თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2018, 09:33
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2291,
კომენტარები: 16
"უიღბლობის გამო დავმარცხდით"
მოურინიო მატჩის შემდეგ
ჟოზე მოურინიომ "ლივერპულთან" გამართულ მატჩზე ისაუბრა. "იუნაიტედი" "ენფილდზე" "პრემიერ ლიგის" მატჩში პირველად დამარცხდა 2013 წლის შემდეგ.

ჩვენ გვჯეროდა, რომ შეგვეძლო გამარჯვება.
"მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ და გვაჩვენეს კიდეც, რომ ყველაზე ძლიერები არიან. რთულია ამ დროს გოლის გატანა. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის რთული პერიოდი პირველი 20 წუთი იყო. ჩვენ უბრალოდ წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ მათ ფანტასტიკურ ჟინს და სისწრაფეს. ამის შემდეგ, თითქოს, თამაში დავამშვიდეთ და მატჩს ვაკონტროლებდით. აშკარა იყო, რომ ისინი უფრო ხშირად გვიტევდნენ, ვიდრე ჩვენ მათ. ისინი უფრო ხშირად ლაშქრავდნენ ჩვენს ნაწილს, ვიდრე ჩვენ მათსას. იყო მომენტი, როცა მათ უკვე 30 იარდიდან უწევდათ დარტყმა და სწორედ ამ მომენტში ვიგრძენით, რომ გამარჯვება შეგვეძლო. შეიძლება ეს დაუმსახურებელი ყოფილიყო, მაგრამ ხანდახან ფეხბურთში ასეც ხდება. თუმცა სწორედ ამ მომენტში გავუშვით ორი გოლი. დავიდ დე ხეამ შემდგომ აღნიშნა გასახდელში, რომ წესით, ასეთ ბურთებს მარტივად მოიგეირებდა, მაგრამ ორივე რიკოშეტი იყო და სწორედ ამიტომაც ვერ შეძლო ჩვენი გადარჩენა."

იღბალი "ლივერპულის" მხარეს იყო
"თუ იღბალზე გსურთ საუბარი, მაშინ არ გამოტოვოთ მათი მეორე და მესამე გოლები. რაც შეეხება ჩვენს ბურთს, ის ძალიან ლამაზი იყო. მეკარეს ამ შემთხვევაში ვერ დაანაშაულებთ, მე მის ქმედებას მხოლოდ ნახევარ შეცდომას ვუწოდებდი. ამ შემთხვევაში გოლის გატანა უფრო ლუკაკუსა და ლინგარდის კარგი მოძრაობის დამსახურება იყო, ვიდრე მათი მეკარის შეცდომა. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იღბალი მათ მხარეს იყო, განსაკუთრებით მეორე და მესამე გოლების დროს."

ოთხეული ჯერ კიდევ მიღწევადია
"ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ოთხეულში შესვლა. ეს მარტივი არ იქნება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ის დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ექვსეულში მოვხვდებით, მაგრამ ამ სიტუაციაში ყველასთვის სანატრელი და საუკეთესო გამოსავალი ოთხეულია. ახლა ჯერ მეხუთე ადგილზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ ოთხეულზე."

ფეხბურთელები მაქსიმალურად იხარჯებიან
"ფეხბურთელი ვალდებულია, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს ყოველდღიურად, ყოველ მატჩში, ყოველ წუთას, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მენეჯერი, შენ ვალდებული ხარ, რომ მაქსიმუმი გააკეთო. შენ, როგორც ფეხბურთელს, კლუბი გიხდის ფულს, გულშემატკივრები გიხდიან ყოველ მატჩზე იქ სიარულით და შენ გვერდში დგომით. ამიტომ ხარ ვალდებული, რომ გააკეთო ყველაფერი. ეს კლუბისა და გულშემატკივრების პატივისცემის საკითხია. დღეს კი ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს. "ლივერპული" უკეთესი გუნდია. ვერ შევედრებით ვერც სტაბილურობაში, ვერც შეტევაში, ვერც ფიზიკურ მომზადებაში, ვერც ტექნიკაში. ისინი უბრალოდ ჩვენზე უკეთესები არიან. თუმცა ჩვენ თამაშში ბოლომდე ვიყავით ჩართული და მხოლოდ უიღბლობის გამო გაგვივიდა ორი გოლი. მატჩი ფრედ უნდა დამთავრებულიყო."

ტრავმები
"მარსიალმა, დალომ, დარმიანმა და ლინდელოფმა მხოლოდ ერთი დღე ივარჯიშეს. მთელი კვირის განმავლობაში არ ვიცოდი ვინ ითამაშებდა. მთელი კვირა კი არა, ბოლო წუთებშიც არ ვიცოდი შეძლებდა თუ არა რამდენიმე მათგანი თამაშს. თუმცა არ ვამბობ, რომ მატჩი ამის გამო წავაგეთ. ეს გამართლება არ არის."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: misteryou
17 დეკემბერი 2018 09:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ან მე ვარ ბრმაა ან ამას ყ... აქვს ღრმაად, ნახევარი გუნდი გასაშვებია ლუკაკუც ფელაინიც მიაყოლეთ
4
№2
ავტორი: gaga1987
17 დეკემბერი 2018 09:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ეჰ ფერგი ფერგი.რასახით იჯექი ტრიბუნაზე ((((((((((
2
№3
ავტორი: OzBeTa
17 დეკემბერი 2018 10:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
დავიღალე უკვე რა გუნდი არის სასწრაფოდ გასაწმენდი, 1 ჟოზეთი უნდა დაიწყონ და მიაყოლონ: ჯონსი, დარმიანი, როხო, ფელაინი, ლუკაკუ და მოიყვანონ მათ ადგილას: კულიბალი, ისკო, ვერატი, კეინი.

