირს ზუსტად, ზოგს მგონი საერთოდ კლუბის სიყვარულიც არა აქვს და მარტო გრანდიოზული ხელფასი აკავებს. ამ დამოკიდებულებს შეცვლას ველოდები და მოგვარება ჩემი აზრით ვინმე მანჩესტერელის დანიშვნით შეიძლებოდა. კარგი იქნება თუ არავის მოიყვანენ იდეალურია ჩვენი გუნდის რესურსი ისედაც. ფრონტის სამეული (მარტიალი, ლუკაკუ, რეშფორდი) შესანიშნავია მხოლოდ მოტივაცია აკლიათ და ნაღდათ არ ჩამოუვარდებიან გინდა სიტი აიღეთ გინდა ლივერპული. დაცვაში ნიჭიერი ვინმე გამოგვადა დიაგო დალო, მარცხნივაც კარგი ბიჭები არიან იანგი-შოუ და მე ბაილი-სმოლინის წყვილი მომწონს წენტრალულ მცველებათ, ხშირად ძირითადში ყოფნით უფრო დახვეწენ შეთანხმებულ მოქმედებებს და თუ მოედნის ნახევარიც გავაძლიერედით კიდევ უკეთესი იქნებიან. არც ამ რგოლში ჭირს ხალხი: მაგ. პოგბა, ფრედი, მატა უბრალოთ საკუთარი თავის რწმენა და მეტი მონდომებაა საჭირო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top