თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2018, 21:39
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2198,
კომენტარები: 14
"უბრალოდ აღიარეთ, რომ ის სწორი არჩევანი არ იყო"
მოურინიოს ერის დასასრული.
თუ "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს რომ გამაჯრვების გზას დაუბრუნდეს, მენეჯერი უნდა გამოცვალოს. ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა "საუთჰემპტონთან" გამარჯვება ვერ მოახერხეს და გაუმარჯვებელი მატჩების სერია "პრემიერ ლიგაში" სამ რიცხვამდე გაზარდეს.

"იუნაიტედმა" "პრემიერ ლიგის" ტიტული უკვე 13-ჯერ მოიგო. სტატიის ავტორი, კრეფტონი, მიიჩნევს, რომ დღევანდელმა შედეგებმა "მანჩესტერის" ხელმძღვანელობას უნდა აგრძნობინოს, რომ ჟოზე მოურინიო უბრალოდ კარგი არჩევანი არ იყო.

"ეს სწორედ ის კვირაა, რომელიც ცხადად აჩვენებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მენეჯერი უნდა გამოიცვალოს."

"არ ვიცი რა უნდა გითხრართ. მოურინიომ უკვე ბევრჯერ სცადა თავისი თეორიის განხორციელება, მაგრამ ჯერ შედეგს ვერ ვხედავ. თუ "კრისტალ პალასს" ვერ ამარცხებ, თუ "საუთჰემპტონს" ვერ ამარცხებ, თუ "იანგ ბოიზის" სახლში დამარცხება გიჭირს, მაშინ რაღა გინდა "იუნაიტედში"?

"მანჩესტერ იუნაიტედის" თამაში დღეს მხოლოდ ტკივილია და მეტი არაფერი. მოურინიო საკუთარ თავზე უფრო ფიქრობს ვიდრე ფეხბურთელებსა და კლუბზე. უბრალოდ უნდა ვაღიაროთ რომ ის სწორი არჩევანი არ იყო."

"ფეხბურთელებიც ვერაფერს გვთავაზობენ ახალს. რამე უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, დანარჩენი გულშემატკივრებიც ჩემნაირად განიცდიან ამ ყველაფერს, არავის აღარ სიამოვნებს ასეთი "მანჩესტერის" ყურება. სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ გუშინ ყველაზე ცუდი 20 წუთი ითამაშეს "წითლებმა".

რაც შეეხება "The Times"-ის ჟურნალისტს ჰენრი ვინთერს, მას ღრმად სწამს, რომ ფეხბურთელებმა მათი პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა გაიაზრონ.

"თუ მართლა გსურს თავი "მანჩესტერ იუნაიტედის" ნაწილად იგრძნო მოურინიოს უკან უნდა გაიხედო. შეხედეთ პოლ პოგბას. მას ძალიან ბევრ ფულს უხდიან, რათა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი წარმოადგინოს."

"მოურინიომ მას სრულად მისცა თავისუფლება, რათა საკუთარი თავი გამოეხატა. თუმცა ის ამ შანსს არ იყენებს. გუშინ საშინლად ითამაშა. არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი ურთიერთობა აქვს მას მოურინიოსთან, ის ვალდებულია, რომ გუნდი მისი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით წარმოადგინოს."

"გულშემატკივრები ყველაფერს აკეთებენ თავისი საყვარელი გუნდისთვის. თუნდაც მათთვის, ვინც კარგად ვერ წარგდა პუბლიკის წინაშე. მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს, მათ უკეთ უნდა ითამაშონ."


