თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2018, 09:33
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2297,
კომენტარები: 16
"უიღბლობის გამო დავმარცხდით"
მოურინიო მატჩის შემდეგ
ჟოზე მოურინიომ "ლივერპულთან" გამართულ მატჩზე ისაუბრა. "იუნაიტედი" "ენფილდზე" "პრემიერ ლიგის" მატჩში პირველად დამარცხდა 2013 წლის შემდეგ.

ჩვენ გვჯეროდა, რომ შეგვეძლო გამარჯვება.
"მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ და გვაჩვენეს კიდეც, რომ ყველაზე ძლიერები არიან. რთულია ამ დროს გოლის გატანა. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის რთული პერიოდი პირველი 20 წუთი იყო. ჩვენ უბრალოდ წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ მათ ფანტასტიკურ ჟინს და სისწრაფეს. ამის შემდეგ, თითქოს, თამაში დავამშვიდეთ და მატჩს ვაკონტროლებდით. აშკარა იყო, რომ ისინი უფრო ხშირად გვიტევდნენ, ვიდრე ჩვენ მათ. ისინი უფრო ხშირად ლაშქრავდნენ ჩვენს ნაწილს, ვიდრე ჩვენ მათსას. იყო მომენტი, როცა მათ უკვე 30 იარდიდან უწევდათ დარტყმა და სწორედ ამ მომენტში ვიგრძენით, რომ გამარჯვება შეგვეძლო. შეიძლება ეს დაუმსახურებელი ყოფილიყო, მაგრამ ხანდახან ფეხბურთში ასეც ხდება. თუმცა სწორედ ამ მომენტში გავუშვით ორი გოლი. დავიდ დე ხეამ შემდგომ აღნიშნა გასახდელში, რომ წესით, ასეთ ბურთებს მარტივად მოიგეირებდა, მაგრამ ორივე რიკოშეტი იყო და სწორედ ამიტომაც ვერ შეძლო ჩვენი გადარჩენა."

იღბალი "ლივერპულის" მხარეს იყო
"თუ იღბალზე გსურთ საუბარი, მაშინ არ გამოტოვოთ მათი მეორე და მესამე გოლები. რაც შეეხება ჩვენს ბურთს, ის ძალიან ლამაზი იყო. მეკარეს ამ შემთხვევაში ვერ დაანაშაულებთ, მე მის ქმედებას მხოლოდ ნახევარ შეცდომას ვუწოდებდი. ამ შემთხვევაში გოლის გატანა უფრო ლუკაკუსა და ლინგარდის კარგი მოძრაობის დამსახურება იყო, ვიდრე მათი მეკარის შეცდომა. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იღბალი მათ მხარეს იყო, განსაკუთრებით მეორე და მესამე გოლების დროს."

ოთხეული ჯერ კიდევ მიღწევადია
"ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ოთხეულში შესვლა. ეს მარტივი არ იქნება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ის დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ექვსეულში მოვხვდებით, მაგრამ ამ სიტუაციაში ყველასთვის სანატრელი და საუკეთესო გამოსავალი ოთხეულია. ახლა ჯერ მეხუთე ადგილზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ ოთხეულზე."

ფეხბურთელები მაქსიმალურად იხარჯებიან
"ფეხბურთელი ვალდებულია, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს ყოველდღიურად, ყოველ მატჩში, ყოველ წუთას, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მენეჯერი, შენ ვალდებული ხარ, რომ მაქსიმუმი გააკეთო. შენ, როგორც ფეხბურთელს, კლუბი გიხდის ფულს, გულშემატკივრები გიხდიან ყოველ მატჩზე იქ სიარულით და შენ გვერდში დგომით. ამიტომ ხარ ვალდებული, რომ გააკეთო ყველაფერი. ეს კლუბისა და გულშემატკივრების პატივისცემის საკითხია. დღეს კი ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს. "ლივერპული" უკეთესი გუნდია. ვერ შევედრებით ვერც სტაბილურობაში, ვერც შეტევაში, ვერც ფიზიკურ მომზადებაში, ვერც ტექნიკაში. ისინი უბრალოდ ჩვენზე უკეთესები არიან. თუმცა ჩვენ თამაშში ბოლომდე ვიყავით ჩართული და მხოლოდ უიღბლობის გამო გაგვივიდა ორი გოლი. მატჩი ფრედ უნდა დამთავრებულიყო."

ტრავმები
"მარსიალმა, დალომ, დარმიანმა და ლინდელოფმა მხოლოდ ერთი დღე ივარჯიშეს. მთელი კვირის განმავლობაში არ ვიცოდი ვინ ითამაშებდა. მთელი კვირა კი არა, ბოლო წუთებშიც არ ვიცოდი შეძლებდა თუ არა რამდენიმე მათგანი თამაშს. თუმცა არ ვამბობ, რომ მატჩი ამის გამო წავაგეთ. ეს გამართლება არ არის."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
17 დეკემბერი 2018 15:32
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Capolista


არ ვიცი, მე არ მჯერა, რომ მოურინიო რომელიმე შემადგენლობით რამეს მიაღწევს. ყველა ფეხბურთელი ვინც მოვიდა დეგრადირდა, მატიჩი, პოგბა, ლუკაკუ, სანჩესი საშინელ ფეხბურთს თამაშობენ. ვინც იყო გუნდში და ასე თუ ისე რაღაც დონეზე თამაშობდა, ისინიც უკან-უკან მიდიან. მითუმეტეს მოურინიოს ყველა გუნდში ასე ხდება, თავიდან იწყებს გუნდი სწრაფ პროგრესს, ტიტულებსაც იგებს და მერე ერთ სეზონში უცებ საშინელი შედეგები მოდის. ჩელსის ორ საჩემპიონო სეზონს შორს იყო მე-16 ადგილი და მოურინიოს დათხოვნა ზამთარში. აზარი, ვილიანი, კოსტა იმაზე უარესად თამაშობდნენ ვიდრე ახლა მანიუში მარსიალი, რეშფორდი, ლუკაკუ. თამაშები ისე მიდის, გუნდს ერთი გააზრებული კომბინაცია არ აქვს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არც აქვთ რამე გეგმა, მონახაზი, როგორ იმოძრაონ, ვინ სად გაიხსნან.

სპორტული დირექტორი ჭირდება აუცილებლად გუნდს და ნორმალური მწვრთნელი. ნელ-ნელა უნდა დაიწყოს გუნდის შენება. და ერთ სტრატეგიას უნდა მიყვნენ, ჩვენთან ქაოსურად მიდიოდა მწვრთნელების ცვლა, სამი სხვადასხვა სტილის მწვრთნელი გამოვიცვალეთ და ყველას 0-დან უწევდა ყველაფრის დაწყება.

