"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლე გუნარ სოლსკიაერი მთავარი მწვრთნელის მოვალეობით შემსრულებლის პოსტზე შემთხვევით წარადგინა.
გუშინ "წითელმა ეშმაკებმა" ამ პოსტიდან დაითხოვეს ჟოზე მოურინიო, რომელსაც სულ რაღაც 11 თვის წინ გაუხანგრძლივეს კონტრაქტი და ვადამდელი გათავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 24 მლნ. ფუნტი გადასცეს.
ამ მოვლენის შემდეგ სოლსკიაერი მაშინვე მოექცა "იუნაიტედის" დროებით მწვრთნელთა სიის სათავეში, მიუხედავად იმისა, რომ მან ამ თვეში "მიოლდესთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
გუშინ ღამე კი კლუბის ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ვიდეო 1999 წელს ოლე გუნარის მიერ გატანილი უმნიშვნელოვანესი გოლით, რომელსაც თან ერთვოდა კომენტარი: "ჩვენი დროებითი მწვრთნელი სოლსკიაერი იქნება "ნოუ კამპზე" გატანილი გოლით გაფორმებული ტრებლიდან 20 წლის შემდეგ".
ამჟამად ეს გვერდი წაშლილია, თუმცა მოსალოდნელია, რომ 45 წლის დანიშვნას დიდი დრო აღარ დასჭირდება.
გარდა ამისა, სოლსკიაერს ახალი თანამდებობა მიულოცა ნორვეგიის პრემიერ მინისტრმაც, თუმცა მოგვიანებით მანაც წაშალა პოსტი თვითერზე: