თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2018, 16:15
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2803,
კომენტარები: 21
გუნდს კერიკი უხელმძღვანელებს
დროიბით, ახლი მწვრთნელი მაიკლ კერიკი გახდება.
გუნდს კერიკი უხელმძღვანელებს
განვლილი ორი სეზონისა და მესამე სეზონის შუა ნაწილის შემდეგ ჟოზე მოურინიომ გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მანჩესტერული კარიერა დაასრულა. "წითლების" ბოსებმა პორტუგალიელს "ლივერპულთან" განცდილი მარცხი არ აპატიეს და კარებისკენ მიუთითეს.

ბუნებრივია ახალი მწვრთნელის პოსტზე ამ ეტაპზე არავინ დანიშნულა, ამ ყველაფერს დრო სჭირდება ხოლო ვინ იქნება "წითელი ეშმაკუნების' ახალი მენტორი, რომელიც გუნდს დროებით უხელმძღვანელებს.

Sky Sports - ის მიერ გავრცელებული ცნობით, ფეხბურთელებს ჟოზე მოურინიოს აწუკვე ყოფილი შტაბის წევრი მაიკლ კერიკი უხელმძღვანელებს. მაიკლმა ჟოზეს სამწვრთნელო შტაბში მუშაობა მიმდინარე სეზონის დასაწყისშივე დაიწყო.

37 წლის ყოფილი ფეხბურთელი, "მანჩესტერელებს" სეზონის ბოლომდე გაუძღვება. მაშ ასე, ფერგიუსონის ყოფილ შეგირდს ამჟამად უკვე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიხილავთ.

წყარო: euro-football
ახალი ამბები
21 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
18 დეკემბერი 2018 16:21
  • სიახლეები: 2895
  • კომენტარები: 3931
იმაზე უარესი ნამდვილად არ მოხდება დარწმუნებული ვარ რაც შეიძლება მოურინიოს დარჩენის შემთხვევაში მომხდარიყო. იმედია კერიკი ალღოს აუღებს იოლადვე და სასურველ შედეგებს დადებს, მჯერა რო ყველა ათამაშდება ისე როგორც საჭიროა, და ისიც მჯერა, რომ კერიკი ამ მუხტს მისცემს ფეხბურთელებს. დიდი პასუხისმგებლობაა ასე მოკლე დროში გუნდს ჩაუდგე სათავეში მაშინ როდესაც სამწვრთნელო საქმიანობა სულ რაღაც ნახევარი სეზონია დაწყებული გაქვს, თუმცა მჯერა ფერგის ბიჭი იმედებს არ გაგვიცრუებს.
3
№2
ავტორი: Malboro463
18 დეკემბერი 2018 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
რავიცი წარუმატებოლობა მარტო მთავარი მწვრთველოს ბრალი კიარა მთლიანად შტაბის ბრალიცა. ამას რამე განსხვავებული შეხედულებები და გეგმა რომ ქონოდა გუნდის ჭაობიდან ამოყვანის ჟოზე კი მოუსმენდა და რჩევას მიიღებდა.
ჩემი აზრით ეს ფეხბურთელებს მოტივაციას თუ მისცემს თორე ტაქტიკოსობით არამგონია გამოირჩეოდეს არ მჯერა ამ ინგლისელი მწვრთვნელების ყველას ერთი ხედვა აქვს და 20 საუკუნეში არიან ჩარჩენილები