ასევა მარჯვენა შემტევი ვინგერი მაღალი დონის
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№4
ავტორი: england123
17 დეკემბერი 2018 10:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
შენი უნამუსო დედას ცენზურა შენსას კიდე გამართლებაზე ლაპარაკობ შეე უნამუსოო 11 _ 2 ზე იყო კარში დარტყმებიო გვაჯობეს და აღიარეე , არ ხარ შენ იუნაიტედის ღირსიი , გაუშვით ეს ****იი მანჩესტერიდან
1
№5
ავტორი: Human
17 დეკემბერი 2018 11:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
სამწუხაროდ გადაგვირბინეს ! მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ ეს იყო რეალობა და უნდა შევეგუოთ.
გუნდი რო 36ჯერ დაგირტყავს, 15 კუთხურს ჩამოაწვდის და 90 წუთი წნეხის ქვეშ ხარ მემგონი იუღბლობას არ უნდა დააბრალო
1
№6
ავტორი: Capolista
17 დეკემბერი 2018 11:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
სალამი ძმებო. მე იუვენტუსის ბანაკიდან გაწუხებთ))) მაურინიოზე ვკითხულობდი ნაწერებს და მინდოდა, როგორც განსხვავებული კლუბის მხარდამჭერს ჩემი აზრი გამეზიარებინა. 1 რიგში უნდა ითქვას, რომ მაურინიო არის ტოპ მწრთვნელი, რომელიც მოვიდა მისი საფეხბურთო ფილოსოფიისგან აბსოლუტურად საპირისპირო ტრადიციების მატარებელ კლუბში და შეტევაზე დაგეშილ მანჩესტერს შეაჩეჩა დაცვითი სტილი. ამას ვერ შეეჩვივნენ ვერც ფეხბურთელები, ვერც ფანებიი და ვერც ნეიტრალური გულშემატკივარი. აქ მარტო პიროვნულ მოწონება-არ მოწონებაზე აღარაა საუბარი. ქვეცნობიერად მანიუს იგროკების 90% არ მოსწონს ეს სტილი, როგორც ჩელსის იგროკებს არ მოსწონდათ კონტესი, მაგრამ უნდა ითქვას მაურინიო ამ სტილის წყალობით გახდა ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მწრთვნელი. მანჩესტერს ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელები, მაგრამ ვერ შეიკრა როგორც გუნდი. გამოსავალი 2 სახისაა, ან მანიუს ფეხბურთელები შეიწირავენ მოურინიოს, როგორც ბავარიელებმა შეიწირეს ანჩელოტი, ან პირიქით და ეჭვი მაქვს ასეც მოხდება. ჟოზე ნელ-ნელა მოიშორებს ფეხბურთელებს, რომლებთან მუშაობაც არ უნდა. მისი გაშვება რომ სდომოდათ აქამდე დაითხოვდნენ და მოიყვანს ძირითადად მუშა და დაცვით სტილს შეჩვეულ იგროკებს. მე ვფიქრობ ამისთვის საჭირო იქნება 2 სეზონი და შემდეგ სულ სხვანაირ მანიუს ვიხილავთ. უფრო დაცვითს, ორგანიზებულ და პრაქტიკულ ფეხბურთის მოთამაშეს. გული არ გაიტეხოთ ეს დროებითია, ალეგრიმაც იგივე სამუშაო ჩაატარა იუვეში. ასე ერთბაშად ყველა სტარს ვერ დაუპირისპირდებოდა, შესაბამისად ნელნელა და სეზონ-სეზონ მოიცილა ვიდალი, მარკიზიო, ლიხტშტაინერი, კომანი და ა.შ. ვერც გაამტყუნებ, შეუძლებელია ყველა ფეხბურთელთან იდეალურად დაგეწყოს ურთიერთობა.
3
№7
ავტორი: mishiko1
17 დეკემბერი 2018 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ეს გუნდი არ არის ეს მარტი ფულის საკეთებელი ადგილია. აქ ფეხბურთი ყველას მაგრად კიდია, აქედან 4 ან 5 ფეხბურთელს თუ დატოვებ დანარჩენს მწვრთნელის ჩათვლით უნდა დაახვევინო კლუბიდან და ვუდვორდიც ზედ უნდა მიაყოლო. საერთოდ რას აკეთებენ ან რაზე ფიქრობენ ეგ შიბელძაღლები არ მესმის ანგრევენ გუნდს, ეს დებილი მოუ გამოდის არც კი რცხვენია მეოთხეზე გაგვიჭირდება მაგრამ მეექვსეზე გავალთ უეჭველიო, ეგ ცოტახნის წინ მეოთხეზეც უეჭველი გადიოდა, ისე ვატყობ საქმეს მეექვსეც სანატრელი გაგვიხდება.
1
№8
ავტორი: ikeoni
17 დეკემბერი 2018 12:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Eqvseulshi uechveli movxdebitooo???:(((
0
№9