წყარო: SkySports


სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
2 დეკემბერი 2018 21:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
გასაგებია რასაც ვწერთ მოურინიოზე მაგრამ რა იყო ზოგადად პოგბას თამაში ა?ორი ტიპი მიშლის ამ ფორმაციის გუნდში ნერვებს ერთი პოგბა და მეორე მოუ.მე ვფიქრობ რომ მოურინიო რომ შეიცვლება პირველი უნდა მიაყოლონ პოგბა თან სანამ ფასი აქვს თორე ამ ტემპებით ხვეწნა მოგვიწევს წაიყვანეთთქო.არ ვიცი რა ამას ქვია სენი რაც ჩვენ გვჭირს რა.რა გახდა ეს დედანაქაჩი ამ ტრადიციული და კონსერვატიულ მიდგომებზე უარის თქმა.ეს დედანატირები ყველა ნასკებივით იცვლის ტრენერებს და ჩვენ გავხდით კეისარზე უკეთესი კეისარი რო არიქა ტრადიციას არ ვუღალატებთ და შევცვლით ტრენერს.მე ვფიქრობ რომ მოიესსაც რომ ჰქონოდა დრო ისიც რამე შედეგს დადებდა 2-3 წელიწადში მაგრამ თუ ის გავუშვით ეს რატო გვყავს პრივილეგირებულ მდგომარეობაში?კარგი ვთქვათ და მოვითმინეთ რაღაცის იმედით მაგრამ ერთი ხომ ფაქტია, რომ მოუმ საკუთარი თავი ამოწურა პერსონალურად ამ გუნდში?მორალურად ვერაფერს ვერ გააკეთებს ეს ამ გუნდში.ფსიქოლოგიურად ტიპი საკუთარ თავდაცვაზე არის გადასული და ფეხებზე კიდია გუნდი.ეგ უკვე არის ნიშანი მისი ამოწურვისა.
რა უნდათ შეფობაში ვერ ვხვდები რისი მიღწევა?იმის რომ ტრადიცია გრძელდება და გუნდი რეალივით ნასკებივით არ იცვლის ტრენერებს ამის მტკიცება?რეალმა 3 ჯერ მოიგო ლიგა ზედიზედ ამ მწვრთნელების ცვლილებებით და ჩვენ ამდენი წელია ნეხვში ვართ.
სადაც ამდენი ვითმინეთ ფანებმა აწიც მოვითმენთ და დაგვანახეთ რომ სწორ გზაზე ვდგევართ.გაუშვით მოუ მიაყოლეთ პოგბა და ყველა ფულის გამო მოცენზურალი პიჟონი და არაპროფესიონალი სასტავი.გაყარეთ ყველა ვინც გრძელვადიან პერსპექტივაში არ მოიაზრება და დაიწყეთ ახალი გუნდის მშენებლობა.მზად ვართ ყველა ვითმინოთ ოღონდ დავინახოთ სწორ გზაზე მდგარი ჩვენი გუნდი და არა ასე ნებისმიერ გუნდთან მანდრაჟით ყურება სადაც ფორმით არჩევ მხოლოდ ვინაა მანჩესტერი.
1
№2
ავტორი: onlyred
2 დეკემბერი 2018 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
მოუ გავუშვათო ყველა ამბობს და არიქა შევუტიოთო

მაგრამ ჩვენ ახლა ვართ იმ სიტუაციაში რაშიც მილანი იყო და ახლა კი ვხედავთ სადაცაა
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
2 დეკემბერი 2018 23:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რთული სიტუაციაა, ოპტიმიზმის საფუძველი რო არ ჩანს ისეთი...
0
№4
ავტორი: onlyred
2 დეკემბერი 2018 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
იბრა გაუშვეს ტრენერი გაუშვეს და ჩავარდა გუნდი.
იბრა მაშინ მარტო გამტანი არ იყო, იბრა იყო გუნდის ყურადღება

დღეს მანჩესტერის ყურადღება მოუა.
მოუს გაშვებისას მინიმუმ მასზე უკეთესი უნდა მოიყვანო რომ კრიზისიდან უარეს კრიზისში და ჭაობში არ გადავარდე

და ვინაა დღეს ისეთი მენეჯერი ვინც ამ წნეხს აიღებს, ექნება ხედვა, ამ 11 მილიონერს ჭკუაზე მოიყვანს და აათამაშებს?