მთავარია ნაცნობობით არ დაიწყოს ძირითადი შემადგენლობის შერჩევა
1
№3
ავტორი: Smoke - N
18 დეკემბერი 2018 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 250
Kerik carmatebebi da aba shen ici rogor atamasheb gunds imedia shenc avtobus ar atamasheb ac chmorinos nairs mjera rom shenc ar xar im mcvrtvnelebis siashi romlebic avtobus atamashebs. Cin manutd
1
№4
ავტორი: LewisHamilton
18 დეკემბერი 2018 16:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
როგორც დაიწერა კერიკი მხოლოდ რამდენიმე დღით იქნება გუნდის მოქმედი მწვრთნელი, უახლოეს 48-72 საათში როგორც ამბობენ ახალი დროებითი მწვრთნელი დაინიშნება არა გუნდის მოქმედი შტაბიდან. საინტერესოა ვისზე შეაჩერებენ არჩევანს. ამ მომენტისთვის მგონი ლორან ბლანი არის მოწინავე კანდიდატურა სეზონის ბოლომდე გუნდის ჩაბარების.
აქ ზოგი წერდა რომ ოცნების კოშკებს ნუ აიშენებთო, მასე გვიხაროდა ვან გაალის გაგდებაცო და მსგავსები. ოცნების კოშკებზე საერთოდ არაა საუბარი, ამით უბრალოდ ის უდიდესი დაძაბულობა და წნეხი განიმუხტა რაც გუნდზე ბევრი თვეა უკვე ჩამოწოლილია. ჩემი აზრით ახლა სულ რო ელიზაბეტ მეორეს 4 ძაღლი დასვან მწვრთნელის სკამზე, მოურინიოზე უარესს ვერაფერს იზამენ. ახლა ყველაზე უარეს შემთხვევაში ან ისევ ისე ჩასვრილები გავაგრძელებთ ან რამე უკეთესობისკენ წავა, ასე რომ ნამდვილად არაფერს ვკარგავთ ჩვენ. ეს კიდე სასიხარულო ამბავია ზუსტადაც.
1
№5
ავტორი: fergitime
18 დეკემბერი 2018 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ოუ არადა არ მინდა სასტიკად
0
№6
ავტორი: Svanchester
18 დეკემბერი 2018 17:16
  • სიახლეები: 2895
  • კომენტარები: 3931
ციტატა: LewisHamilton
როგორც დაიწერა კერიკი მხოლოდ რამდენიმე დღით იქნება გუნდის მოქმედი მწვრთნელი, უახლოეს 48-72 საათში როგორც ამბობენ ახალი დროებითი მწვრთნელი დაინიშნება არა გუნდის მოქმედი შტაბიდან. საინტერესოა ვისზე შეაჩერებენ არჩევანს. ამ მომენტისთვის მგონი ლორან ბლანი არის მოწინავე კანდიდატურა სეზონის ბოლომდე გუნდის ჩაბარების.
აქ ზოგი წერდა რომ ოცნების კოშკებს ნუ აიშენებთო, მასე გვიხაროდა ვან გაალის გაგდებაცო და მსგავსები. ოცნების კოშკებზე საერთოდ არაა საუბარი, ამით უბრალოდ ის უდიდესი დაძაბულობა და წნეხი განიმუხტა რაც გუნდზე ბევრი თვეა უკვე ჩამოწოლილია. ჩემი აზრით ახლა სულ რო ელიზაბეტ მეორეს 4 ძაღლი დასვან მწვრთნელის სკამზე, მოურინიოზე უარესს ვერაფერს იზამენ. ახლა ყველაზე უარეს შემთხვევაში ან ისევ ისე ჩასვრილები გავაგრძელებთ ან რამე უკეთესობისკენ წავა, ასე რომ ნამდვილად არაფერს ვკარგავთ ჩვენ. ეს კიდე სასიხარულო ამბავია ზუსტადაც.

არ ვიცი მეგობარო, სქაი სპორტსმა დაწერა სეზონის ბოლომდე.
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
18 დეკემბერი 2018 17:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
ერთადერთი პლიუსი რაც არის ამ ყველაფერში არის ის რომ განტევების ვაცი გაიწირა და ამით ფსიქოლოგიური მდგომარეობა გუნდში გამოსწორდება.არ ვიცი მე კერიკი რას იზამს და საერთოდ მეეჭვება მაგას რამე შეეძლოს.ახლა უბრალოდ ფეხბურთელები თუ დადებენ თავს მის გამო თან ადვილი ტამაშები გვაქ მიყოლებით.არადა ეს დროებითად ბლანის მოყვანა ვაფშე არ მხიბლავს.დროებითი კი არა ვინც დარჩება ისეთი მოიყვანონ პირდაპირ ასე გადაეწყვე გადმოეწყვე ფეხბურთელებისთვის არის საშინელება.პლიუს რაღა უნდა გააფუჭოს რო?კლოპი ასე შეზონის სუაში მოიყვანეს როგორც მახსოვს და შესაგუებლად ის სეზონის მეორე ნახევარი ეყო.ხოდა ასე გვჭირდება ახლა ჩვენ.ეგ ბლანის ვარიანტი კიდე ძაან არ მხიბლავს.თუ გამოცდილება უნდათ ვენგერი თუ არადა ახალგაზრდა ინოვატორი მწვრთნელი მოიყვანონ

