თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2018, 12:20
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2224,
კომენტარები: 13
შეიძენს თუ არა ვინმეს "იუნაიტედი" ზამთარში?
მოურინიოს განცხადება ოფიციალურ საიტზე ტრანსფერებთან დაკავშირებით.
შეიძენს თუ არა ვინმეს
"წითლები" სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას ზაფხულში აპირებდნენ. ალექსის სანჩესი კი ერთადერთი ფეხბურთელია 2014 წლის შემდეგ, რომელიც "იუნაიტედმა" ზამთრის ტრანსფერებზე შეიძინა.

პრესკონფერენციაზე ბოსმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ბევრს არაფერს გააკეთებს ზამთრის ტრანსფერებზე.

"არ ვფიქრობ, რომ ვინმეს შეძენას შევძლებთ და თუკი ვინმეს შევიძენთ ალბათ მაქსიმუმ ერთ ფეხბურთელს."

მენეჯერმა ასევე აღნიშნა, რომ ტრანსფერებზე "პრემიერ ლიგის" ტოპ ფეხბურთელების შეძენა უფრო და უფრო რთული ხდება.

"მაგალითად, "ტოტენჰემი". მთელი ჩემი პატივისცემა მათ, "ტოტენჰემი" საოცარი გუნდია, მაგრამ თუ მოისურვებთ მათი ფეხბურთელების ყიდვას პასუხად აუცილებლად არას მიიღებთ, რადგან ისინი უბრალოდ არ ყიდიან. მათ უკვე იმდენი ძალა აქვთ, რომ არას თქმა შეუძლიათ."

"ვინ იყო "ტოტენჰემის" საუკეთესო ფეხბურთელი რამდენიმე წლის წინ? მაიკლ კერიკი ("მანჩესტერში" 2006 წელს გადმოვიდა). მას შემდეგ ვინ ჰყავდათ? ბერბატოვი ("მანჩესტერში" 2008 წელს გადმოვიდა)."

"შევძლებთ ახლა ჰარი კეინის შეძენას? დელე ალის? კრისტიან ერიკსენის? მოგვყიდიან? შევძლებთ, მათ "ოლდ ტრაფორდზე" მოყვანას? პასუხი ისევ არის არა."

მას შემდეგ, რაც "იუნაიტედის" მენეჯერი გახდა, ჟოზე მოურინიომ 11 ფეხბურთელი შეიძინა, "პრემიერ ლიგიდან" კი მხოლოდ სამი იყო - ლუკაკუ ("ევერტონი"), მატიჩი ("ჩელსი") და ალექსისი ("არსენალი"). პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ რადგანაც "პრემიერ ლიგის" კლუბები ფინანსურად მოძლიერდნენ, ისინი ფეხბურთელებს აღარ ყიდიან.

"ფეხბურთი იცვლება. უფრო და უფრო რთულია მაღალი დონის ფეხბურთელების შეძენა. კლუბები გაძლიერდნენ. მათ არ სურთ გაყიდვა."

"უფრო ადრეულ პერიოდში პატარა კლუბები დიდ გუნდებს, ფაქტობრივად, სთხოვდნენ ფეხბურთელების შეძენას: "წაიყვანეთ ჩემი საუკეთესო ფეხბურთელი, მჭირდება, რომ გავყიდო. თქვენ ისედაც ძლიერები ხართ, მაგრამ წაიყვანეთ ჩემი საუკეთესო ფეხბურთელი." ახლა კი მათ არ სურთ გაყიდვა."

"საბოლოოდ, იმის თქმა მინდა, რომ უფრო და უფრო რთული ხდება კარგი ფეხბურთელების ყიდვა და გუნდის ასე გაძლიერება. რთულია, მაგრამ ჩვენ იმას ვაკეთებთ რაც შეგვიძლია,"-დაასრულა "წითლების" მენეჯერმა.