აგენმა კიდე იციან რა სისულელესაც წერენ მაგრამ გადის მოუზე სტატიები და წერენ მათი რა მიდის

პ.ს იბრაზე მილანის დროს მეწერა არ დადო
იბრა მაშინ მარტო გამტაბი არ იყო, ყურადღება იყო იბრა მილანისთვის, ხალხი იბრას უყურებდა და უსმენდა
0
№5
ავტორი: JuanMata
2 დეკემბერი 2018 23:51
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მოურინიოს ჩელსის ბოლო სეზონი:
გუნდში ნორმალური ფეხბურთელები არიან, შეტევა ქაღალდზე მაღალი დონის ჩანს, ძლიერია კლუბია ბევრი ფულით, მაგრამ გუნდი ვერ უგებს ცხრილის ფსკერზე მყოფ გუნდებს, ჯერ ჩემპიონობის შანსი გაქრა, მერე 4-ეულის, მერე ჩაეშვა 10-ეულს ქვევით. არ დაუწყეს ბევრი ფერება, მიუხედავად იმისა რომ წინა სეზონში მოგებული ჰქონდა და გაუშვეს, როგორც აღმოჩნდა სწორი გადაწყვეტილება იყო.

მანჩესტერის ეს სეზონი ძალიან გავს ჩელსის იმ სეზონს, ჩელსის ყველა ვარსკვლავი საზიზღრად გამოიყურება: მატიჩი, ფაბრეგასი, აზარი, ვილიანი, კოშტა. ისევე როგორც ჩვენთან.
არ ვიცი რის ხარჯზე უნდა მოახერხოს ჟოზემ ამ სიტუაციიდან გამოსვლა? ტრანსფერები გაგვაძლიერებს, მაგრამ რა პოზიციაზე გვჭირდება? დაცვა მთლიანად საშინელია, ნახევარდაცვაში ვინ უნდა გამოარჩიო, შეტევაში რიგრიგობით ხან მარსიალი, ხან რეშფორდი რაღაცას ფართხალებს და ისიც ძაან არასტაბილურად.

ჩელსიც ასე იყო იმ სეზონის აზარი არაფრით არ ჯობდა ახლანდელ მარსიალს და რეშფორდს, კოსტა ლუკაკუს, ვილიანი არ ვიცი მარჯვნივ არ გვყავს, მაგრამ ვინც არ უნდა დადგეს. იგივე უაზრო გოლები, პრობლემები დაცვაში. და ეს ყველაფერი საჩემპიონო სეზონის შემდეგ, არც ლიდერი დაუკარგავთ და არც რამე საოცარი ცვლილება მომხდარა კლუბში.

თან ეს სეზონი თამაშის მხრივ არაა რეგრესი, თამაშით ისევ ისეთი თამაშია, შედეგში გვაქვს რეგრესი, რაც ლოგიკურია, ამ სეზონში ლოგიკურად სრულდება მატჩები, და დამსახურებულ ადგილასაც ვართ.
აღარაა ყოველ მატჩში დეხეას არანორმალური სეივი, აღარაა უაზრო გამართელბა, როცა ორ შეტევაში გუნდი ორ გოლს იტანს, არ ვიცი შეიძლება ეს ასეთი ტაქტიკაა, რომ სულ იმდენჯერ შეუტიო, რამდენი გოლიც გინდა, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან სარისკოა. პოზიციური შეტევა და კონტრ შეტევა, როგორც არ გვქონდა შარშან და შარშანწინ ისევე არ გვაქვს ახლაც.

