თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2018, 17:45
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2230,
კომენტარები: 12
კინი: "მას ხანდახან ავიწყდება, რომ "იუნაიტედზე" საუბრობს"
როი კინმა მოურინიოს ინტერვიუზე ისაუბრა.
კინი:
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ენფილდზე" დამარცხდა. ჟოზე მოურინიო მატჩის შემდეგ თითქოს და გულშემატკივრის დამშვიდებას ცდილობდა. ჟურნალისტები ეკითხებოდნენ შეძლებდა თუ არა ის ამ პრობლემების მოგვარებას, რაზეც პორტუგალიელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"თუ ტიტულის მოგებას გულისხმობთ, რა თქმა უნდა არა. ამას ვერ მოვაგვარებ. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ოთხეულში დამთავრება. ეს მარტივი არ იქნება. დარწმუნებით ვაცხადებ, რომ ექვსეულში აუცილებლად მოვხვდებით, თუმცა ამ მომენტისთვის ჩვენი მაქსიმუმი ოთხეულია. ჯერ მეხუთე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ და შემდგომ ვიზრუნოთ ოთხეულზე."

როი კინმა მოურინიოს ინტერვიუზე შემდეგი განცხადება გააკეთა:

"ცოტათი საშიში განცხადება იყო... რამდენიმეჯერ მოვუსმინე და მისგან მხოლოდ ერთი პასუხია: "ვფიქრობ, ოთხეულში მოხვედრას შევძლებთ". ნეტავ იცის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედზე" საუბრობს? თუმცა რას ვიზამთ, სწორედ ამ პოზიციაზე უწევთ ყოფნა."

"სამწუხაროა, მაგრამ თვალებს ვერ ავიხვევთ. ასეთია დღეს "იუნაიტედის" მდგომარეობა. მათი მაქსიმუმი - ოთხეულია."

"თქვენ რომ მთვარიდან ჩამოსული იყოთ და "იუნაიტედის" თამაში დღეს პირველად გეყურებინათ, იტყოდით, რომ ეს "პრემიერ ლიგის" საშუალო დონის გუნდია."

"ჩვენ ლოგოს, ისტორიას, ტიტულებს ვუყურებთ და ვაფასებთ. ეს ფეხბურთელები უბრალოდ საკმარისად კარგები არ არიან "იუნაიტედისთვის". ასე რომ კრიტიკის მიზეზსაც კი ვერ ვხედავ."

"იუნაიტედი" გაცილებით მეტს იმსახურებს ვიდრე ახლა აქვს. გადახედეთ მის ისტორიას, მის წარსულს, მის ტიტულებს. ეს ყოველთვის იყო გუნდი, რომელიც პრობლემებს ქმნიდა, ტიტულებისთვის იბრძოდა... და ახლა?!"

"ვფიქრობ, ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მოურინიომაც აღნიშნა ეს და არ მიკვირს. ის თავის ფეხბურთელებს იცავს და ასეც უნდა იყოს."

"თუმცა მას ტოპ ფეხბურთელებთან პრობლემები აქვს. მაგალითად პოლ პოგბა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მოედანზე შესვლის უფლება არ მიუციათ."

"თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ მისი დღეები დათვლილია. ვფიქრობ, ისინი იანვარში არაფერს გააკეთებენ, თუმცა ზაფხულში "იუნაიტედი" მის გაყიდვას შეეცდება. ეს მისთვის არ იქნება პრობლემა, "იუნაიტედი" ადრეც დაუტოვებია."