ავტორი: giorgi_mg
17 დეკემბერი 2018 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იმ მდგომარეობაში ვართ გინებით და ლანძღვითაც ვეღარ ვკმაყოფილდებით, უბრალოდ ვჩუმდები რო აზრი აღარ აქვს რამის თქმას, ყველაფერი გასაგებია, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ რომ ვერ წარმოვიდგენდი ისეთში.
0
№10
ავტორი: Since1999
17 დეკემბერი 2018 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
გაუმარჯოს მანიუს გულშემატკივრებო.
მანჩესტერს 1999 წლიდან ვგულშემატკივრობ და ეს მხოლოდ მოგებული ფინალის გამო არ მომხდარა. მანჩესტერი თამაშიდან-თამაშამდე, სეზონიდან-სეზონამდე უფრო მაყვარებდა თავს, მისი სათამაშო სტილისა და ფეხბურთის მიმართ უდუდესი პატივისცემისა სიყვარულით. ერთს ვიტყვი, ეს იუნაიტედია და გამოირჩევა ყველა სხვა გრანდისგან. თავის დროზე, დებიუტში ფერგიუსონსაც ჰქონდა კრიზისი მანჩესტერში, მაგრამ შემდეგ რა მოხდა მთელმა მსოფლიომ იხილა. მე ვფიქრობ იგივე ვუდვორდმაც და გლეიზერებმაც ზუსტად იცოდნენ(ახლაც იციან), რომ მოურინიო არაა იუნაიტედის სათამაშო სტილის მწვრთნელი. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მოუს აქ მოყვანა თავიდანვე შეცდომა იყო, თუმცა ვიმეორებ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ისეთი გაქანების ხალხი, როგორც გლეიზერები არიან, ნაკლებად უშვებენ ფუნდამენტურ შეცდომებს. შესაბამისად გვაქვს ორი შესაძლო ლოგიკური ვარიანტი: 1) გლეიზერები, როგორც ბიზნესმენები და კაპიტალისტური იდეის მატარებელი ამერიკელი ნაძირლები, ფინასურად ყოველდღიურად ძლიერდებიან, ხელოვნურად შექმნილი კრიზით.(ვგულისხმობ, მედიას, პიარ აქციებს, სატრანსფერო პოლიტიკას, ინტრიგებს და ა.შ.) სამწუხაროდ, ეს კლუბითვის დამღუპველია, მაგრამ იუნაიტედი ინერციით ინარჩუნებს პოპულარობას მსოფლიოში. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ვფიქრობ თაობების შეცვლის პროცესს ვეღარ გავუძლებთ და ისეთი პატარა ბიჭისთვის, როგორიც მე პირადად ვიყავი 1999 წელს, რთული იქნება ამ სვარკა ფეხბურთის მოთამაშე მანჩესტერის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება და აირჩევს თუნდაც ლივერპულს, ან რომელიმე სხვა გრანდს. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ როცა ეს დღე დადგება და კლუბი დაკარგავს პოპულარულობას თუნდაც 1%-ით, გლეიზერებს და მათ ანალიტიკოსებს ეს არ გამორჩებათ და უმალვე გაყიდიან სარფიანად კლუბს, თუნდაც ვინმე არაბ შეიხზე. 2) მეორე შესაძლო ვარიანტად შეიძლება განვიხილოთ, იუნაიტედის პრინციპულობა და ჰუმანურობა, რომელიც გულისხმობს ადამიანებისთვის ნდობის ბოლომდე გამოცხადებას. განსაკუთრებით ბოლო წლებში მომხდარი სამწვრთნელო როტაციებით გამოწვეული უშედეგობა ამყარებს ამ მოსაზრებას.
ერთი ცხადია, ჩვენ ბევრი რამის შეცვლა არ შეგვიძლია მოცემულ სიტუაციაში. უბრალოდ გული მწყდება, როცა იუნაიტედის თამაში იწყება, უსაზღვრო ინტერესის ნაცვლად შიში მეუფლება მოსალოდნელი იმედგაცრუების. დასაიმედებლად ვიტყვი, მე მჯერა საღი აზრის და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდების, რომლებმაც საკუთარი ცხოვრებით და მოღვაწეობით მოიყვანეს გუნდი დღემდე. ისინი არ დაუშვებენ ამ მარაზმს და ვფიქრობ ნებისმიერი მათგანი უკეთესი მწვრთნელი, მენეჯერი, დირექტორი იქნება და საერთოდ არ გვჭირდება ამ საკადრო სეგმენტის სხვა კლუბებში თუ ნაკრებებში ძებნა. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი დროებითი მგონია :):):):)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top