თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2018, 16:15
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2804,
კომენტარები: 21
გუნდს კერიკი უხელმძღვანელებს
დროიბით, ახლი მწვრთნელი მაიკლ კერიკი გახდება.
გუნდს კერიკი უხელმძღვანელებს
განვლილი ორი სეზონისა და მესამე სეზონის შუა ნაწილის შემდეგ ჟოზე მოურინიომ გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მანჩესტერული კარიერა დაასრულა. "წითლების" ბოსებმა პორტუგალიელს "ლივერპულთან" განცდილი მარცხი არ აპატიეს და კარებისკენ მიუთითეს.

ბუნებრივია ახალი მწვრთნელის პოსტზე ამ ეტაპზე არავინ დანიშნულა, ამ ყველაფერს დრო სჭირდება ხოლო ვინ იქნება "წითელი ეშმაკუნების' ახალი მენტორი, რომელიც გუნდს დროებით უხელმძღვანელებს.

Sky Sports - ის მიერ გავრცელებული ცნობით, ფეხბურთელებს ჟოზე მოურინიოს აწუკვე ყოფილი შტაბის წევრი მაიკლ კერიკი უხელმძღვანელებს. მაიკლმა ჟოზეს სამწვრთნელო შტაბში მუშაობა მიმდინარე სეზონის დასაწყისშივე დაიწყო.

37 წლის ყოფილი ფეხბურთელი, "მანჩესტერელებს" სეზონის ბოლომდე გაუძღვება. მაშ ასე, ფერგიუსონის ყოფილ შეგირდს ამჟამად უკვე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიხილავთ.



