თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2018, 09:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2843,
კომენტარები: 14
კლუბმა სოლსკიაერი შემთხვევით წარადგინა
სოციალურ ქსელში ნორვეგიელი უკვე დროებით მწვრთნელად მოიხსენიება.
კლუბმა სოლსკიაერი შემთხვევით წარადგინა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლე გუნარ სოლსკიაერი მთავარი მწვრთნელის მოვალეობით შემსრულებლის პოსტზე შემთხვევით წარადგინა.

გუშინ "წითელმა ეშმაკებმა" ამ პოსტიდან დაითხოვეს ჟოზე მოურინიო, რომელსაც სულ რაღაც 11 თვის წინ გაუხანგრძლივეს კონტრაქტი და ვადამდელი გათავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 24 მლნ. ფუნტი გადასცეს.

ამ მოვლენის შემდეგ სოლსკიაერი მაშინვე მოექცა "იუნაიტედის" დროებით მწვრთნელთა სიის სათავეში, მიუხედავად იმისა, რომ მან ამ თვეში "მიოლდესთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გუშინ ღამე კი კლუბის ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ვიდეო 1999 წელს ოლე გუნარის მიერ გატანილი უმნიშვნელოვანესი გოლით, რომელსაც თან ერთვოდა კომენტარი: "ჩვენი დროებითი მწვრთნელი სოლსკიაერი იქნება "ნოუ კამპზე" გატანილი გოლით გაფორმებული ტრებლიდან 20 წლის შემდეგ".

კლუბმა სოლსკიაერი შემთხვევით წარადგინა

ამჟამად ეს გვერდი წაშლილია, თუმცა მოსალოდნელია, რომ 45 წლის დანიშვნას დიდი დრო აღარ დასჭირდება.

გარდა ამისა, სოლსკიაერს ახალი თანამდებობა მიულოცა ნორვეგიის პრემიერ მინისტრმაც, თუმცა მოგვიანებით მანაც წაშალა პოსტი თვითერზე:

კლუბმა სოლსკიაერი შემთხვევით წარადგინა
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
19 დეკემბერი 2018 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ზიზუ დაინიშნოს სპორტულ დირექტორად და მანვე აარჩიოს მწვრთნელი ყველაზე კარგი ვარიანტია, ამ ვუდვორდს არ ესმის ეგ საკითხი და რა გაუტრაკეს საქმე ამ გლეიზერებმა
0
№12
ავტორი: bziki
19 დეკემბერი 2018 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
აზე არ ვარ და მოლდეს ბალეშიკების გარდა არავის ეცოდინება რა იდეები აქ ოლეს.
ზეზეურად ფიქრის გარეშე რო არ მოიყვანდნენ ეგეც ფაქტია შიდა სამზარეულო მაინც იცის თან საკმაო ავტორიტეტიც აქ.სქოულზე,გიგზე,ფერდინანდზე და კერიკზე ერთად აღებულზე მეტიც აქ.ავტორიტეტი დიდ ფეხბურთელობას არ ნიშნავს.დროებით მწვრთნელზეც ბევრი კანდიდატი დათანხმდებოდა ჟარდიმები და ეგეთი ფუცნები იოცნებებდნენ დროებითაც რახან ოლეზე შეჩერდნენ რაღაც დაინახეს თორე ესე არ გაუშვებდნენ ჟოზეს
0
№13
ავტორი: LewisHamilton
19 დეკემბერი 2018 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
მაიკ ფელანიც მოჰყვება პირველ ასისტენტად და დიდი ეჭვი მაქვს რეალური სიტუაციის მმართველი მაინც ეგ იქნება. თავიდან ბოლომდე იცის ფერგის ფსიქოლოგია და დიდი იმედი მინდა ვიქონიო რომ კლუბის სისტემაში ამდენი წელი ყოფნის მერე ეს ტანდემი რაღაცის მომტანი იქნება.
0
№14
ავტორი: men1me
19 დეკემბერი 2018 17:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
ამ ჩამონათვალიდან სოლსკაერზე წინ მარტო ჟარდიმს დავაყენებდი.ვერ ვკაიფობ ამ პოჩეტინიოთი და რა ვქნა რა,ეგ არის საუთჰემპტონის მწვრთნელი და მანდ რჩება მისი შესაძლებლობა.გაიხსენეთ შარშანდელი იუვესთან დაპირისპირება.ან შემადგენლობას შეხედეთ ტოპ სასტავი ყავს ტიპს და ერთი ჟანგიანი თასი არ მოუგია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top