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№1
ავტორი: OzBeTa
1 დეკემბერი 2018 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ეს ისე ბაზრობს რომ სლე ვუდვორდი მგონი კიდე ჩაისვრის და ვერანაირი ტრანსფერი ვერ იქნება :) ნუ ვიღაც ახალგაზრდა შეიძლება დაიმატონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№2
ავტორი: Lev
1 დეკემბერი 2018 13:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
ერთი შენ რო გაგყიდოთ სადმე ბარნლის მწვრთნელად გაქაჩავ_? შემტევი გუნდია და მე მგონი შენ იქ ვერ გაქაჩავ
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: K1llsw1tch
1 დეკემბერი 2018 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ხოდა, შე კვერცხო, უნდა მოიყვანო ინგლისის სხვადასხვა დივიზიონებიდან და სხვა ჩემპიონტებიდან ნიჭიერი ახალგაზრდები, მაგრამ შენ და ახალგაზრდებთან ურთიერთობა?..
0
№4
ავტორი: ikeoni
1 დეკემბერი 2018 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
ციტატა: K1llsw1tch
ხოდა, შე კვერცხო, უნდა მოიყვანო ინგლისის სხვადასხვა დივიზიონებიდან და სხვა ჩემპიონტებიდან ნიჭიერი ახალგაზრდები, მაგრამ შენ და ახალგაზრდებთან ურთიერთობა?..

ინგლისის სხვადასხვა დივიზიონის ახალგაზდა გვიშველის ჩვეენ?
0
№5
ავტორი: JuanMata
1 დეკემბერი 2018 15:17
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
არაადა, რომ დაფიქრდე ლუკაკუ ევერტონის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ინგლისში, სანჩესი არსენალის ლიდერი და ასევე ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე.
და ნუ მატიჩი ჩელსიში საუკეთესო შეიძლება არ იყო, მაგრამ თავის პოზიციაზე ალბათ იმ დროისთვის საუკეთესო იყო.

არ ვიცი რა ხდება, სანამ გადმოვლენ, ყველა კარგია, აქ ვერავინ თამაშობს.
0
№6
ავტორი: Lev
1 დეკემბერი 2018 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
ციტატა: JuanMata


არ ვიცი რა ხდება, სანამ გადმოვლენ, ყველა კარგია, აქ ვერავინ თამაშობს.

ამ სი--თან ვერავინ ვერ იხსნება ვინც გახსნილ თამაშს არის შეჩვეული
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№7
ავტორი: giorgi_mg
1 დეკემბერი 2018 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ეჰ დაიწყო ამან და ვუდვორდმა თავის დაზღვევა, ტყულად მაქვს იმედი ტოპ ტრანსფერის. გინდა კარგი ფეხბურთელი? გადაიხადე 150-200მლ და თუ არ გადმოვა ნახავ.
0
№8
ავტორი: shotkin
1 დეკემბერი 2018 16:43
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
გავიგე რო არ ყიდიან მაგას ჩვენც ვამჩნევთ როგორმე ვინც პრემიერლიგას ვუყურებთ საქმე სხვარამეშია ვინც მოიყვანე იმათგან ხო იღებ რა მაქსიმუმს? ერთი მატიჩი იყო რაღაც და ისიც აღარ ვარგა უნდა წახვიდე ჟოზე სხვა გზა არაა გინდ ალი მოგცემ გინდ კეინი შენ ტაქტიკაში ყველა ნეხვია
0
№9
ავტორი: Malboro463
1 დეკემბერი 2018 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5870
1 რა აზრი აქვს ვინმეს მოყვანას მაინც არაფერი გამოსწორდება ამის ხელში მაქდიმუმ 5 მატჩი ჩატაროს იმანაც მაღალ დონეზე სანამ მოტივაციას დაკარგავს. მეკარის გარდა ვინმე ვერ თამაშობს წესიერად და მთელი გუნდის შეცვლას აპირებს ნეტა თუ ყველაე პოზიციაზე დაიმატებს ვინმეს.
2. ტრანსფერებს რაც შეხება პსჯს ბარასას და რეალს ყნდა დასწრო რომ მერე არ გაგიჭირდეს ყიდვა. თავის დროზე სანე,დიბალა,დემბელე,უმტიტი

ტზე რომ ებრძოლათ ხომ იყიდნრნ ვინმეს. ეხლა სანჩო არა გასაშევები ხელიდან ეგ მაინც იყიდეთ
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
1 დეკემბერი 2018 18:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ციტატა: JuanMata
არაადა, რომ დაფიქრდე ლუკაკუ ევერტონის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ინგლისში, სანჩესი არსენალის ლიდერი და ასევე ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე.
და ნუ მატიჩი ჩელსიში საუკეთესო შეიძლება არ იყო, მაგრამ თავის პოზიციაზე ალბათ იმ დროისთვის საუკეთესო იყო.

არ ვიცი რა ხდება, სანამ გადმოვლენ, ყველა კარგია, აქ ვერავინ თამაშობს.


მეც ეგ კითხვა მიჩნდება სულ, ჯერ კიდევ ფალკაოდან და დი მარიადან მოყოლებული.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top