"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი კიპერი დავიდ დე ხეა მზად არის კარიერა ისევ "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელოს თუ მას ხელმძღვანელობა ხელფასს მნიშვნელოვნად გაუზრდის.
Daily Mail - მიერ გავრცელებული ცნობით, ესპანელ კიპერს სურს, რომ "იუნაიტედის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს ალექსის სანჩესთან ერთად, რომელიც ყოველკვირეულად 350 ათას ფუნტ - სტერლინგს იღებს.
დავიდს ასევე გრძელვადიანი კონტრაქტი სურს, ეს ვადა კი მინიმუმ 5 წლით შემოიფარგლება. გავრცელდა ცნობები იმის შესახებაც თუ რატომ არ აწერდა მეკარე ხელს ახალ კონტრაქტს: "იუნაიტედი" მას ყოველკვირეულად 275 ათას ფუნტს სთავაზობდა, რაც ესპანელის აზრით დაუფასებელია.
მიმდინარე კონტრაქტი კარის დარაჯს 2019 წელს ეწურება, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულებაში ერთი წლით ავტომატური გაგრძელების მუხლი დევს.
ადრე გავრცელდა ცნობები თითქოს დე ხეას "იუვენტუსში" ან ფრანგულ "პსჟ" - ში სურდა, თუმცა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ესპანელს დარჩენა სურს.