აი ლივერპულის მაგალითი. ჭაობში იყო გუნდი, როცა კლოპი მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი სეზონის შემდეგ შედეგები არ გამოსწორდა, ნათლად ჩანდა რომ გუნდის თამაში გაუმჯობესდა, დაცვაში ჩვენზე უარესი პრობლემა ჰქონდათ, ნელ-ნელა მოაგვარეს და ახლა ჩემპიონობისთვის იბრძვიან, შარშან ლიგის ფინალი ითამაშეს.
0
№12
ავტორი: kobinio
17 დეკემბერი 2018 15:35
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
[quote=Since1999]გაუმარჯოს მანიუს გულშემატკივრებო.
მანჩესტერს 1999 წლიდან ვგულშემატკივრობ და ეს მხოლოდ მოგებული ფინალის გამო არ მომხდარა. მანჩესტერი თამაშიდან-თამაშამდე, სეზონიდან-სეზონამდე უფრო მაყვარებდა თავს, მისი სათამაშო სტილისა და ფეხბურთის მიმართ უდუდესი პატივისცემისა სიყვარულით. ერთს ვიტყვი, ეს იუნაიტედია და გამოირჩევა ყველა სხვა გრანდისგან. თავის დროზე, დებიუტში ფერგიუსონსაც ჰქონდა კრიზისი მანჩესტერში, მაგრამ შემდეგ რა მოხდა მთელმა მსოფლიომ იხილა. მე ვფიქრობ იგივე ვუდვორდმაც და გლეიზერებმაც ზუსტად იცოდნენ(ახლაც იციან), რომ მოურინიო არაა იუნაიტედის სათამაშო სტილის მწვრთნელი. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მოუს აქ მოყვანა თავიდანვე შეცდომა იყო, თუმცა ვიმეორებ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ისეთი გაქანების ხალხი, როგორც გლეიზერები არიან, ნაკლებად უშვებენ ფუნდამენტურ შეცდომებს. შესაბამისად გვაქვს ორი შესაძლო ლოგიკური ვარიანტი: 1) გლეიზერები, როგორც ბიზნესმენები და კაპიტალისტური იდეის მატარებელი ამერიკელი ნაძირლები, ფინასურად ყოველდღიურად ძლიერდებიან, ხელოვნურად შექმნილი კრიზით.(ვგულისხმობ, მედიას, პიარ აქციებს, სატრანსფერო პოლიტიკას, ინტრიგებს და ა.შ.) სამწუხაროდ, ეს კლუბითვის დამღუპველია, მაგრამ იუნაიტედი ინერციით ინარჩუნებს პოპულარობას მსოფლიოში. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ვფიქრობ თაობების შეცვლის პროცესს ვეღარ გავუძლებთ და ისეთი პატარა ბიჭისთვის, როგორიც მე პირადად ვიყავი 1999 წელს, რთული იქნება ამ სვარკა ფეხბურთის მოთამაშე მანჩესტერის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება და აირჩევს თუნდაც ლივერპულს, ან რომელიმე სხვა გრანდს. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ როცა ეს დღე დადგება და კლუბი დაკარგავს პოპულარულობას თუნდაც 1%-ით, გლეიზერებს და მათ ანალიტიკოსებს ეს არ გამორჩებათ და უმალვე გაყიდიან სარფიანად კლუბს, თუნდაც ვინმე არაბ შეიხზე. 2) მეორე შესაძლო ვარიანტად შეიძლება განვიხილოთ, იუნაიტედის პრინციპულობა და
სწორი ხედვა გაქვს ძმაო და კიდე იმას დავამატებდი რომ ეს ყველაფერი ხელს რომ არ აძლევდეს ბიზნესმენ გლეიზერებს დღეს მაურინიო და ვუდვორდი უკვე სახლში იჯდებოდნენ.მაურინიოს განსაკუთრებულობა მხოლოდ ტიტულების მოგებაში რომ არარის მემგონი ამას ყველა ხვდება და დღეს რომ ტოტალიზატორი,ფეხბურთი და ბიზნესი ერთ ქვაბში თუხთუხებს აღარ მიკვირს მაურინიო დღემდე პოსტს რომ იკავებს და თუნდაც ვენგერი სახლში ზის.
ერთი იმის იმედი დამრჩა რომ ბოლო თვეში დაწეულმა პოპულარობამ და აქციების ვარდნამ იქნება ეს მაწაკი გლეიზერები შეაშინოს და ***ან.იმედი მაქვს ფეხბურთის მოყვარული მფლობელი გვეყოლება და არა ფულისმჭრელი მანქანები
0
№13
ავტორი: Malboro463
17 დეკემბერი 2018 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ფეხბურთელებს რომ აბრალებთ ეს სი რი ჯონსი და სმოლინგი ფერგიუსონ ყავდა მარა ინდივიდუალურად თუ არ ბრწყინავდნენ ტაქტიკურად მაინც თამაშობდნენ წესიერად ესენი კიდე დაყრლი ბრინჯივით არიან მიმოფანტულნი ვის რა ავალია აზრზე არ არიან ამათი აფსაიდში ჩატოვებული კაცი არ მინახია და მცველების ზუსტი ხაზზე თამაში. ჟოზეს დრო კიდე რეალში მისვლის მერე მკვდარია არა ეს კაცი საგრანდო მწვრთვნელი

პოგბა სულ რომ რამეს არ აკეთებდეს 3 კაცს მაინც აყავს ეს დე და აფეთქებული და იქით სხვებს სივრცე უჩნდება ამ კაცს არ ათამაშებს და დარმიანს რომელსაც ფულემებთან არ ენდობა ასეთ თამასში ძირითადში აყენებს
0
№14
ავტორი: martial99
17 დეკემბერი 2018 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ლიგაზე რას იზავს მოუ საინტერესოა
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
17 დეკემბერი 2018 20:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან მონოტორული გახდა მოურინიოს პრესკონფერენციებიც, ვან გაალიც ასე იყო ბოლოს...
0
№16
ავტორი: Z A R D I
18 დეკემბერი 2018 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
ოხ შაქირი შენი ლილიპუტი ......
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top