თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2018, 13:00
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2491,
კომენტარები: 12
ოფიციალურად: "სოლსკიაერი მოურინიოს შემცვლელად დაინიშნა"
სოლსკიაერთან ერთად სამწრთვნელო შტაბში ფელანსაც ვიხილავთ.
ოფიციალურად:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაადასტურა, რომ სეზონის ბოლომდე კლუბს ოლე გუნარი ჩაუდგება სათავეში.

სოლსკიაერი "იუნაიტედში" 1996 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში მან 366 მატჩი ჩაატარა და 126 გოლის გატანა მოახერხა. 2008 წელს კი "იუნაიტედის" რეზერვების მენეჯერი გახდა.

ოლე გუნარი დაუყოვნებლივ ჩაუდგება კლუბს სათავეში. მენეჯერის ადგილს ის სეზონის ბოლომდე დაიკავებს, მანამ სანამ "იუნაიტედი" ახალ მწრთვნელს არ მოიძიებს. ოლე გუნართან ერთად კლუბში მაიკ ფელანიც გამოჩნდება და სოლსკიაერს "იუნაიტედის" გაწრთვნაში დაეხმარება.

"მანჩესტერ იუნაიტედი ყოველთვის ჩემს გულში იყო. ბრწყინვალე შეგრძნებაა ამ როლში ჩემი აქ დაბრუნება. ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ მუშაობას ამ შესანიშნავ ფეხბურთელებთან, სამწრთვნელო შტაბსა და დანარჩენ ყველასთან, ვინც "იუნაიტედშია",- განაცხადა სოლსკიაერმა.

გუნარის დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა ედ ვუდვორდმაც:

"ოლე კლუბის ლეგენდაა. მას მოედანსა და სამწრთვნელო შტაბში დიდი გამოცდილება აქვს. მისი მანჩესტერულუ ისტორია მხოლოდ იმის დასტურია, რომ ის ამ კლუბით, ამ კულტურით ცხოვრობს. ყველას ძალიან უხარია მისი და ფელანის დაბრუნება. რთული მეორე ნახევარი გველის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველაფერს შეძლებენ და გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს ისევ გააერთიანებენ."

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
19 დეკემბერი 2018 18:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
რაღაც ერთი ეჭვი მაქვს და არცთუ უსაფუძვლო.აქცენტი გაკეთდა ისეთ ტრენერზე რომელსაც საკუთარი ეგო არ აქვს პირველ პლანზე და მგონია სპეციალურადაც არის ეგ.მე რატომღაც მგონია რომ პროცესებში ამ სეზონის ბოლომდე ფერგი იქნება დიდი დოზით ჩართული და ამისათვის ისეთი მწვრთნელი იყო საჭირო რომელსაც არ ექნებოდა ამ ყველაფერზე პრობლემა.რატომღაც ასე მგონია
0
№12
ავტორი: Smoke - N
20 დეკემბერი 2018 11:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
Unda gamartlos meti gza agar darchenia amanac tu chaisvara eseigi zevita eshelonshia problema da iqidan Unda davicyot gacmenda dzaan magari kacia 98/99clebshi amis da sheringemis golebis cyalobit aviget liga carmatebebi sulskiaer
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top