თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2018, 17:45
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2235,
კომენტარები: 12
კინი: "მას ხანდახან ავიწყდება, რომ "იუნაიტედზე" საუბრობს"
როი კინმა მოურინიოს ინტერვიუზე ისაუბრა.
კინი:
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ენფილდზე" დამარცხდა. ჟოზე მოურინიო მატჩის შემდეგ თითქოს და გულშემატკივრის დამშვიდებას ცდილობდა. ჟურნალისტები ეკითხებოდნენ შეძლებდა თუ არა ის ამ პრობლემების მოგვარებას, რაზეც პორტუგალიელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"თუ ტიტულის მოგებას გულისხმობთ, რა თქმა უნდა არა. ამას ვერ მოვაგვარებ. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ოთხეულში დამთავრება. ეს მარტივი არ იქნება. დარწმუნებით ვაცხადებ, რომ ექვსეულში აუცილებლად მოვხვდებით, თუმცა ამ მომენტისთვის ჩვენი მაქსიმუმი ოთხეულია. ჯერ მეხუთე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ და შემდგომ ვიზრუნოთ ოთხეულზე."

როი კინმა მოურინიოს ინტერვიუზე შემდეგი განცხადება გააკეთა:

"ცოტათი საშიში განცხადება იყო... რამდენიმეჯერ მოვუსმინე და მისგან მხოლოდ ერთი პასუხია: "ვფიქრობ, ოთხეულში მოხვედრას შევძლებთ". ნეტავ იცის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედზე" საუბრობს? თუმცა რას ვიზამთ, სწორედ ამ პოზიციაზე უწევთ ყოფნა."

"სამწუხაროა, მაგრამ თვალებს ვერ ავიხვევთ. ასეთია დღეს "იუნაიტედის" მდგომარეობა. მათი მაქსიმუმი - ოთხეულია."

"თქვენ რომ მთვარიდან ჩამოსული იყოთ და "იუნაიტედის" თამაში დღეს პირველად გეყურებინათ, იტყოდით, რომ ეს "პრემიერ ლიგის" საშუალო დონის გუნდია."

"ჩვენ ლოგოს, ისტორიას, ტიტულებს ვუყურებთ და ვაფასებთ. ეს ფეხბურთელები უბრალოდ საკმარისად კარგები არ არიან "იუნაიტედისთვის". ასე რომ კრიტიკის მიზეზსაც კი ვერ ვხედავ."

"იუნაიტედი" გაცილებით მეტს იმსახურებს ვიდრე ახლა აქვს. გადახედეთ მის ისტორიას, მის წარსულს, მის ტიტულებს. ეს ყოველთვის იყო გუნდი, რომელიც პრობლემებს ქმნიდა, ტიტულებისთვის იბრძოდა... და ახლა?!"

"ვფიქრობ, ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მოურინიომაც აღნიშნა ეს და არ მიკვირს. ის თავის ფეხბურთელებს იცავს და ასეც უნდა იყოს."

"თუმცა მას ტოპ ფეხბურთელებთან პრობლემები აქვს. მაგალითად პოლ პოგბა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მოედანზე შესვლის უფლება არ მიუციათ."

"თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ მისი დღეები დათვლილია. ვფიქრობ, ისინი იანვარში არაფერს გააკეთებენ, თუმცა ზაფხულში "იუნაიტედი" მის გაყიდვას შეეცდება. ეს მისთვის არ იქნება პრობლემა, "იუნაიტედი" ადრეც დაუტოვებია."

"არ ვამბობ იმას, რომ ფეხბურთელებს თავისი მაქსიმუმი არ გაუკეთებიათ, თუმცა დაცვაში გვიჭირს, ძალიან გვიჭირს. ვიცი, რომ ბევრი ფული დაიხარჯა, მაგრამ თუ საჭირო გახდება მეტიც უნდა დაიხარჯოს. "მანჩესტერ იუნაიტედი" ხარ, აუცილებლად უნდა იშოვო ფეხბურთელი, რომელიც შენი ტოლფასია."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manchesteri 20
17 დეკემბერი 2018 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
დროზე უნდა მოიყვანოს ხელ;მზგვანელობამ წესიერი მენეჯერი
0
№12
ავტორი: Phil Jones
18 დეკემბერი 2018 01:54
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
kinia mosayvani! imitom kiara rom magari taqtikosia an rame egeti, ubralod gunds daalagebs da cancarebs daurxevS!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top