თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2018, 13:00
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2487,
კომენტარები: 12
ოფიციალურად: "სოლსკიაერი მოურინიოს შემცვლელად დაინიშნა"
სოლსკიაერთან ერთად სამწრთვნელო შტაბში ფელანსაც ვიხილავთ.
ოფიციალურად:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაადასტურა, რომ სეზონის ბოლომდე კლუბს ოლე გუნარი ჩაუდგება სათავეში.

სოლსკიაერი "იუნაიტედში" 1996 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში მან 366 მატჩი ჩაატარა და 126 გოლის გატანა მოახერხა. 2008 წელს კი "იუნაიტედის" რეზერვების მენეჯერი გახდა.

ოლე გუნარი დაუყოვნებლივ ჩაუდგება კლუბს სათავეში. მენეჯერის ადგილს ის სეზონის ბოლომდე დაიკავებს, მანამ სანამ "იუნაიტედი" ახალ მწრთვნელს არ მოიძიებს. ოლე გუნართან ერთად კლუბში მაიკ ფელანიც გამოჩნდება და სოლსკიაერს "იუნაიტედის" გაწრთვნაში დაეხმარება.

"მანჩესტერ იუნაიტედი ყოველთვის ჩემს გულში იყო. ბრწყინვალე შეგრძნებაა ამ როლში ჩემი აქ დაბრუნება. ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ მუშაობას ამ შესანიშნავ ფეხბურთელებთან, სამწრთვნელო შტაბსა და დანარჩენ ყველასთან, ვინც "იუნაიტედშია",- განაცხადა სოლსკიაერმა.

გუნარის დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა ედ ვუდვორდმაც:

"ოლე კლუბის ლეგენდაა. მას მოედანსა და სამწრთვნელო შტაბში დიდი გამოცდილება აქვს. მისი მანჩესტერულუ ისტორია მხოლოდ იმის დასტურია, რომ ის ამ კლუბით, ამ კულტურით ცხოვრობს. ყველას ძალიან უხარია მისი და ფელანის დაბრუნება. რთული მეორე ნახევარი გველის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველაფერს შეძლებენ და გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს ისევ გააერთიანებენ."

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
19 დეკემბერი 2018 13:11
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რაღაც შეიცვლება ამ პერიოდის განმავლობაში,ალბათ პირველ რიგში ფეხბურთელების მიდგომა,აშკარა იყო მოურიონიოსთვის ისინი აღარ თამაშობდენ.ყველაზე მეტად მაიკლ ფელანის დაბრუნება გამიხარდა და დაეხმარება ოლეს გუნდის მოტივირებასა და სწორი ტაქტიკის შერჩევაში.ასევე დიდი იმედი მაქვს რომ რამენაირად ოთხეულში შევალთ,რადგან ძაან არ მინდა მომავალ სეზონში მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგის გარეშე ვნახო,მითუმეტეს ასე უფრო გაუჭირდებათ მაღალი დონის მწვრთნელის მოყვანა და ასევე ფეხბურთელებისაც,ასევე აუცილებელია ტექნიკური დირექტორი დაინიშნოს,ამით ბევრად დიდი პრობლემა მოგვარდება.ახლა კონკრეტულად ისევ შევეხები მწვრთნელებს,ბოლომდე მაინც იმის იმედი მქონდა რომ ჟარდიმს ან ბლანს დანიშნავდნენ რადგან გამოცდილებასთან ერთად მათი სათამაშო სტილი მშვენივრად ესადაგება იუნაიტედს,მაგრამ რას ვიზამთ,ასეთი არჩევანი გაკეთდა და რაც არ უნდა იყოს ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს მომავლის და სოლსკაიერის მანჩესტერში მოღვაწეობის.
0
№2
ავტორი: kashmara
19 დეკემბერი 2018 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე საგოლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლ თქვენ გენაცვალეთ რა გამიხარდა ცჰემი დედას გეცები საგოლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლ მოუ სჰენი დედაც.... მიდი სულშერ შე მანჩეს სიამაყე მიყვარხარ და წარმატებები გილოცავთ სუყველას ამ განდილას წასვლას!!!!
3
№3
ავტორი: LewisHamilton
19 დეკემბერი 2018 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
მე მაიკ ფელანის მოსვლა უფრო მეტად მიხარია ვიდრე თვითონ ამის)) იმედი მაქვს რომ კლუბის ფილოსოფიაში ასე კარგად გარკვეული ეს ტანდემი რაღაცას უკეთესობისკენ შეცვლის..
0
№4
ავტორი: ikeoni
19 დეკემბერი 2018 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
როგორ მიყავრდა ეს კაცი მიდი სოლსკიაერ შენი იმედი გვაქ love
0
№5
ავტორი: mishiko1
19 დეკემბერი 2018 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
წარმარებები სოლსკიაერს აბა შენ იცი! ორი მცველი და ორიც ნახევარმცველიც უნდა აყიდინოს გუნდს იქნებ ოთხეულში მოვხვდეთ, თუ ლიგის გარეშე დავრჩით ზაფხულში გაგვიჭირდება კარგი ფეხბურთელების გადმობირება.
0
№6
ავტორი: gaga1987
19 დეკემბერი 2018 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
არიცვლება სოლსკი რაა.ისევ ისეთი პატარა ბიჭის სახე აქვს )))))))))))))) იმედია შედეგებს დადებს.
0
№7
ავტორი: shotkin
19 დეკემბერი 2018 15:12
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ისე მეგონა რო ბლანს და ნიშნავდნენ ჩემიაზრიტ უფრო მაღალი დონის მწვრთნელია მარა საინტერესოა ოლეს კანდიდატურაც და ძაან მიხარია რო ფელანიც დაბრუნდა <3 ეგრე რა მგონი დაეტყობა გუნდს ეს ყველაფერი მაიკ ფელანმა იცის სერ ალექსის სკოლაა და იცის რა და როგორ უნდა ქნას ამ კლუბმა
0
№8
ავტორი: MAnUtd7
19 დეკემბერი 2018 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
წარმატებები ოლე! იმედი მაქვს ამდენწლიანი იმედგაცრუებების შემდეგ შენ იქნები ის მწვრთნელი ვინც მანჩესტერს მანჩესტერის ადგილზე დააბრუნებს!
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
19 დეკემბერი 2018 17:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წარმატებები ოლე გუნარს, იმედია გაამართლებს ეს არჩევანი.
0
№10
ავტორი: Best11
19 დეკემბერი 2018 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
ისეთი ადამიანის დანიშვნა რომელსაც მანჩესტერი უზომოდ უყვარს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია თქვენი არ ვიცი მაგრამ მე მეიმედება ამ კაცის და ვნახოთ
რას იზამს love
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top