"არ ვამბობ იმას, რომ ფეხბურთელებს თავისი მაქსიმუმი არ გაუკეთებიათ, თუმცა დაცვაში გვიჭირს, ძალიან გვიჭირს. ვიცი, რომ ბევრი ფული დაიხარჯა, მაგრამ თუ საჭირო გახდება მეტიც უნდა დაიხარჯოს. "მანჩესტერ იუნაიტედი" ხარ, აუცილებლად უნდა იშოვო ფეხბურთელი, რომელიც შენი ტოლფასია."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 დეკემბერი 2018 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს სიტვაცია თორე ესე არაფერი არ გამოვა :(((
0
№2
ავტორი: martial99
17 დეკემბერი 2018 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ნეტა როდის დადგება ის დღე მოუს რომ გაუშვებენ((((
0
№3
ავტორი: Barsaaa
17 დეკემბერი 2018 18:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
Sauli an isco gindat win kide dibala da beili dacvashi humelsi da VSO mshvenieri gundi iqneba isev maniu
0
№4
ავტორი: martial99
17 დეკემბერი 2018 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
არა რა საული
ციტატა: Barsaaa
Sauli an isco gindat win kide dibala da beili dacvashi humelsi da VSO mshvenieri gundi iqneba isev maniu
0
№5
ავტორი: Barsaaa
17 დეკემბერი 2018 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ციტატა: Barsaaa
Sauli an isco gindat win kide dibala da beili dacvashi humelsi da VSO mshvenieri gundi iqneba isev maniu

Gigzi ginda mwvrtnelad :D? Mou sauketesoa ubralod ar yavs sastavi ro miagwios tore evropa liga xo moigo ligaze kide ar gaumartla winaze
0
№6
ავტორი: temo-scholes
17 დეკემბერი 2018 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Yvelafershi vetanxmebi... Modi shenc cade bedi ar ginda...?
0
№7
ავტორი: Since1999
17 დეკემბერი 2018 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ციტატა: Barsaaa
Sauli an isco gindat win kide dibala da beili dacvashi humelsi da VSO mshvenieri gundi iqneba isev maniu
Gigzi ginda mwvrtnelad :D? Mou sauketesoa ubralod ar yavs sastavi ro miagwios tore evropa liga xo moigo ligaze kide ar gaumartla winaze


ძმა შენ თუ უყურე აიაქსი ბაიერნის თამაშს წინა კვირაში, მაშინ ადვილად მიხვდები რას ნიშნავს კარდი მწვრთნელი. თამაშში იყო ყველაფერი, ბრძოლის ჟინი, ლაღი, შემტევი, კომბინაციური ფეხბურთი გრძელი გადაცემებით და ვის წინააღმდეგ? მიუხენის ბაიერნის. ალბათ იმაშიც დამეთანხმები, რომ იუნაიტედს ბევრად უკეთესი შემადგენლობა ყავს ვიდრე აიაქსს.
მოურინიო და მისნაირი ავტობუსა მწვრთნელები კლავენ ფეხბურთს და ამდიდრებენ ტოტალიზატორებსა და ისედაც მდიდარ ბიზნესმენებს.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
17 დეკემბერი 2018 19:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველა კრიტიკოსი ასე თუ ისე მართალს ამბობს, კინიც მართალია ამ შემთხვევაში მარა სამწუხაროდ ხელმძღვანელობაზე იუნაიტედის ლეგენდების აზრიც არ მოქმედებს როგორც ჩანს
0
№9
ავტორი: bachooo
17 დეკემბერი 2018 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
მართალია, და ჩემი აზრით მოტივატორი მწვრთნელი უნდა იყოს და არა რომელიმე კონკრეტული არვცი რავთქვა გუშინ თამაშს ვუყურე და არვიცი რაუნდა მეთქვა უსუსური გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და კიდე გამართლებაო მაუმ ,რატო გაუმართლა? გაუმართლა რომ 36 ჯერ დაარტყა და 3 გოლი გაგვივიდა :/
0
№10
ავტორი: Samno
17 დეკემბერი 2018 22:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11
ეს რო მწვრთნელი იყოს შეიძლება ტაქტიკურად მოიკოჭლებდეს გუნდი მარა ამაზე მაგარი მოტივატორი ვინგინდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top