ნუ დაგვავიწყდება ისიც რომ პირველ სეზონში იწყებოდა ყველაფერი და ფეხბურთელებს ჰქონდათ იმედი, მოტივაცია, ჯეროდათ მწვრთნელის, წარმატების. შემართება ბევრად მეტი იყო. ახლა როგორც ჩვენ ვართ ეგუებული იმ ფაქტს რომ სულაც არაა გასაკვირი საუთჰემტონთან ფრე ვითამაშოთ, ისევე ეჩვევიან ფეხბურთელებიც ამას. ახლა რიჩარდ ლომგული რომ ადგეს საფლავიდან, ისიც ვერ შემატებს ამ სიტუაციაში შემართებას ვერავის. რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა მოხდეს, რომ დაინახონ სხვა გზას დავადექით და ამ გზით შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას, სხვანაირად არაფერი არ ეშველება ამ გუნდს და ცხრილის შუაში დავასრულებ სეზონს, თუ დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, მერე უკვე ვეღარც ამოვალთ.
ასე რომ ჟოზეს შეცვლის გარეშე არაფერი გამოვა, არა იმდენად იმიტომ რომ ჟოზე ცუდი მწვრთნელია, არამედ რაღაც ძირეული ცვლილების გამო. სიახლეა საჭირო გუნდში და ახლი მცველის მოყვანა არაა ისეთი გლობალური სიახლე, რომ რამე გავლენა იქონიოს.
1
№6
ავტორი: Malboro463
3 დეკემბერი 2018 00:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
დრო მიდის მარა გამოსავალი არ ჩანს გუნდიც უარესობისკენ მისის ნელა ნელა და პირველი რაც უნდა შეიცვალოს მწვრთვნელია. რეალის და ჩელსის მაგალითზე მაინც ისწავლონ ამ კვერცხება გინდა არსენალის და ლივერპულის.
0
№7
ავტორი: levionok
3 დეკემბერი 2018 00:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მარტივად რომ ვთქვათ და ლოგიკურად როცა ფეხბურთელი ვერ თამაშობს,ის უნდა შეცვალო,ხოლო როცა გუნდი ვერ თამაშობს მწვრთნელი უნდა შეცვალო! მაგალითს მოგიყვანთ საქართელოს ნაკრებზე,რა მდგომარეობა იყო ქეცბაიას დროს და რა მდგომარეობაა ახლა? ვარსკვლავებს არ ვწყვიტავთ მაგრამ რადიკალურად განსხვავებულია გუნდი როგორც ტაქტიკით ისე მენტალურად! მაყრინიოს წასვლა და ეს გუნდი დაიწყებს თამაშს თუნდაც ამ შემადგენლობით! თან დაიწყებს კაი ფეხბურთის თამაშს!
0
№8
ავტორი: stepno
3 დეკემბერი 2018 08:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ხალხოო რათ უნდა ამას ფილოსოფიაა მითხარით რაა???!!! არსენ ვენგერი მთელი ცხოვრება არსენალში იყოო აგერ გაუშვეს და გუნდმა როგორ გამოასწორა თამაში უყურებთ ყველა. რა გახდა ამ ჩმორის გაშვებაა?? მოურინიო ერთერთი ყველაზე დიდი შეცდომაა მანჩესტერის ისტორიაშიი დარწმუნებული ვარ ამაში. კაციი რომელიც ვერ იხვდა ამდენი ხანი რა გუნდის და როგორი სახელოვანი გუნდის მწვრთნელია კაცი რომელიც თავისი სიტყვებით ამცირებს მანჩესტერს. უბრალოდ ამის მერე ხელმძღვანელობას რო ადარდებდეს მანჩესტერის როგორც კლუბის ბედი აქამდე 9-ჯერ გაუშვებდენ ჟოზეეს მაგრაამ მხოლოდ ბიზნესი ადარდებთ და როდესმე უნდა დამთავრდეეს !!!!!!! ვინ წარმოიდგენდა ამას ესეთ მდგომარეობაში რო ჩავარდებოდით კი ვიცოდი სერ ალექსის წასვლის შემდეგ გაგვიჭირდებოდა მაგრამ ესეე?? მართლა მთელი მანჩესტერის გული და სული იყო ის კაციი
0
№9
ავტორი: ikeoni
3 დეკემბერი 2018 09:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Martla gulis tkivilia amis yureba:(((
0
№10
ავტორი: kobinio
3 დეკემბერი 2018 15:16
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
არ ვიცი რა უნდა გითხრართ. მოურინიომ უკვე ბევრჯერ სცადა თავისი თეორიის განხორციელება, მაგრამ ჯერ შედეგს ვერ ვხედავ. თუ "კრისტალ პალასს" ვერ ამარცხებ, თუ "საუთჰემპტონს" ვერ ამარცხებ, თუ "იანგ ბოიზის" სახლში დამარცხება გიჭირს, მაშინ რაღა გინდა "იუნაიტედში"?

"მანჩესტერ იუნაიტედის" თამაში დღეს მხოლოდ ტკივილია და მეტი არაფერი. მოურინიო საკუთარ თავზე უფრო ფიქრობს ვიდრე ფეხბურთელებსა და კლუბზე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top