№8
ავტორი: dybbuk
18 დეკემბერი 2018 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1575
ასე თუ რამე გამიხარდებოდა წელს არ მეგონა:))))) რაც შეეხება კერიკს, არანაირი გამოცდილება არააქვს და არ მჯერა მისი და ზოგადად ინგლისელი ტრენერების, ძაან პრიმიტიული შეხედულებები აქვთ და მარტივია მათი დამარცხება, ბლანის მოყვანა კიდე 1-2 წლით წყლის ნაყვად მიმაჩნია, კონტე მეზიზღება, ეგეთი არასერიოზული და უხამსი კაცი არ ეკადრება მანიუს(ჟოზეს კომენტარებიც გვეყოფა ნერვების მოსაშლელად კიდე წლები), პოჩეტინოს ლევი არ გაუშვებს და დიდად არც ის მგონია რო შუა სეზონში მიატოვოს ტოტე, ძაან პოდლი საქციელი იქნება და არ ჩანს ეგეთი კაცი არგენტინელი. რჩება ზიზუ, რომელმაც ისტორიული შედეგი დადო, სხვა თემაა როგორ მოიგო რეალმა ეს ლიგები, მაგრამ ავტორიტეტია, ბევრის კუმირია და მორალურად ძაან წაადგება ბიჭებს ეგეთი კაცი, განსაკუთრებით ჩვენს ფრანგებს, შემტევი ფეხბურთი უყვარს, ერთი მინუსი რაცააქვს ზიდანს ჩემი აზრით ეს ტაქტიკური ცვლილებებია, უჭირს თამაშის მიმდინარეობის შეცვლა. იმედია ამ უკანასკნელს დანიშნავენ და კიდე რამე 3-4 წლიან "ვაი" გადაწყვეტილებას არ მიიღებენ
1
№9
ავტორი: SANDROGRIGA
18 დეკემბერი 2018 17:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ციტატა: LewisHamilton
როგორც დაიწერა კერიკი მხოლოდ რამდენიმე დღით იქნება გუნდის მოქმედი მწვრთნელი, უახლოეს 48-72 საათში როგორც ამბობენ ახალი დროებითი მწვრთნელი დაინიშნება არა გუნდის მოქმედი შტაბიდან. საინტერესოა ვისზე შეაჩერებენ არჩევანს. ამ მომენტისთვის მგონი ლორან ბლანი არის მოწინავე კანდიდატურა სეზონის ბოლომდე გუნდის ჩაბარების.
აქ ზოგი წერდა რომ ოცნების კოშკებს ნუ აიშენებთო, მასე გვიხაროდა ვან გაალის გაგდებაცო და მსგავსები. ოცნების კოშკებზე საერთოდ არაა საუბარი, ამით უბრალოდ ის უდიდესი დაძაბულობა და წნეხი განიმუხტა რაც გუნდზე ბევრი თვეა უკვე ჩამოწოლილია. ჩემი აზრით ახლა სულ რო ელიზაბეტ მეორეს 4 ძაღლი დასვან მწვრთნელის სკამზე, მოურინიოზე უარესს ვერაფერს იზამენ. ახლა ყველაზე უარეს შემთხვევაში ან ისევ ისე ჩასვრილები გავაგრძელებთ ან რამე უკეთესობისკენ წავა, ასე რომ ნამდვილად არაფერს ვკარგავთ ჩვენ. ეს კიდე სასიხარულო ამბავია ზუსტადაც.

ხო მე ვახსენე ოცნების კოშკები, იმიტორო მეც ბევრგან ვნახე რო ვსიო ჟოზე რადგან წავიდა ტრანსფერებიც უკეთესი იქნება, ფეხბურთელებიც ათამაშდებიანო და ახალი მწვრთნელიც კარგი მოვაო, რაც გამორიცხული არაა მარა ასე გადაჭრით ვერაფერს იტყვი. ჟოზეს წასვლის სიხარული სხვაა მარა ამით ხო ეს მოცემულობა რაც დღესაა არ შეიცვლება, ასე მოკლე დროში. ვან გაალი იმიტო ვახსენე, ეგ რო გაუშვეს მაშინაც დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო, ვსიო ავშენდითო მარა დღეს იგივე პრობლემა გვაქ რაც ვან გაალის დროს, უშედეგობა და ცუდი თამაშის ხარისხი. მოკლედ იმის თქმა მინდა რო ახალი მწვრთნელი ავტომატურად არ ნიშნავს შველას, მთავარია სწორად შეარჩიონ მწვრთნელი და იმანაც გაამართლოს, სწორი ტრანსფერები გაკეთდეს და ა.შ. ამას წინა ჩვენი მწვრთნელების მდგომარეობის გათვალისწინებით ვამბობ, ამ ეტაპზე კარგი იყო ჟოზეს გაშვება და სწორიც იყო, თუმცა ახალი მთავრობის მოსვლის არ იყოს, გაისად ტრებლს არავინ არ უნდა ელოდოს, მსგავსი ოპტიმისტური პოსტები ვნახე და მაგიტო ვამბობ wink
0
№10
ავტორი: devidi
18 დეკემბერი 2018 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
იმედია ესეც ან ვინც მოვა გოლიათებით თამაშს არ დაიწყებს და ცოტა მოძრავ ცენტრს დააყენებს მატიჩიც დაბერდა დითხანს ფიქრობს ეგეც გამოსაცვლელია და საერთოთ გუნდია გადასახალისებელი.
კარგი შანსი აქვს ვინც იქნება გუნდი რომ შეკრას და ცოტა ხასიათზე მოვიდნონ იოლი თამაშები აქვს წინ რამოდენიმე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top