წყარო: euro-football
ახალი ამბები
21 კომენტარი
№11
ავტორი: ALEXFERGUSON
18 დეკემბერი 2018 18:00
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
მწვრთნელს გააჩნია. ბლანი და კერიკი შველა ნამდვილად ვერ იქნება გუნდის. აი ზიდანი თუ მოვიდა,რადიკალურად შეიცვლება სურათი. ვინმეს ეჭვი ეპარება,რომ ზიდანის მისვლით პოგბა არ იფრენს სტადიონზე? ან მარსიალი? ეს 2 გამოვყავი ზიდანის გამო. (ფრანგები) გუნდს ექნება აბსოლიტურად სხვა მოტივაცია. მე არ ვამბობ,რომ მოურინიოს ბრალი იყო ყველაფერი,მარა დიდწილად 95% იყო მაგის ბრალი. მისი მიდგომა ფეხბურთელების მიმართ,დაბრალება ყველაფრის მათზე. არცერთ თამაშზე არ აღება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე. კიდე რომელი ჩამოვთვალო. ვერ დავიჯერებ ვერასდროს,რომ მწვრთნელი ავალებდა სწრაფ შეტევას პირველივე წუთებიდან და ლუკაკუ თავის საჯარიმოში იდგა და მცველებს ეხმარებოდა თავისი ნებით. ვერავინ დამაჯერებს,რომ ფელაინი მატიჩი ერერა ერთად იმიტომ გამოყავდა,რომ უნდა შეეტიათ. შანსი არაა უბრალოდ. ფრეზე თამაში ყველა მატჩში,ბორმუთთან,ბრაიტონთან,ჰალთან,საუთჰემპტონთან და ა.შ. კაცი უნაიტედის მწვრთნელი ხარ ასეთი ისტორიის ნაწილი, ასეთი ტიტულოვანი გუნდის ბოსი და გამოდიხარ და საუკეთესო ექვსულში შევალო ამბობ,ეს არ მოქმედებდა ფეხბურთელებზე ცუდად? შუა მოედანზე პოგბას გუნდის ვირუსი უძახა. უფრო ადრეც უნდა გაეგდოთ ეს,აი სევილიასთან რომ გამოვარდა სამარცხვინოთ მაშინ. ლივერპული,რომელიც კარისკენ 37 ჯერ დაგირტყავს,15 კუთხურს მოგიწვდის,3 გოლს გაგიტანს ბურთს 70% ფლობს და 1 ხელ ურტყავს კარისკენ ,ისიც შემთხვევით,არუნდა გქონდეს ამბიცია რამის საერთოდ. ჩემი მიზანი წყეული ლივერპულის დამხობას,შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაწეროთ!!! (ფერგი) აი ეს ლივერპული რო ასეთ დღეში ჩაგაგდებთ,სწორედ ფერგიუსონის თანდასწრებით, გუნდიდან კი არუნდა გაგდებდნენ. უნდა გამოხვიდე ბოდიში მოიხადო და შენით წახვიდე.
0
№12
ავტორი: Phil Jones
18 დეკემბერი 2018 18:16
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
Keriki ramodenime dge iqneba, sheidzleba 1 tamashic iyos, magram ai naxavt gundi rogori xalisit atamashdes vinc ar unda movides. Me at minda: konte, blani da dacviti stilis uamravi mevrtneli, mtavaria gundma kargi fexburti itamashos da danarcheni mogvardeba yvelaferi, bolobilo fulic tavze sayreladaa da isedac calke agebuli fexburtelebi Aravisze naklebi ar Arian.
0
№13
ავტორი: ikeoni
18 დეკემბერი 2018 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
ციტატა: LewisHamilton
როგორც დაიწერა კერიკი მხოლოდ რამდენიმე დღით იქნება გუნდის მოქმედი მწვრთნელი, უახლოეს 48-72 საათში როგორც ამბობენ ახალი დროებითი მწვრთნელი დაინიშნება არა გუნდის მოქმედი შტაბიდან. საინტერესოა ვისზე შეაჩერებენ არჩევანს. ამ მომენტისთვის მგონი ლორან ბლანი არის მოწინავე კანდიდატურა სეზონის ბოლომდე გუნდის ჩაბარების.
აქ ზოგი წერდა რომ ოცნების კოშკებს ნუ აიშენებთო, მასე გვიხაროდა ვან გაალის გაგდებაცო და მსგავსები. ოცნების კოშკებზე საერთოდ არაა საუბარი, ამით უბრალოდ ის უდიდესი დაძაბულობა და წნეხი განიმუხტა რაც გუნდზე ბევრი თვეა უკვე ჩამოწოლილია. ჩემი აზრით ახლა სულ რო ელიზაბეტ მეორეს 4 ძაღლი დასვან მწვრთნელის სკამზე, მოურინიოზე უარესს ვერაფერს იზამენ. ახლა ყველაზე უარეს შემთხვევაში ან ისევ ისე ჩასვრილები გავაგრძელებთ ან რამე უკეთესობისკენ წავა, ასე რომ ნამდვილად არაფერს ვკარგავთ ჩვენ. ეს კიდე სასიხარულო ამბავია ზუსტადაც.

100%
0
№14
ავტორი: mishiko1
18 დეკემბერი 2018 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ესენი ნამდვილად იდიოტები არიან კერიკს გუნდს როგორ ანდობენ? ასეთი დონის გუნდს კერიკზე ბევრად გამოცდილი მწვრთნელი სჭირდება, ზიზუ თავისუფალია და მოელაპარაკონ ამაზე კარგ კანდიდატს ვერ შეარჩევენ, ზაფხულამდე ადაპტაციასაც გაივლიდა და შემდეგ დასცხებდა.
0
№15
ავტორი: Dato kutaisi
18 დეკემბერი 2018 19:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
მე მომხრე ვარ ახლავე ის მწვრთნელი მოვიდეს რომელიც გუნდს შეეწყობა და გამოჩნდება რამის ცენზურა აქვს თუ არა.თუ ვერაფერს იზამ მანამდე უნდა ცვალონ სანამ შედეგი არ მოვა.მწვრთნელების არ ცვლის ტრადიციები გაიკვეხონ უკან როცა გუნდი თავზე გემხობა.
ახლა უკვე როცა მოუ აღარ გვყავს მემგონი დროა იმ ხალხის გაშვებაზე ფიქრის რომლებიც უბრალოდ ტყუილად გვყავს და რომლებზეც იმედებს ვერ დავამყარებთ ან თუნდაც ჩვენს დონეს არ შეესაბამება
0
№16
ავტორი: janjakomo
18 დეკემბერი 2018 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
გაუმარჯოს ყველას ! კეტილი იყოს ჩემი პირველი კომენტარი საიტზე.
0
№17
ავტორი: Phil Jones
18 დეკემბერი 2018 20:19
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რაც გაუშვეს ეს კაცი სულ იმაზე ვფიქრობ ვინ უნდა მოვიდეს გეგონება ჩემზე იყოს რამე დამოკიდებული :)))))) ხოდა იცით ვინ არის საინტერესო? აი ბეტისის მწვრთნელი, ტიპი 40 წლის ხუაკინით და ჩამოწერილი ტელოთი ისეთ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს ნებისმიერს შეშურდება, შემტევი და ლამაზი, ევროპის ლიგაზეც მაგრად ითამაშეს გადაიხიეს მილანი. რავიცი მე მაგ კაცზეც ვიფიქრებდი თან დაღვინებული კაცი ჩანს.
0
№18
ავტორი: bziki
18 დეკემბერი 2018 20:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მოიყვანონ ვენგერი და აცადონ
0
№19
ავტორი: Z A R D I
18 დეკემბერი 2018 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
ნეტა მოიყვანონ ზიზუ და არა ეს გამოუცდელი ხალხი. (კერიკზე არ მაქვს საუბარი)
0
№20
ავტორი: JuanMata
18 დეკემბერი 2018 22:36
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ფორმალურადაა მწვრთნელი კერიკი, მომავალ მატჩამდე უკვე დანიშნავენ ვინმეს, მეეჭვება კერიკის იმედად გაეშვათ ჟოზე.

ციტატა: Dato kutaisi
ერთადერთი პლიუსი რაც არის ამ ყველაფერში არის ის რომ განტევების ვაცი გაიწირა და ამით ფსიქოლოგიური მდგომარეობა გუნდში გამოსწორდება.არ ვიცი მე კერიკი რას იზამს და საერთოდ მეეჭვება მაგას რამე შეეძლოს.ახლა უბრალოდ ფეხბურთელები თუ დადებენ თავს მის გამო თან ადვილი ტამაშები გვაქ მიყოლებით.არადა ეს დროებითად ბლანის მოყვანა ვაფშე არ მხიბლავს.დროებითი კი არა ვინც დარჩება ისეთი მოიყვანონ პირდაპირ ასე გადაეწყვე გადმოეწყვე ფეხბურთელებისთვის არის საშინელება.პლიუს რაღა უნდა გააფუჭოს რო?კლოპი ასე შეზონის სუაში მოიყვანეს როგორც მახსოვს და შესაგუებლად ის სეზონის მეორე ნახევარი ეყო.ხოდა ასე გვჭირდება ახლა ჩვენ.ეგ ბლანის ვარიანტი კიდე ძაან არ მხიბლავს.თუ გამოცდილება უნდათ ვენგერი თუ არადა ახალგაზრდა ინოვატორი მწვრთნელი მოიყვანონ



დროებითი მწვრთნელი საჭიროა, რომ სეზონი დავასრულოთ, ნორმალური მწვრთნელის გადმობირება ზაფხულში უფრო ადვილი იქნება.
როგორც ჩელსის სეზონი ჰიდინკმა დაასრულა და მერე კონტე მოვიდა.

თუ გაამართლა ამ მწვრთნელმა და დატოვებენ.

მგონია რომ პოჩეტინოს დანიშვნა უნდათ, შეიძლება შეთანხმებასაც მიაღწიეს, უბრალოდ ზაფხულამდე შანსი არაა დატოვოს გუნდი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top